Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(8)
« პირველი
...
4
5
[6]
7
8
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
არ გეშინით ათეისტებო?
, ვაიდა
არ გეშინით ამ ყველაფრის? (წაიკითხე დაბლა)
1. არა არაფრისაც არ მეშინია, მე ტანკისტი ვიყავი ომამდე.
[
24
]
[36.36%]
2. არა შეუძლებელია იყოს სამყარო ესეთი უსამართლო. მარა ზოგიერთვისთვის ამქვეყნადვე უკვე არის უსამართლო.... და რავიცი ვერ გავიგე რა((.
[
5
]
[7.58%]
3. მმ შე შტერო ბიბსის გადაცემებს მაინც უყურე რო გაიგო რო ღმერთი არ არსებობს.
[
8
]
[12.12%]
4. რა ენაზე საუბრობ.
[
12
]
[18.18%]
5. მევასები.
[
13
]
[19.70%]
6. მე ათეისტი ვარ და მიხარია. ზაან ბედნიერი ვარ და ესეთი კითხვების მეშინიაა((.
[
4
]
[6.06%]
Total Votes: 66
Guests cannot vote
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
syus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
syus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1071
წევრი No.: 154914
რეგისტრ.: 8-October 12
#42819671
· 10 Nov 2014, 18:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
anthro
ქართველს მხოლოდ ქართული რო ესმის ბიბლია შვედურად არ უნდა წაუკითხო. წვასაც სტრატეგია ჭირდება სხვისი ლიპრგადაკრული ტვინი რო გაარღვიო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
wox1997
კაენისტური ცივილიზაცია !!!
ჯგუფი: Members
wox1997
კაენისტური ცივილიზაცია !!!
ჯგუფი: Members
წერილები: 9885
წევრი No.: 144644
რეგისტრ.: 16-March 12
#42823748
· 11 Nov 2014, 00:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
xokaido
QUOTE
მე ერთგან ნათქვამი მაქვს და მოდი აქაც დავწერ:
"შეიძლება არ მოგწონდეთ მამა ლევანი, მამა პეტრე, მღვდელი ზურაბი, ბერი გაბრიელი, ან ვინმე ნებისმიერი დღეს მოღვაწე სასულიერო პირი...
შეიძლება არ მოგწონდეს მღვდლის მიერ 50,000$ -ის გადახდა შავ ჯიპებში, ვერ იტევდეს შეიძლება შენი სული იმას რომ მღვდელი ძალიან მსუქანი იყოს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ცუდი რამეების თქმას კი ნუ დაიწყებ, მაგალითად ღმერთის არ მწამსო, ქრისტიანი არ ვარო და მისი მსგავსი - მოიხსენე, რომ შენს ქვეყანას ყავდა ისეთი დიდი წინაპარი როგორიც იყო წმინდა მეფე თამარი, წმინდა დედოფალი ქეთევანი, წმინდა დავით აღმაშენებელი, იყვნენ წმინდა მოწამენი დავით და კონსტანტინე, შალვა და ელიზბარ ახალციხელები, 300 არაგველი, 9 ძმა ხერხეულიძე, აქვე ისტორიულად ახლოს - წმინდა ექვთიმე ღვთის კაცი (თაყაიშვილი) და მათი ნათლით, მათი ცეცხლით აღნთებული იქეც მაგალითად შენს ირგვლივმყოფთათვის...
ჯერ ერთი, რომ მე მამაოებიდან გამომდინარე არ მაქვს წარმოდგენა ღმერთზე.
ეგ არის სისულელე, რომ თუ ერთი მამაოს საქციელი არ მომწონს , ამის გამო ვიფიქრო ღმერთის არ არსებობის შესახებ.
ასევე არიან მამაოები, რომლების მიმართაც სიმპათიას ვგრძნობ, მაგალითად: თეოდორე გიგნაძე
ეხლა მეორე , რაც შეეხება თამარ მეფეს და სხვა ქართველ წმინდანებს.
ვინ შერაცხა ისინი წმინდანებად? ისევ ჩვეულებრივმა მოკვდავმა ხალხმა.
ვინ რა იცის ისინი სად არიან, ღმერთთან არიან, ჯოჯოხეთში, სამოთხეში თუ უბრალოდ გაქრნენ?
აფსურდათ მიმაჩნია დღევანდელი წმინდა სინოდი, რომელიც ადგენს გარდაცვლილის წმინდანობას.
ასევე მესამე, ქრისტე ამბობს " არა კაცთ კვლაო" ხოდა როგორ არიან მეომრები, თუნდაც ის მეფეები რომლებიც შენ წმინდანებად შერაცხე , წმინდანები?
როცა ადამიანი ყავთ მოკლული? მნიშვნელობა არ აქვს ომში მოკლეს, სამშობლოს იცავდნენ და ა.შ.
ქრისტე ბიბლიაში არ ამბობს, რომ დასაშვებია კაცის მოკვლა, სამშობლოს დაცვის მიზნითო.
ქრისტე ამბობს, რომ არ მოკლათ კაციო, მორჩა !
მომიყვანე ერთი მაგალითი , ბიბლიიდან სადაც წერია, რომ კაცის მოკვლა გამართლებულია სამშობლოს დაცვის მიზნით.
QUOTE
შენს ასაკში მეც შენი მსგავსი იდეები მაწუხებდა, პირწავარდნილი ათეისტი მეგონა ჩემი თავი, მაგრამ როცა თვალებში ჩავხედე მწარე რეალობას, როცა აღმოვაჩინე რომ თურმე ძააააააააალიან ვცდებოდი მაშინ მოვეგე გონს და მას მერე ვცდილობ როგორმე უკეთესი ადამიანი გავხდე, ღმერთისათვის სათნო, მოსაწონი (ეს თავის თავში გულისხმობს მოყვასისათვის სარგებლობას) შევიქნა...
რა ნახე ეგეთი, რომ ირწმუნე ღმერთის არსებობა? კლინიკური სიკვდილიო ეხლა არ მითხრა, გვირაბის ბოლოს სინათლე და ა.შ.
მერე მეორე, შენ თუ გამოგეცხადა ღმერთი ან რაიმეთი განიშნა თავისი არსებობის შესახებ.
თუ მაინცდამაინც შენ არა, ხო ყოფილა მაგალითები ბიბლიაშიც არის, რომ ურწმუნოები განკურნა ქრისტემ და ირწმუნეს შემდეგ მისი.
