მაგ ლოგიკით, 7 მაისს უნდა დანგრეულიყო პრეზიდენტის სასახლის გუმბათი, პარლამენტის შენობა, მაგრამ მოხდა ისე რომ ჩამოინგრა ეკლესიის გუმბათი, რომელსაც მორწმუნეები ემსხვერპლნენ.
ანუ დაისაჯა ის ორგანიზაცია (ეკლესია) რომელიც "გარყვნილებას" გმობდა...
რატომ?
17 მაისს არ ჩატარდა არც გეი აღლუმი და არც ლგბტ პირების აქცია. მთელი ქვეყნის მაშტაბით სასულიერო პირებმა და მრევლმა აღავლინეს ლოცვა, და პარაკლისები, იკურთხა ქუჩები, ტაძრები, ლოცულობდა ერი და ბერი, თუმცა ქვეყანაში მოხდა სტიქიური უბედურება! თანაც იმ მხარეში, საიდანაც წარმოშობით არის პატრიარქი ილია მეორე...
რატომ არ შეისმინა ღმერთმა ერის და ბერის ლოცვა და არ იხსნა ქვეყანა სტიქიური უბედურებისგან? 17 მაისის დამგეგმავი და მონაწილე სასულიერო პირები იმუქრებოდნენ სოდომ-გომორის მაგალითის დასჯით, და სხვა უბედურებებით..
არ ჩატარდა გეი-აქცია, პირიქით ჩატარდა ის აქცია რაც მოითხოვა ეკლესიამ, ილოცეს ყველგან მაგრამ უბედურება მაინც მოხდა...
რატომ?