ასევე სარკის მოთხოვნებსაც. არის ხალხი, ვისაც სარკე ეუბნება, რომ წვერი უხდება. ზოგს პირიქით ეუბნება, ვთქვათ, თუ წვერი ნაადრევად გაჭაღარავებულია, ხშირი და ლამაზი არაა, ან უბრალოდ სახეს არ უხდება, შეიძლება ეს დამატებითი სტიმული იყოს პარსვისათვის.
ცალკე უნდა ვახსენოთ ის უბედურები, ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს და ხშირი პარსვის შემთხვევაში უღიზიანდება. რამდენიმე პათოლოგიაა ასეთი მედიცინაში, მათ შორისაა სიკოზი, ფოლიკულიტები და ა.შ., მოკლედ, როცა ასეთი ამბავია, ყოველდღე გაპარსვა ფანტასტიკის სფეროა. ნორმალურ ქვეყნებში სამხედროშიც კი არ სთხოვენ ასეთ ხალხს ყოველდღე პარსვას.
რაც შეეხება რელიგიებს და წვერს, ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ იუდაიზმიც, ქრისტიანობაც და ისლამიც წვერს სასურველ ატრიბუტად მიიჩნევს, წახალისებულია ამ ე.წ. აბრაჰამულ რელიგიებში წვერი, განსაკუთრებით, რელიგიური მოღვაწეების შემთხვევაში.
რაც შეეხება ბუდიზმს, იქ თავზე თმასაც კი იპარსავენ ბერები, არათუ წვერს. ცდილობენ ახალშობილებს დაემგვანონ ალბათ.
სიქჰიზმი და ინდუიზმი ძირითადად წვერიანობას წაახალისებს ხოლმე, მაგრამ ინდუიზმის დანაყოფი ვაიშნავიზმი, განსაკუთრებით, ამ უკანასკნელის სექტა, ისკონი (International Society for Krishna Consciousness) ხშირად მრევლს სუფთად გაპარსვას უქადაგებს, მათთვის სიწმინდის, სისუფთავის ნიშნად აღიქმება გაპარსული წვერი.
ძველი ბერძენი ფილოსოფოსებისთვის წვერის, როგორც აუცილებელი ატრიბუტის ამბავი, ცნობილია.
აქვე ერთ სახუმარო მაგალითსაც მოვიყვან.
ერთ-ერთმა ფილოსოფოსმა რომელიღაც წიგნში ამოიკითხა, "ვისაც გრძელი წვერი აქვს, სულელიაო". კი ჰქონდა თვითონ კაი გრძელი წვერი, ჰოდა, გულზე მოხვდა, რატომ უნდა იფიქროს ვინმემ, ვისაც ეს წიგნი წაკითხული ექნება, ჩემზე ასეთი რამო.
მოკლედ, არც დანა, არც მაკრატელი ხელთან ახლოს არ მოხვდა, სამაგიეროდ, ანთებული სანთელი ჰქონდა. მიიტანა წვერთან და გადაწყვიტა ცეცხლის ალით გადაეჭრა ზედმეტი წვერი. სამწუხაროდ, წვერს ცეცხლი წაეკიდა ისე ინტენსიურად, რომ ზედ სახესთან ძლივს მოიქრო, საკმაოდ გამწარდა.
მერე დაფიქრდა და თქვა, სიმართლე წერებულა იმ წიგნშიო!
This post has been edited by ლაბარნა on 24 Sep 2014, 01:22
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)