mRvdeli giorgi sxiladze
მღვდელი გიორგი სხილაძე

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2482
წევრი No.: 159730
რეგისტრ.: 19-January 13
|
#41131232 · 1 Jun 2014, 00:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Bet-El
| QUOTE | | ერთიანი სწავლება ჭეშმარიტი ქრისტიანობის ამოსაცნობი ნიშანია |
ეკლესიის ძირითად კანონს (,,კონსტიტუცია“) წარმოადგენს მსოფლიო საეკლესიო წმ. კრებათა მიერ ჩამოყალიბებულ დოგმატთა კრებული (დოგმატიკა), ხოლო საეკლესიო სამართალს _ მსოფლიო და ადგილობრივ წმ. კრებათა (რომლებიც მსოფლიო კრებამ ცნო) მიერ დადგენილი კანონები (კანონიკა). ეკლესიის საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენს მსოფლიო წმ. საეკლესიო კრება; აღმასრულებელს _ ადგილობრივი ეკლესიების სინოდები ანუ მღვდელმთავართა საბჭოები, ხოლო ზედამხედველობით-შემმოწმებელს _ საეკლესიო სასამართლო, რომელიც საეკლესიო სამართლის ,,კოდექსით“ (,,დიდი სჯულისკანონით") ხელმძღვანელობს. ეს სამია საძირკველი ეკლესიისა, როგორც სულიერი სახელმწიფოსი. ღვთისმეტყველებაში დოგმატი იგივეა, რაც მათემატიკაში _ არითმეტიკული ,,გამრავლების ცხრილი“ და საერთოდ, მეცნიერებაში _ ,,აქსიომა“, ხოლო ,,თეორემას“ შეესაბამება ,,საეკლესიო კანონი“ და ,,განსაზღვრებას“ კი წმ. მამათა თანხმიერი აზრი (,,Consensus Patrum“). დოგმატური ღვთისმეტყველების დიდი სერბი ოსტატის _ არქიმანდრიტ იუსტინე პოპოვიჩის განსაზღვრებით, ,,ქრისტეანული ეთიკა სხვა არაფერია, თუ არა გამოყენებითი დოგმატიკა, საეკლესიო კანონები კი სარწმუნოების წმ. დოგმატებია, რომლებსაც ქრისტეანი ცხოვრებაში იყენებს“ (ჩვენივე ნარკვევიდან: ,,საქ. ეკლესიისა და ქართ. ერის სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა ,,გარდაქმნიდან" ,,გარდაქმნამდე" [1985-2003წწ..], პარიზი, 2004წ. http://didgori.files.wordpress.com/2008/11/21_saqme_n1.pdf). | QUOTE | | იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ 1914 წელს გამეფდა იესო ღვთის ზეციერ სამეფოში |
წმ. ეკლესიის ,,ერთიანი სწავლების" ,,ამოსაცნობი ნიშანი" კი მისი ლიტურგიკული ქრესტომათიაცაა:
«პირველ მთიებისა გშუა შენ მამამან უდედოდ, წინათვე საუკუნეთა. დაღათუ, არიოს დრკუ დაბადებულად გიტყვის, ბილწი; გასწორებს შემოქმედსა დაბადებულთა თანა. ნივთად ცეცხლისად თავსა თვისსა განჰმზადებს იგი, ხოლო კრებამან ნიკიისამან ძედ ღმრთისა დაუსაბამოდ გქადაგა, ქრისტე, ყოველთა მეუფეო!».
«ვინმე კუართი შენი განაპო, ქრისტე, არიოს ბოროტმან, ვითარცა თვით სთქუ, რამეთუ მან შემოიღო ერთ-ღუთაებისა განყოფაი; ამან ასწავა ნესტორს ღვთის-მშობელისა არა თქმა; არამედ კრებამან ნიკიისამან ძედ ღმრთისად გქადაგა უფალი, მამისა და სულისა თანა-მოსაყდრე».
«მთხრებლსა მას ცოდვისასა შთავარდა არიოს უგუნური, რამეთუ მან მოიძულა ნათელი და არა ინება ხილუაი მისი; და აწ საღმრთოთა განგებულებითა შინაგანი მისი დაითხევის ბოროტად და განიბნევიან ყოველნი ნაწლევნი მისნი. ეგრეთვე ბოროტად განვალს სული მისგან, რამეთუ მჰსგავს-იქმნა იუდასსა; ხოლო რომელნი შეკრბეს ნიკეას, მათ ძედ ღმრთისად აღგიარეს მეუფედ და თანა-ჰსწორად მამისა და სულისა გქადაგეს».