ხოდა მოვიდეს მეც გამომეცხადოს, ან რაიმე სასწაული მოახდინოს.
მე რა პრობლემაც მჭირს სულ ორი პრობლემა მაქვს გადაუჭრელი რომელიც სუიციდზე მაფიქრინებს და ვაპირებ კიდეც გეგმაში მაქვს ახლო მომავალში.
მომიგვაროს ეგ პრობლემა და ვირწმუნებ.
მთელი ცხოვრება მწამდა მისი არსებობის და როგორც გვერდზე მჯდომ ადამიანს ისე ველაპარაკებოდი ჩემს გულში.
მაგრამ რა მივიღე სანაცვლოდ?
ყველაფერი ცუდი, ბოლო 5 წლის მანძილზე ჩემს ცხოვრებაში კარგი არაფერი არ მომხდარა.
syus
ამას მიაწყნარებთ თუ ანბანის მიხედვით ჩამოვყვე?
დათიკო
ლაბარნა
This post has been edited by
wox1997
on 11 Nov 2014, 00:49
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#42824400
· 11 Nov 2014, 02:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
wox1997
syus
შემოვიდა რაღაც საჩივრები, მაგრამ პატიოსნად რომ ვთქვა, ვერ გავიგე ვინ ვის აწუხებს ან ვის რა აწუხებს. რაც წავიკითხე, რაღაც ზღვარსგადასულობები (საერთო ფონთან შედარებით) თითქოს ვერ ვნახე.
ფორუმის წესები რომ არ დავარღვიოთ, თუ პასუხს აპირებთ და, მით უმეტეს, გარჩევებს, ამ თემაში გადავინაცვლოთ მაგ საკითხთან დაკავშირებით:
მიმართეთ მოდერატორებს
This post has been edited by
ლაბარნა
on 11 Nov 2014, 02:06
--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Shredinger
Crazy Member
ჯგუფი: Members
Shredinger
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2506
წევრი No.: 166416
რეგისტრ.: 30-April 13
#42824465
· 11 Nov 2014, 02:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
xokaido
მე მაინტერესებს რა აზრის ხარ გონებრივად განვითარებულ ათეისტებზე? ჩემზე უკეთ იცი,ყოფილა ბევრი მეცნიერი,ფილოსოფოსი მაგალითად ნიცშე,რომელსაც არ წამდა ღმერთის არსებობის და უარყოფდა მას.ჩლუნგი იყო არასწორ გზაზე იდგა და ვერ ხვდებოდა იმას რასაც შენ მიხვდი?
და მეორე კითხვა, რა იყო ის რამაც გადაგაწყვეტინა ათეიზმის გზიდან გადახვევაზე,რამ იმოქმედა?
wox1997
გარდატეხის ასაკი იცი რას ნიშნავს?
დიდი შანსია ზუსტად ჰორმონების მოჭარბების ბრალი იყოს ყველაფერი და ყველაფერს მძაფრად აღიქვამ.
იმიტომ უარყავი ღმერთი რომ არ მოგცა ის რასაც ელოდი და გჭირდებოდა? ანუ ათეისტი იმიტომ გახდი რომ რაღაც არ მიიღე და ასე ვთქვათ "გაებუტე"?
--
ვერ ვიტყვი რომ ათეისტი ვარ,მაგრამ არც მორწმუნე ვარ. არც იმას ვამბობ რომ მწამს და არც იმას რომ ღმერთი არ არსებობს.
ვერც ერთის მყარ არგუმენტებს ვხედავ და ვერც მეორესი. ასე ვთქვათ სადღაც შუაში ვარ თუმცა უფრო ათეიზმისკენ ვიხრები.
This post has been edited by
Shredinger
on 11 Nov 2014, 02:24
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
wox1997
კაენისტური ცივილიზაცია !!!
ჯგუფი: Members
wox1997
კაენისტური ცივილიზაცია !!!
ჯგუფი: Members
წერილები: 9885
წევრი No.: 144644
რეგისტრ.: 16-March 12
#42824506
· 11 Nov 2014, 02:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ლაბარნა @ 11 Nov 2014, 02:05 )
wox1997
syus
შემოვიდა რაღაც საჩივრები, მაგრამ პატიოსნად რომ ვთქვა, ვერ გავიგე ვინ ვის აწუხებს ან ვის რა აწუხებს. რაც წავიკითხე, რაღაც ზღვარსგადასულობები (საერთო ფონთან შედარებით) თითქოს ვერ ვნახე.
ფორუმის წესები რომ არ დავარღვიოთ, თუ პასუხს აპირებთ და, მით უმეტეს, გარჩევებს, ამ თემაში გადავინაცვლოთ მაგ საკითხთან დაკავშირებით:
მიმართეთ მოდერატორებს
კაი გაატარე ..........................................
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
syus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
syus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1071
წევრი No.: 154914
რეგისტრ.: 8-October 12
#42826655
· 11 Nov 2014, 13:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლაბარნა
ფრიად დამაბნეველი თემა და დიალოგი გეთანხმები, და არც მე ვაკლებ რო უფრო მასეთი გახდეს ))
Shredinger
მორწმუნეობა ფანტაზიის საკითხია. კომპეტენტური ფანტაზიის). აი მაგალითად ძველი ბერძენი რო ხარ კუნძულზე ზიხარ და ყველა გეუბნება რო დედამიწა ბრტყელია შენ კი რაღაც ფილოსოფიურ-ინტუიტიურად გრძნობ რომ მრგვალია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
xokaido
რ ა ჭ ვ ე ლ ი
ჯგუფი: Members
xokaido
რ ა ჭ ვ ე ლ ი
ჯგუფი: Members
წერილები: 3804
წევრი No.: 34442
რეგისტრ.: 7-May 07
#42827488
· 11 Nov 2014, 14:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Shredinger
QUOTE
მე მაინტერესებს რა აზრის ხარ გონებრივად განვითარებულ ათეისტებზე? ჩემზე უკეთ იცი,ყოფილა ბევრი მეცნიერი,ფილოსოფოსი მაგალითად ნიცშე,რომელსაც არ წამდა ღმერთის არსებობის და უარყოფდა მას.ჩლუნგი იყო არასწორ გზაზე იდგა და ვერ ხვდებოდა იმას რასაც შენ მიხვდი?
