#41016595 · 22 May 2014, 01:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | გადაწყვიტეს გამოეკვლიათ ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის წარმოქმნის შესაძლებლობა იმ პირობებში, როცა დედამიწა ჯერ კიდევ მთლიანად წყლით იყო დაფარული.
|
"მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ". "თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი".
ნათელი შეიქმნა ალბათ წყალზე(ან წყალბადზე) ამ გონიერი უხილავი ძალის(სულის) ზეგავლენით. ანუ ქიმიური პროცესივით წავიდა, და წავიდა.... აფეთქება წყალბადთან კავშირშია მგონი. ალბათ ამიტომ შეიქმნა პირველად მაინცდამაინც ნათელი?? ყოველ ჯერზე ერთმანეთთან რეაქციაში შესვლით და სხვადასხვა კომბინაციებით მიიღებოდა ახალი ელემენტი(მასალა) და შესაბამისად ჩნდებოდა ახალი, უფრო რთული სხეული. ბოლოს კი ადამიანი. ასე იმიტომ ვვარაუდობ, რომ სამყარო ერთბაშად არ შექმნილა, გარკვეული თანმიმდევრობა ქონდა და ამან დამაფიქრა. სავარაუდოდ, მარტივიდან რთულისაკენ, რადგან სულ ბოლოს ურთულესი შეიქმნა(ადამიანი). რომელსაც უმაღლესმა გონმა სული(აზროვნება, ლოგიკა, პიროვნული თვისებები) უწილადა. შექმნა თავის მსგავსად.
| QUOTE | როგორც მეცნიერები მიიჩნევენ, იმ პირობებში, როცა ჩვენი პლანეტა ჯერ კიდევ მთლიანად წყლით იყო დაფარული, შესაძლოა სწორედაც თიხამ შეასრულა ერთგვარი "ციტოპლაზმის" როლი და მის წიაღში პირველი უჯრედები ჩაისახა. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს გახლდათ ცხიმების ან პოლიმერების მხოლოდ უმცირესი ფრაგმენტები, რომლებიც უჯრედული მემბრანის წინამორბედები გახდნენ, ხოლო ამინომჟავები და სხვა ბიომოლეკულები, შესაძლოა, ამ წარმონაქმნების წიაღში ჩამოყალიბდნენ. |
კი, ჯერ მატივი ელემენტები შეიქმნა, მერე რთულდებოდა. რატომ არ შეიქმნა ჯერ ფრინველები და მერე ცა. ან ადამიანი და მერე ზღვა. ყველაფერი თანმიმდევრობით იყო მარტივიდან რთულისაკენ. რაც შეეხება წყალს, რომელიც ალბათ თავიდანვე იყო. "მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ". აღმოაჩინეს რომ წყალი ცოცხალია. გააჩნია მეხსიერება, ინახავს ინფორმაციას, რეაგირებს ადამიანის ფიქრებსა და სიტყვებზე. ანუ შეგვიძლია წყალი დავმუხტოთ დადებითი ან უარყოფითი ემოციებით: ფიქრით ან სიტყვიერად. წყალი ყველაფერშია. ამიტომ ყველაფერი შეიძლება დაიმუხტოს დადებითად და უარყოფითად. მაგ. იკურთხება(იმუხტება დადებითად) საკვები, წყალი, ადამიანი. ასევე ცუდი თვალი, წყევლა, ჯადო (უარყოფითად დამუხტვა). ქრისტემ წყალი ღვინოდ აქცია. აკურთხა პური და ღვინო (როგორც მისი ხორცი და სისხლი). კურნავდა ხალხს. ანუ ღვთის სული(ფიქრი,გონი,სიტყვა) სასწაულებს ახდენს წყალზე? შეიძლება თავიდან ამანაც შეუწყო ხელი წყლიდან ელემენტების წარმოქმნას. ჰააა. | QUOTE | ქალის ნეკნისგან წარმოშობაზე არ უთქვამთ არაფერი?
|
ეგ პრობლემა არაა. ორგანოებს სინჯარაშიც ზრდიან უკვე. წყლისგან თავიდან როგორ განვითარდა სამყარო, ეს შედარებით საინტერესო უნდა იყოს.
This post has been edited by jiji-3 on 22 May 2014, 01:35
|