«უგუნურმან და ყოვლად-უბადრუკმან არიოს ყოვლად-წმიდა სამება განჰყო და არა თანა-ჰსწორად მამისა და სულისა წმიდისა იტყოდა იგი ძესა. ამის-თვისცა ღმერთ-შემოსილნი მამანი შეითქუნეს ერთბამად გულს-მოდგინედ და სულიერისა მახვილითა განჰკუეთეს იგი და მტკიცედ აღიარეს ქრისტე ძედ ღმრთისა, თანა-ჰსწორად მამისა და სულისა».
«დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა!»;
«დღეს, სულისა საიდუმლოსა საყვირთა _ ღმერთშემოსილთა მამათა შევასხმიდეთ, რომელთა შორის ეკლესიისა იოხრეს გალობა შესაბამი ღვთის-მეტყველებისა, სამებისა ერთი ბუნება უცუალებელი და ღუთაება, დამამხობელთა არიოსისთა და მართლ-მადიდებლობისა წინა-მბრძოლთა; რომელნი ევედრებიან უფალსა შეწყალებად სულთა ჩუენთა-თვის».
«აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!».
«ვინ არა გნატრიდეს შენ, ყოვლად-წმიდაო ღვთის-მშობელო ქალწულო; ვინ არა უგალობდეს უხრწნელსა შობასა შენსა?! რამეთუ რომელი იგი, უჟამოდ, მამისაგან გამობრწყინდა ძე მხოლოდ-შობილი, იგივე შენგან უბიწოსა გამოვიდა გამოუთქმელად ხორც-შესხმული; ღმერთი იყო ბუნებით და ჩუენ-თვის კაც-იქმნა წყალობით; არა ორებად პირთასა განიკუეთა, არამედ ორითა ბუნებითა შეურევნელად საცნაურ-იქმნა; _ მას ევედრე, პატიოსანო და ყოვლად-სანატრელო, ცხოვრებისა-თვის სულთა ჩუენთასა!».
«მოციქულთა მცნებისა დამცველ-იქმნენით, წმიდანო მამანო, რამეთუ წმიდისა სამებისა ერთ-არსება მართლ-მადიდებლობით ასწავეთ. არიოსის წუალება კრებითა დაჰხსენით და მისთანა მაკედონიოს, სულისა წმიდისა მბრძოლი, განჰსდევნეთ; ხოლო შემწენი მისნი მათ თანა დაჰსაჯენით: ნესტორ, ევტიქი, დიოსკორე, საბელიანოს და სევეროს უღმრთონი; არამედ ჩუენცა მათისა საცთურისაგან გამოხსნა გვითხოვეთ, რათა უბიწოდ განვვლოთ ცხოვრება ჩუენი და მტკიცედ დავიცუნეთ მცნებანი თქუენნი, გევედრებით!».
«წლითი წლად, დღეს, ხსენებასა წმიდათა მამათასა, რომელნი შეჰკრბეს ყოვლისა სოფლისაგან, ბრწყინვალესა ნიკეა-ქალაქსა, მართლ-მადიდებელთა მწყობრნო უბიწონო, ღვთის-მსახურებით და წადიერად, სარწმუნოებით ვაქებდეთ, რამეთუ ამათ არიოს უღმრთოსა წუალება დაამხუეს და კათოლიკე ეკლესიისაგან კრებითა ესე განჰხადეს; და უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, თანა-არსად მამისა და თანა-დაუსაბამოდ ძისა ღმრთისა ყოველთა ასწავეს აღსარება და ცხადად და კეთილად შუენიერად სარწმუნოებასა შინა ჰქადაგეს და აღწერილი ამისი ძეგლად საღმრთოდ აღგვიმართეს ჩუენ. ამის-თვის, ჩუენცა ჰსწავლისა მათისაებრ აღვიარებთ და ვჰმონებთ, მამისა თანა, ძესა, სულით-წმიდითურთ და ერთ-ღუთაებად და ერთ-არსებად ვჰქადაგებთ; და ვითხოვთ, ოხითა და ვედრებითა მათითა, სოფლისა-თვის მშვიდობასა და სულთა ჩუენთა-თვის დიდსა წყალობასა! (ტროპრები დღევანდელი დღის _ ხსენება წმ. სამასთვრამეტთა [318] ღმერთ-შემოსილთა მამათა, ნიკიელთა [I მსოფლიო კრების] _ ,,მწუხრის“ საკითხავიდან)».
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|