მანდ რამოდენიმე ფაქტორია...
ერთ-ერთი გონებრივად ძალიან განვითარებული, ღრმად მოაზროვნე ადამიანი მახსენდება სახელად კარლ მარქსი, რომელის აღმოჩენები ეკონომიკის სფეროში დღესაც არ კარგავს აქტუალობას.... საქვეყნოდ არის ცნობილი თითქოს მისი ათეიზმი...
თუ ათეისტს ვუწოდებთ ადამიანს რომელსაც არა სწამს ღმერთის მაშინ ამ სახელს კარლ მარქსს ვერ დავარქმევთ, იმიტომ რომ
მას ღმერთის არსებობის დიახაც სწამდა, მაგრამ თავისი ცხოვრებით წინააღმდეგი, დაპირისპირებული, მგმობელი იყო...
იგივე ითქმის ლენინზე, იგივე ითქმის ძალიან ბევრ კომუნისტზე... ბოლოს: ღმერთის როგორ არა სწამს სატანას, მაგრამ მისი ქმედებებით ის დაპირისპირებულია ღმერთს...
რწმენაზე კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, კერძოდ, რა არის რწმენა?.. რწმენა ფილოსოფიურად ადამიანის შინაგანი დაჯერებულობაა, ქრისტიანულად კი პიროვნების ქცევაა შინაგანი დაჯერებულობის შესაბამისად... ანუ რწმენა ქრისტიანულად ის კი არ არის რა გჯერა, არამედ როგორ იქცევი იმის მიხედვით რისიც გჯერა... ხოდა ამ შინაგანი დაჯერებულობისა და ქცევების შეპირისპირებით ძალიან ხშირად იპოვი ადამიანს რომელიც შინაგანად მორწმუნეა და გარეგანად ათეისტი, ან ნახავ ისეთ ადამიანსაც, რომელსაც შინაგანად რწმენა დიდი აქვს, გარეგანად კიდე არ სურს ვნებებისაგან თავის დახსნა... ქრისტე მოგიწოდებს განთავისუფლებისაკენ, სრულყოფილებისაკენ, ბრძოლისკენ... ძალიან ბევრს არ უნდა ეს ბრძოლა, არც თავისუფლება უნდა და არც სრულყოფილება... ბევრია ვისაც არაფერი უფრჩევნია მძიმე მარხვაში გოჭის ხორცს, ბევრია ვისთვისაც მრუშობა უფრო დიდი ნეტარებაა ვიდრე მთელი იმქვეყნიური ყოფიერება... ამ ყველაფრის გათვალისწინებით ადამიანი აყალიბებს თავის ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას, რომელსაც მერე უწოდებენ ათეიზმს...
იყვნენ ვოლტერის მსგავსი გაათეისტებული მორწმუნენი, მიწისძვრის გამოისობით რომ ღმერთის წინააღმდეგ წავიდა...
ამ ადამიანს მოახლემ თვალები დაუხუჭა, ზეწარი გადააფარა, მიიცვალაო თქვა და უცებ ორ წუთიანი კივილით გაახილა თვალი და ღრიალით ითხოვდა ყველა წიგნი დაწვით რაც დამიწერიაო... ორიოდ წუთის შემდეგ უკვე საბოლოოდ და სამუდამოდ დახუჭა თვალი...
ძნელი სათქმელია რატომ იყვნენ ზოგნი ურწმუნონი, ან კი იყვნენ რო?!... ზოგს მიზანი ამოძრავებს რაღაც, ზოგი გულწრფელად ვერ ხედავს სამყაროში ღმერთს... საქმე იმაშია რომ ჩვენი პიროვნული, მენტალური, სულიერი და გონებრივი განვითარების გზაზე ნელა-ნელა ვიმეცნებთ სამყაროს, მე კი იმ ეტაპზე არა ვარ ჯერ სრულყოფილად და სრულად ვიცოდე რა და როგორ ხდება ქვეყნად... ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ უგუნურებაა ღმერთის არსებობაში დაეჭვდეს კაცი... არ არსებობენ დამიჯერეთ ათეისტები, ანუ ის ადამიანები ვისაც ღმერთის არ სწამთ... არსებობენ ხალხი, რომლებიც ღმერთის თვისებებს მატერიას მიაწერენ, და აღმერთებენ ფაქტობრივად მას... მეორენი კი ამბობენ რომ ქვეყნის მრავალფეროვნება უსასრულოდ, უკიდეგანოდ, დაუსაბამო, აბსოლუტური გონის მიერ არის შექმნილი და ისვე განაგებსო...
ადამიანი თავისი აზროვნების შესაბამისად ირჩევს პოზიციას, ეხლა თქვენ მითხარით რომელი პოზიცია უფრო მართებულია,
უსიცოცხლო მატერიას მივცეთ თვისება თითქოს მას სიცოცხლის წარმოშობა შეეძლოს თუ ეს მოვლენა დავუშვათ როგორც ღმერთის მიერ წყალობის მოღება ქვეყნიერებაზე?.. რაც და როგორც არ უნდა ილაპარაკონ ასობით წლის წინანდელი, აწ უკვე სასაცილოდ აგდებული კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია: კვერცი უფრო ადრე შეიქმნა თუ ქათამი?... ამ კითხვას ფსევდო ათეისტებმა ვერც თავი უპოვეს, ვერც ბოლო და რაც მოახერხეს ის იყო რომ დასაცინად აიგდეს...
ნუ მიიღებთ ჩემს მოსაზრებებს უზადო ჭეშმარიტებად, მეც იგივენაირად მაძიებელი ვარ როგორც თქვენ, მეც ისეთივე მგზავრი ვარ ამ წუთისოფელში როგორც თქვენ, მეც ისევე მაინტერესებს როგორც თქვენ...
wox1997
QUOTE
ვინ რა იცის ისინი სად არიან, ღმერთთან არიან, ჯოჯოხეთში, სამოთხეში თუ უბრალოდ გაქრნენ?
აფსურდათ მიმაჩნია დღევანდელი წმინდა სინოდი, რომელიც ადგენს გარდაცვლილის წმინდანობას.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ წმინდა სინოდი არავის წმინდანობას არ ადგენს...
წმინდა სინოდი და საერთოდ ეკლესია ახდენს უკვე ღმერთის წინაში წმინდანთა დასში შეყვანილი ადამიანის აღიარებას...
ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას ამ ყველაფერზე, ეს პროცესი არ არის ერთმნიშვნელოვანი და ადვილად ასახსნელი...
მთავარია ვიცოდეთ, რომ ღმერთის განგებულების გამოცხადება ხდება (ნუ გაიგებთ ამას ისე თითქოს ღმერთი ეცხადებოდეს ვინმეს),
ხდება უწყება (სხვადასხვა ფორმით, მეთოდით, საშუალებით, სხვადასხვა მოვლენებით მათ შორის)...
ანუ იცოდე, რომ როცა წმინდანად შერაცხეს მაგალითად ბერი გაბრიელი ის ბევრად ადრე ღმერთს ჰყავდა შეყვანილი წმინდანთა დასში,
ეკლესიამ კი აღიარა ეს ფაქტი და შესაბამისი სახელი უწოდა სხვა წმინდანებისაგან განსასხვავებლად...
QUOTE
ასევე მესამე, ქრისტე ამბობს " არა კაცთ კვლაო" ხოდა როგორ არიან მეომრები, თუნდაც ის მეფეები რომლებიც შენ წმინდანებად შერაცხე , წმინდანები?
როცა ადამიანი ყავთ მოკლული? მნიშვნელობა არ აქვს ომში მოკლეს, სამშობლოს იცავდნენ და ა.შ.
ქრისტე ბიბლიაში არ ამბობს, რომ დასაშვებია კაცის მოკვლა, სამშობლოს დაცვის მიზნითო.
ქრისტე ამბობს, რომ არ მოკლათ კაციო, მორჩა !
როგორი რამეა იცი, არსებობს ცხოვრებაში კითხვები რომლებზეც პასუხი არ გვაქვს... მაგრამ როცა პასუხი არ გაქვს გადაწყვეტილად რაიმე უკიდურეს პოზიციას კი არ უნდა მიემხრო?!.. უნდა გამოიკვლიო საკითხი, უნდა იფიქრო ამის შესახებ, უნდა ეძებო და ღმერთი რო დაგინახავს გჭირდება შენ პასუხი, გინდა შენ პასუხი - აუცილებლად მოგცემს... მოგცემს ან ანგელოზის მეშვეობით (შენს თავში დაიბადება აზრი), ან ვინმე კაცის მეშვეობით, შეიძლება ეს "კაცი" სულაც ბავშვი იყოს ("პირითა ჩვილთა ყრმათა მწოვართაითა დაამკტიცე ქები შენი უფალო").... მეც არ ვარ 100% ჩამოყალიბებული ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მსჯელობა შემიძლია, მაგალითად, საკმაოდ ცნობილია, რომ ადამიანმა საკუთარ თავში უნდა მოკლას თავისი თავი, ანუ უნდა უარყოს, დაგმოს თავისი თავი ("რომელსა უნდეს შემოდგომად ჩემდა უვარ-ჰყავნ თავი თვისი, აღიღენ ჯვარი და შემომიდეგ მე"-ო)... ანუ არაერთგვაროვანია ხო, ადამიანს თავის მოკვლა სასტიკად ეკრძალება, მაგრმა აქ თურმე საჭირო და აუცილებელიც ყოფილა... იმედი მაქვს ხედავთ რომ აქ სულ სხვადასხვა მკვლელობაზეა საუბარი, აქ ვნებათა, ცოდვისადმი მიდრეკილი ბუნების მოკვდინება იგულისხმება და არა სიცოცხლის მოსპობა... ეხლა რო მივუბრუნდეთ საკითხს ომში კაცის კვლაზე შეგვიძლია რამოდენიმე დეტალი გავიხსენოთ, მაგალითად დავით აღმაშენებლის სიტყვები, რომ მტერი არა ჩვენი, არამედ ქრისტესი იყო ჩვენს წინააღმდეგ აღმართული, რომ ის მტერი ჩვენი თავიდან გავარდნილი ბოროტი იყო, რომელმაც ხორცშესხმული სახით შემოგვიტია... ადვილი მისახვედრია რომ თუ ეს მართლა ასე მოხდა ის მტერი აუცილებლად "მოსაკლავი" იყო...
და ბოლოს, ქრისტესთან ერთად ჯვარზე გააკრეს ავაზაკი (დიდი ალბათობით კაცის მკვლელიც), მაგრამ ის პირველი შეიყვანა მაცხოვარმა სამოთხეში... რატომ, რისთვის?.. იმიტომ რომ შეინანა! ანუ უნდა ვიცოდეთ, რომ ჭეშმარიტ სინანულს შეუძლია ადამიანისაგან წარხოცოს ყოველგვარი ცოდვისაგან დატოვილი სიბინძურე, ამგვარად ომში კაცის მვკლელებსაც რჩებოდათ (და რჩებათ) შანსი (თუკი სამშობლოს დასაცავად მკვლელობა დიდი ცოდვაა) მონანიების და ამ გზით შენდობის მიღების...
გავიმეორებ, მე ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანი ვარ, არასასულიერო პირი, არასპეციალიზებული განათლებით, გამორიცხული არ არის ვცდებოდე, მაგრამ რასაც ვფიქრობ იმას ვწერ, მზად ვარ მეც გავიზარდო აზროვნებით, მზად ვარ მეც ვისწავლო...
QUOTE
რა ნახე ეგეთი, რომ ირწმუნე ღმერთის არსებობა? კლინიკური სიკვდილიო ეხლა არ მითხრა, გვირაბის ბოლოს სინათლე და ა.შ.
პირველს გეტყვი რომ სიკვდილი კლინიკური კი არა ბიოლოგიური იყო და მოვბრუნდი უკან... არც გვირაბი იყო და არც არაფერი, ჭაში ჩავვარდი, ზურგით და ქვევიდან მესმოდა წივილ-კივილი, სასოწარკვეთილება, შიში და ენითაღუწერელი საძაგელი განცდა იყო, რომლის მსგავსი ცხოვრებაში არაფერი განმიცდია (არც მანამდე და არც მის მერე)...
