syusღმერთის ტრადიციულ გაგებაზე არაა საუბარი
ღმერთს სხვა რაღაცეებში დაინახავ, სუფთა ფიზიკურად და მათემატიკურად, პატარა ფრაგმენტს გეტყვი
კარბონი არის სიცოცხლის წარმოშობის მთავარი ელემენტი, ბაზისი მთელი ორგანული ქიმიისა. ყველაფერი იწყება ვარსკვლავის გულში. ძალიან დიდი სიჩქარით მოძრავი 2 წყალბადის ატომის დაჯახებით, რომელიც წარმოშობს ჰელიუმს. როდესაც 2 ჰელიუმი ეჯახება ერთმანეთს, წარმოიქმნება ბერილიუმის ატომი. თეორიულად, თუ ბერილიუმის ატომს დაეჯახა კიდევ ერთი ჰელიუმი, შეიძლება წარმოიქმნას კარბონი, იგივე ნახშირბადი, მაგრამ ასე არ ხდება, რადგან ბერილიუმის ეს იზოტოპი ძალიან არასტაბილურია და მომენტალურად ეცემა ისევ ჰელიუმამდე. სიტუაცია იცვლება როდესაც ტემპერატურა ადის 100 მილიონ გრადუსზე, ამ სიჩქარეზე ნაწილაკები იმდეანდ ხშირად ეჯახებიან ერთანეთს, რომ არამდგრადი იზოტოპი ვერ ასწრებს დაცემას და ჰელიუმთან ურთიერთქმედებისას მიიღება სტაბილური კარბონი. კარბონის დაბადების ამ პროცესს "სამმაგი ალფა პროცესი" ეწოდება.
(ალბათ იცით, ფიზიკაში არის ოთხი სახის ურთიერთქმედება, ელექტრო-მაგნიტული, გრავიტაციული, სუსტი და ძლიერი)
რა იქნებოდა, ეს ოთხი ძალა ცოტა სხვანაირად რომ მუშაობდეს?
ალფა პროცესის წარმატებით დასრულება დამოკიდებულია ამ ოთხი ძირითადი ძალის ურთერთქმედებაზე.
ძლიერი ბირთვული ძალის 0.5%ით ან 4% ელექტრო-მაგნიტული ძალის ცვლილება გამოიწვევდა ყველა კარბონის(ნახშირბადის) და ჟანგბადის ატომის განადგურებას ვარსკვლავის გულში და შემდგომი სიცოცხლის განვითარების შანსიც აღარ იქნებოდა. პროტონი რომ 0.2%ით მსუბუქი იყოს, არასტაბილური იქნებოდა და ნეიტრონებად დაიშლებოდა, რასაც იგივე შედეგი მოჰყვებოდა. სივრცული 3 განზომილებაც არაა შემთხვევითი, რადგან გრავიტაციული კანონით, მხოლოდ 3 განზომილებაში შეიძლება არსებობდეს ელიფსური სტაბილური ორბიტები, რაზეც პლანეტები მილიარდობით წელი იმოძრავებდნენ. 3 განზომილებიან სივრცეში, მანძილის 2ჯერ გაზრდით გრავიტაცია 1/4 ხდება, 4 განზომილებიანში - 1/8, 5იანში 1/16 და ა.შ. მხოლოდ 3 განზომილებაში შეიძლება იარსებოს მზემ ვარსკვლავის სახით და დააბალანსოს შიდა ბირთვული წნევა და მისი გამაწონასწორებელი გრავიტაცია. ატომურ დონეზე ელექტრულ ველსაც იგივე დაემართებოდა რაც გრავიტაციას, და ატომი დაიშლებოდა.
უბრალოდ რენდომზე მოხეტიალე ატომებისგან არ შედგება სამყარო. ყევლაფერი იმაზე ზუსტადაა გათვლილი და იმაზე მეტი რამ არის გათვალისწინებული ვიდრე ჩვენ გვგონია.
ღმერთი არის ყველაზე მაგარი მათემატიკოსი

თავად სამყაროა ღმერთი და ჩვენ ვართ ამ სამყაროს ნაწილი