#40915014 · 13 May 2014, 09:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nksh0x01
QUOTE | მამაომ ითხოვა არ მოერიდოთ ნებისმიერ კითხვაზე დამისვანო |
მამა თეოდორე, წმინდანთა სწავლებით (წმინდა მაქსიმე აღმსარებელი, იოანე ოქროპირი, ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი, გრიგოლი პალამა, სვიმონ ღვთისმეტყველი) მღვდელი უნდა იყოს წმინდანი. მღვდელს, რომელიც წმინდანი არ არის (საუბარია არა უბრალოდ მღვდლის პატიოსნებაზე, არამედ მის წმინდანობაზე), არა უქვს უფლება მიუტევოს ცოდვა აღმსარებელს. უფრო მეტიც, მღვდლობა სულაც არ არის თურმე საჭირო ცოდვის მიტევებისათვის. თუ ადამიანი ღვთის მიერ არის ხელდასხმული (ანუ წმინდანია), თუმცა ის შეიძლება იყოს ერისკაცი, მას შეუძლია ცოდვა მიუტევოს მონანულს და წმინდანის მიერ მიტევებული ცოვდა მიეტევება ადამიანს, ხოლო არაწმინდანის მიერ მიტევებული ცოდვა არ მიეტევება. არის თუ არა ეს ასე?
არსებობენ თუ არა ცოცხალი წმინდანები? (ზემოთჩამოთვლილი წმინდანები ცალსახად გვასწავლიან, რომ არსებობენ ცოცხალი წმინდანები)
თუ არსებობენ ცოცხალი წმინდანები, შეიძლება თუ არა ცოცხალი წმინდანი დაეცეს ცოდვით? (ზემოთჩამოთვლილი წმინდანების სწავლებით, განწმენდილი ადამიანი ცოდვით აღარ დაეცემა)
შეუძლია თუ არა არაწმინდა (თუნდაც ძალიან პატიოსან, მაგრამ არაწმინდა) მღვდელს გაუწიოს მოძღვრობა ცოდვლი ადამიანს? (ზემოთ ჩამოთვლილი წმინდანების სწავლებით, მოძღვარი შეიძლება იყოს მხოლოდ წმინდანი: "მკურნალო, განიკურნე თავი შენი", მოუწოდებს ქრისტეღმერთი)
დღეს, არაწმინდა ხალხს ღვთისმეტყველებს უწოდებენ და არაწმინდანი "ღვთისმეტყველებენ". რა არის ღვთისმეტყველება და ვის ეწოდება ღვთისმეტყველი მართლმადიდებელი წმინდანებისა და ღვთისმეტყველების სწავლებით?
ძალიან მაინტერესებს, რა პასუხი აქვს ამ კითხვებთან დაკავშირებით მამა თეოდორეს. ნეტავი დაუსვამდეს ვინმე ამ კითხვებს. როგორ ხდება მის ეთერში კითხვების დასმა საზღვარგარეთ მყოფთათვის?
--------------------
ცოტა გავიშალოთ, უფრო ბევრი გამოვჩნდებით
|