იქიდან გამოფხიზლებულმა უფრო მეტი ფიქრი დავიწყე, უფრო მეტი გულისხმიერებით დავიწყე სამყაროს გამოკვლევა... ერთის მხრივ მთელი ცხოვრება მეგონა რომ ღმერთი არ არსებობდა და მეორეს მხრივ "მამაო ჩვენო" -ს წაკითხვამ უდავო სიკვდილისაგან, მარადიული სატანჯველისაგან მიხსნა... რაც დრო გადიოდა ნელა-ნელა ეფინებოდა ნათელი, ნელა-ნელა იკვეთებოდა ჩემში რომ სამყარო თავისი დიდებულებით შეუძლებელია "თავისით" შექმნილიყო... ამისი შემდგომი ეტაპი იყო სხვადასხვა რელიგიების, ფილოსოფიების გაცნობა... იმ ადამიანთა ნააზრევის გაგება ვინც თავისი ღრმა აზროვნებით გამოირჩეოდნენ... შედეგად მივიღეთ ის, რაც
ეხლა ვარ, ადამიანი, რომელიც ვცდილობ სხვისათვის სასარგებლო შევიქნა ღვთისა და ერის სადიდებლად... ნუ მიიღებ ისე თითქოს დიდი ვინმე ვიყო, მე მხოლოდ ვცდილობ...
QUOTE
მერე მეორე, შენ თუ გამოგეცხადა ღმერთი ან რაიმეთი განიშნა თავისი არსებობის შესახებ.
თუ მაინცდამაინც შენ არა, ხო ყოფილა მაგალითები ბიბლიაშიც არის, რომ ურწმუნოები განკურნა ქრისტემ და ირწმუნეს შემდეგ მისი.
ხოდა მოვიდეს მეც გამომეცხადოს, ან რაიმე სასწაული მოახდინოს.
მე რა პრობლემაც მჭირს სულ ორი პრობლემა მაქვს გადაუჭრელი რომელიც სუიციდზე მაფიქრინებს და ვაპირებ კიდეც გეგმაში მაქვს ახლო მომავალში.
მომიგვაროს ეგ პრობლემა და ვირწმუნებ.
ერთი კეთილმსახური მღვდელი იყო, რომელსაც ღმერთმა ისე უწყალობა, რომ ყოველ წირვაზე ხილულად ეხმარებოდა ანგელოზი...
ერთ-ერთი მსახურების დროს დიაკვანმა უთხრა რომ მოსახსენებელში შეყვანილი ერთ-ერთი ადამიანი უნათლავი (კათაკმეველი) იყო...
მღვდელმა არ მიაქცია ყურადღება... გავიდა ხანი, სხვა ლიტურგიაზე იგივე განმეორდა, დიაკვანმა უთხრა რომ კათაკმეველს იხსენიებდა..
მღვდელმა ამჯერად ანგელოზს ჰკითხა, თუ ის დიაკვანი მართალია შენ რატომ არ მითხარიო?.. პასუხად კი მიიღო: ადამიანს სიმართლე
ადამიანისავე პირით უნდა ეუწყოსო...
ამ მოკლე ისტორიით შეგიძლია იგულისხმო, რომ ადამიანები გამოგიჩნდებიან რომლებიც ცდილობენ შენს სწორ გზაზე დაყენებას,
რომლებიც გასწავლიან რაღაცას, რაც აქამდე არ იცოდი, გეტყვიან ისეთს რომელიც აქამდე არავის უთქვამს და ეს ადამიანები შეიძლება
შენზე დიდი, შენზე პატარა, ან სულაც შენი ტოლი და სწორნი იყვნენ (როგორც მენტალურად, აზროვნებით ასევე ასაკობრივად)...
ნუ იქნები ხისტი, ისეთი, თითქოს არავისგან არაფერი სასწავლი არა გაქვს და ნახე როგორ შეიცვალოს შენს ირგვლივ ყველაფერი,
ნახე რამდენი ადამიანი შეიძლება "გამოიყენო" და რამდენი სიბრძნე შეიძინო...
QUOTE
მთელი ცხოვრება მწამდა მისი არსებობის და როგორც გვერდზე მჯდომ ადამიანს ისე ველაპარაკებოდი ჩემს გულში.
მაგრამ რა მივიღე სანაცვლოდ?
იცოდე, რომ ღმერთისაგან იმას კი არ უნდა ვითხოვდეთ - ჯანმრთელები ვიყოთ, ან კარგად ვიყოთ, ბევრი ფული გვქონდეს, ლამაზი სახლ-კარი და კარგი მანქანა გვქონდეს, არამედ ვითხოვდეთ ღმერთისაგან მისთვის მოსაწონ ცხოვრებას, მოთმინების უნარს, სიყვარულს და მშვიდობას...
უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ქვეყანაზე მოვიდა უფალი, ღმერთი ჩვენი და ის ტანჯეს, გვემეს, სახეში აფურთხებდნენ, ლანძღავდნენ... მისი მდგომარება გაცილებით მძიმე იყო ვიდრე ჩვენი, და მისგან განსხვავებით ჩვენ ცოდვებით ვართ სავსე, ის კი უცოდველი იყო...
"უკეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა. უეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თვისთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთვის სძულთ თქუენ სოფელსა"
რა მივიღე სანაცვლოდო ამბობ, დიდებული რამ მიიღე, მორჩილებით, სიმდაბლით, მოთმინებითა და ღვთის სასოებით თუ დაითმენ უდიდესი ჯილდოა შენთვის გამზადებული:
"მოვედით ჩემდა ტვირთმძიმენო და დამაშვრალნო და მე განგისვენო თქვენ"
"ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ"
შენ (და მეც) როცა განსაცდელში ვართ, როცა უბედურება რამე შგვემთხვევა ღმერთთან მაშინ უფრო ახლოს ვართ... ტკბილია უფალი, ყველაზე ტკბილი, დედაზე, მამაზე, ძმაზე, დაზე, შვილებზეც კი...
ბოლოს მინდა შეგახსენო რომ ამქვეყნად ცხოვრებას ქართველმა კაცმა "წუთისოფელი" უწოდა, იმის აღსანიშნავად, რომ ეს სოფელი წუთისაა, ცხოვრობდე თუნდ 150 წელიწადს... ერთი წუთივით გაქრება
შენი ცხოვრება, და ამას ცოტა ასაკში რო შეხვალ მერე უფრო ღრმად შეიგრძნობ... თითქოს მეც გუშინ ვიყავი შენი ტოლი, ვერაფრით ვიგებ სად გაქრნენ წლები, და მეც შენი არ იყოს ჯერ საკმაოდ ახალგაზრდა ვარ...
მაპატიეთ თუ თავი შეგაწყინეთ, მოგაბეზრეთ, შემინდეთ თუ რამ უნებლიედ ვსცოდე ან თუ თქვენ ჩაგაგდეთ ცოდვაში, ვიყვარებოდეთ ურთიერთას, რათა ერთობით აღვიარებდეთ...
მშვიდობა იყოს თქვენ თანა!...
--------------------
_________________________
უფალო, შეგვიწყალენ!...
_________________________
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
syus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
syus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1071
წევრი No.: 154914
რეგისტრ.: 8-October 12
#42829702
· 11 Nov 2014, 18:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
იცოდე, რომ ღმერთისაგან იმას კი არ უნდა ვითხოვდეთ - ჯანმრთელები ვიყოთ, ან კარგად ვიყოთ, ბევრი ფული გვქონდეს, ლამაზი სახლ-კარი და კარგი მანქანა გვქონდეს, არამედ ვითხოვდეთ ღმერთისაგან მისთვის მოსაწონ ცხოვრებას, მოთმინების უნარს, სიყვარულს და მშვიდობას...
"უკეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა. უეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თვისთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთვის სძულთ თქუენ სოფელსა"
"მოვედით ჩემდა ტვირთმძიმენო და დამაშვრალნო და მე განგისვენო თქვენ"
"ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ"
ჰაიიი მეეეეე
სუ წაუხდინე ხალხს მორწმუნეობის სურვილი
ხო კიდე ყოვლისშემძლე თუ არაა ღმერთი ეგ რა ღმერთია, ფოკუსები თუ არ აკეთა და დიდი გლობარული დასჯები
ჩაუტაროს ფოკუსები და ირწმუნებენ მააა. რავი ჰოლივუდის კინოებში მასეა ფოკუსებს ვინც აკეთებს და ცუდებს კლავს ისაა მაგარი ტიპი და რა იციან აბააიიი სხვაიი.
იაღოველს რო გავს ღმერთი რაღაცეებს რო ასწავლის ყველას და გრზელი თეთრი ხალათი აცვია მასეთი ი ირათ უნდათ ეგ ფანატიზმია იიიიი მაააა
This post has been edited by
syus
on 11 Nov 2014, 18:48
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
xokaido
რ ა ჭ ვ ე ლ ი
ჯგუფი: Members
xokaido
რ ა ჭ ვ ე ლ ი
ჯგუფი: Members
წერილები: 3804
წევრი No.: 34442
რეგისტრ.: 7-May 07
#42831874
· 11 Nov 2014, 22:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
wox1997
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
wox1997
კაენისტური ცივილიზაცია !!!
ჯგუფი: Members
wox1997
კაენისტური ცივილიზაცია !!!
ჯგუფი: Members
წერილები: 9885
წევრი No.: 144644
რეგისტრ.: 16-March 12
#42833790
· 12 Nov 2014, 00:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Shredinger
QUOTE
გარდატეხის ასაკი იცი რას ნიშნავს?
ეგ მაღიზიანებს ხოლმე ყველაზე მეტად.
რა გარდატეხის ასაკი, კონკრეტული პრობლემები მაქვს ჯანმრთელობის, ოჯახური და ა.შ.
გარდატეხის ასაკში არიან ჩემი მეგობრებიც , მარა ბედნიერები არიან.
QUOTE
იმიტომ უარყავი ღმერთი რომ არ მოგცა ის რასაც ელოდი და გჭირდებოდა? ანუ ათეისტი იმიტომ გახდი რომ რაღაც არ მიიღე და ასე ვთქვათ "გაებუტე"?
ეგ რა შუაშია საერთოდ.
ლოგიკურად მივედი იმ დასკვნამდე, რომ ღმერთი გამოგონილია.
xokaido
QUOTE
წმინდა სინოდი და საერთოდ ეკლესია ახდენს უკვე ღმერთის წინაში წმინდანთა დასში შეყვანილი ადამიანის აღიარებას...
საიდან იციან ერთი თუ ძმახარ, დასი არა ის კიდე.
QUOTE
როგორი რამეა იცი, არსებობს ცხოვრებაში კითხვები რომლებზეც პასუხი არ გვაქვს... მაგრამ როცა პასუხი არ გაქვს გადაწყვეტილად რაიმე უკიდურეს პოზიციას კი არ უნდა მიემხრო?!.. უნდა გამოიკვლიო საკითხი, უნდა იფიქრო ამის შესახებ, უნდა ეძებო და ღმერთი რო დაგინახავს გჭირდება შენ პასუხი, გინდა შენ პასუხი - აუცილებლად მოგცემს... მოგცემს ან ანგელოზის მეშვეობით (შენს თავში დაიბადება აზრი), ან ვინმე კაცის მეშვეობით, შეიძლება ეს "კაცი" სულაც ბავშვი იყოს ("პირითა ჩვილთა ყრმათა მწოვართაითა დაამკტიცე ქები შენი უფალო").... მეც არ ვარ 100% ჩამოყალიბებული ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მსჯელობა შემიძლია, მაგალითად, საკმაოდ ცნობილია, რომ ადამიანმა საკუთარ თავში უნდა მოკლას თავისი თავი, ანუ უნდა უარყოს, დაგმოს თავისი თავი ("რომელსა უნდეს შემოდგომად ჩემდა უვარ-ჰყავნ თავი თვისი, აღიღენ ჯვარი და შემომიდეგ მე"-ო)... ანუ არაერთგვაროვანია ხო, ადამიანს თავის მოკვლა სასტიკად ეკრძალება, მაგრმა აქ თურმე საჭირო და აუცილებელიც ყოფილა... იმედი მაქვს ხედავთ რომ აქ სულ სხვადასხვა მკვლელობაზეა საუბარი, აქ ვნებათა, ცოდვისადმი მიდრეკილი ბუნების მოკვდინება იგულისხმება და არა სიცოცხლის მოსპობა... ეხლა რო მივუბრუნდეთ საკითხს ომში კაცის კვლაზე შეგვიძლია რამოდენიმე დეტალი გავიხსენოთ, მაგალითად დავით აღმაშენებლის სიტყვები, რომ მტერი არა ჩვენი, არამედ ქრისტესი იყო ჩვენს წინააღმდეგ აღმართული, რომ ის მტერი ჩვენი თავიდან გავარდნილი ბოროტი იყო, რომელმაც ხორცშესხმული სახით შემოგვიტია... ადვილი მისახვედრია რომ თუ ეს მართლა ასე მოხდა ის მტერი აუცილებლად "მოსაკლავი" იყო...
და ბოლოს, ქრისტესთან ერთად ჯვარზე გააკრეს ავაზაკი (დიდი ალბათობით კაცის მკვლელიც), მაგრამ ის პირველი შეიყვანა მაცხოვარმა სამოთხეში... რატომ, რისთვის?.. იმიტომ რომ შეინანა! ანუ უნდა ვიცოდეთ, რომ ჭეშმარიტ სინანულს შეუძლია ადამიანისაგან წარხოცოს ყოველგვარი ცოდვისაგან დატოვილი სიბინძურე, ამგვარად ომში კაცის მვკლელებსაც რჩებოდათ (და რჩებათ) შანსი (თუკი სამშობლოს დასაცავად მკვლელობა დიდი ცოდვაა) მონანიების და ამ გზით შენდობის მიღების...
ხოდა მაგ კითხვებს ბიბლია უნდა სცემდეს პასუხს და პასუხგაუცემელი კითხვები არ უნდა არსებობდეს.
მერე მეორე შენ, რომ ამბობ სამშობლოსთვის კაცი კვლა თუ ცოდვაა მაშინ მოინანიიონ და ღმერთი მიუტევებსო.
მაშინ სარწმუნოება არ უნდა ახალისებდეს მეომარს და არ უნდა უნერგავდეს ტვინში, რომ გმირია და სამოთხეში აქვს ნაყიდი პირდაპირ ბილეთი.
არც უნდა ლოცავდეს და არც უნდა მოუწოდებდეს ომში წასასვლელად.
მაშინ ცოდვა, თუა ომში სამშობლოს დაცვის გამო კაცის კვლა, აღიაროს ეკლესიამ , რომ ეს მოქმედება ცოდვაა, კი ნუ ახალისებენ.
QUOTE
პირველს გეტყვი რომ სიკვდილი კლინიკური კი არა ბიოლოგიური იყო და მოვბრუნდი უკან... არც გვირაბი იყო და არც არაფერი, ჭაში ჩავვარდი, ზურგით და ქვევიდან მესმოდა წივილ-კივილი, სასოწარკვეთილება, შიში და ენითაღუწერელი საძაგელი განცდა იყო, რომლის მსგავსი ცხოვრებაში არაფერი განმიცდია (არც მანამდე და არც მის მერე)...
იქიდან გამოფხიზლებულმა უფრო მეტი ფიქრი დავიწყე, უფრო მეტი გულისხმიერებით დავიწყე სამყაროს გამოკვლევა... ერთის მხრივ მთელი ცხოვრება მეგონა რომ ღმერთი არ არსებობდა და მეორეს მხრივ "მამაო ჩვენო" -ს წაკითხვამ უდავო სიკვდილისაგან, მარადიული სატანჯველისაგან მიხსნა... რაც დრო გადიოდა ნელა-ნელა ეფინებოდა ნათელი, ნელა-ნელა იკვეთებოდა ჩემში რომ სამყარო თავისი დიდებულებით შეუძლებელია "თავისით" შექმნილიყო... ამისი შემდგომი ეტაპი იყო სხვადასხვა რელიგიების, ფილოსოფიების გაცნობა... იმ ადამიანთა ნააზრევის გაგება ვინც თავისი ღრმა აზროვნებით გამოირჩეოდნენ... შედეგად მივიღეთ ის, რაც
ეხლა ვარ, ადამიანი, რომელიც ვცდილობ სხვისათვის სასარგებლო შევიქნა ღვთისა და ერის სადიდებლად... ნუ მიიღებ ისე თითქოს დიდი ვინმე ვიყო, მე მხოლოდ ვცდილობ...
და რაიცი, რომ ეგ ყველაფერი არ მოგელანდა?
QUOTE
ბოლოს მინდა შეგახსენო რომ ამქვეყნად ცხოვრებას ქართველმა კაცმა "წუთისოფელი" უწოდა, იმის აღსანიშნავად, რომ ეს სოფელი წუთისაა, ცხოვრობდე თუნდ 150 წელიწადს... ერთი წუთივით გაქრება
შენი ცხოვრება, და ამას ცოტა ასაკში რო შეხვალ მერე უფრო ღრმად შეიგრძნობ... თითქოს მეც გუშინ ვიყავი შენი ტოლი, ვერაფრით ვიგებ სად გაქრნენ წლები, და მეც შენი არ იყოს ჯერ საკმაოდ ახალგაზრდა ვარ...
ხანში ვერ შევალ, ეგ დრო, აღარ მოვა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Taba
ლოგიკას გააჩნია
ჯგუფი: Moderators
Taba
ლოგიკას გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 19372
წევრი No.: 6001
რეგისტრ.: 18-August 04
#42836052
· 12 Nov 2014, 11:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
xokaido
QUOTE
კიდევ გავიმეორებ, მე მოვწიე, დავლიე, გავიკეთე თუ რა ოხრობაც ვქენი იმ გზას დავადექი, შენს ასაკში მეც შენი მსგავსი იდეები მაწუხებდა, პირწავარდნილი ათეისტი მეგონა ჩემი თავი, მაგრამ როცა თვალებში ჩავხედე მწარე რეალობას, როცა აღმოვაჩინე რომ თურმე ძააააააააალიან ვცდებოდი მაშინ მოვეგე გონს და მას მერე ვცდილობ როგორმე უკეთესი ადამიანი გავხდე, ღმერთისათვის სათნო, მოსაწონი (ეს თავის თავში გულისხმობს მოყვასისათვის სარგებლობას) შევიქნა...
პირველად თუ შეგეშლა, რატომ უნდა ვიფიქროთ რომ მეორედაც არ გეშლება?
QUOTE
ლოგიკა არ შეიძლება მივიჩნიოთ ჭეშმარიტების კრიტერიუმად
ჭეშმარიტება - აბსურდია , ლოგიკა კი მართალ ტყუილს არჩევს. აბსურდს ეძებ? შეეშვი ლოგიკას , პირველი მცნებაა
--------------------
მე სამოთხის და ჯოჯიხეთისაც მწამს და ე.ი. არსებობს.. (c) gurabe
არის ჩვეულებრივი, ცოდვილი ლოგიკა და არის სულიერი ლოგიკა. (c) რამაზი
რაც მე ინფორმაცია მაქვს სულ რომ ვკითხულობდე თქვენთვის დრო აღარ დამრჩება (c) GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
wounded
Super Member
ჯგუფი: Registered
wounded
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 122
წევრი No.: 117884
რეგისტრ.: 1-July 10
#42837716
· 12 Nov 2014, 14:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
იყვნენ ვოლტერის მსგავსი გაათეისტებული მორწმუნენი, მიწისძვრის გამოისობით რომ ღმერთის წინააღმდეგ წავიდა...
ამ ადამიანს მოახლემ თვალები დაუხუჭა, ზეწარი გადააფარა, მიიცვალაო თქვა და უცებ ორ წუთიანი კივილით გაახილა თვალი და ღრიალით ითხოვდა ყველა წიგნი დაწვით რაც დამიწერიაო... ორიოდ წუთის შემდეგ უკვე საბოლოოდ და სამუდამოდ დახუჭა თვალი...
ხოდა ამათაც არაფერი ეშველებათ, ბოლოს კი გაიგებენ რა უგუნურებაში გაუვლიათ ცხოვრება, მაგრამ უკან არავინ მობრუნებულა...
100%-ით დარწმუნებული ათეისტი ღმერთის არარსებობაში დარწმუნებული არ არსებობს
ამიტო ვერ ჩერდებიან, ყვირიან, წივიან , რაღაცის დამტკიცებას ჯახირობენ და არაფერი გამოსდით.სასწაულებს ითხოვენ რომ ღმერთის არსებობაში დარწმუნდნენ, როცა ამდენი სასწაული ირგვლივ ხდება და ვერ ხედავენ.ეს არ აკმაყოფილებთ, რაღაც გრანდიოზული უნდათ
wox1997
აუ შენი პოსტებით სავსეა ფორუმი მოკლედ
მოდი ცოტას მეც მოგწერ
თუ ფინანსური გასაჭირი არ გაქვს, მოგვარებადია შენი ხერხემლის პრობლემა. მძიმეც თუ ვერ აწევ, დიდი ამბავი, დაიქცა ქვეყანა. უხელ-ფეხო ადამიანები არ ნებდებიან და კიფოზი რა მოსატანია ხალხს ისეთი საშინელება შეიძლება შეემთხვეს! ჩაკეტილი ხარ შენს ტავში და არავის უშვებ რომ დაგეხმაროს და ასე დეპრესიაშიც ჩავარდები და უარესიც შეიძლება დაგემართოს.
https://www.youtube.com/watch?v=-dBX8L8UHbg
პ.ს შენი პოსტი ვნახე სადღაც რომელი მოდერი იყავი გჰცზე?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
wox1997
კაენისტური ცივილიზაცია !!!
ჯგუფი: Members
wox1997
კაენისტური ცივილიზაცია !!!
ჯგუფი: Members
წერილები: 9885
წევრი No.: 144644
რეგისტრ.: 16-March 12
#42837941
· 12 Nov 2014, 14:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
wounded
ჯერ ერთი არ ინკურნრბა უკვე ჩემ ასაკში.
მერე მეორე ეგ ვიდეო , რომ დამილინკე ვიცი ვინცაა კონდრატენკოა, ნამყოფი ვარ კონსულტაციაზე და იმდენად აზზე არრაა არაფრის, რომ რენტგენის სურათსაც ვერ კითხულობს.
geohack.ge - ზე ვიყავი, bua-bua -სთან
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Shredinger
Crazy Member
ჯგუფი: Members
Shredinger
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2506
წევრი No.: 166416
რეგისტრ.: 30-April 13
#42840428
· 12 Nov 2014, 18:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
wox1997
QUOTE
ეგ მაღიზიანებს ხოლმე ყველაზე მეტად.
რა გარდატეხის ასაკი, კონკრეტული პრობლემები მაქვს ჯანმრთელობის, ოჯახური და ა.შ.
გარდატეხის ასაკში არიან ჩემი მეგობრებიც , მარა ბედნიერები არიან.
აჰა. კაი. უბრალოდ იმიტომ გკითხე რომ ბევრი ამის გამოა რო სულ ეიფორიაშია ხოლმე.
QUOTE
ეგ რა შუაშია საერთოდ.
ლოგიკურად მივედი იმ დასკვნამდე, რომ ღმერთი გამოგონილია.
კარგი. მე უბრალოდ ეს დასკვნა იქიდან გამოვიტანე რომ თქვი გვერდში არ დამიდგა იმედი გამიცრუა და რაც დამჭირდა ის არ მომცაო და გამოვიდა ისე თითქოს გაებუტე და ამის გამო გაწყობს რომ არ არსებობდეს. რადგან თუ იარსებებდა დაგეხმარებოდა.
არც მე ვარ მორწმუნე. და ვერ დავიჯერებ რომ დღეს სიტყვაზე რამდენი ადამიანი იბადება დეფექტით,ან იძენს დეფექტებს და მოკლედ არ ჩამოვთვლი ყველამ კარგად იცის. არ შეიძლება ღმერთი გულმოწყალე და სიყვარულით აღსავსე იყოს და ამავდროულად დედამიწაზე ჯოჯოხეთი დაასახლოს.
მოკლედ ეს დაიკიდე. რაც შეეხება შენს პრობლემას
რთულია დეპრესიაში არ ჩავარდე. და მართალი გითხრა 17 წლის ასაკში ასეთ დღეში რომ ვარდები დეპრესიაში არ ჩავარდნა უფრო უცნაური იქნებოდა და რთულია ღმერთის კიდევ გწამდეს.
ბევრი კარგავს ხელს ან ფეხს და ინვალიდად რჩება და ცხოვრებას მაინც აგრძელებენ. ზოგი ვერ დადის და ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული მთელი ცხოვრება და იცის რომ ამას არაფერი არ ეშველება.
შენ თუ თვლი რომ არაფერი გამოგივა და უიმედოდაა ყველაფერი ესეიგი მართლა ასეა და არაფრის მაქნისი ყოფილხარ რომელსაც ასე ადვილად ნებდება.
და თუ თვლი რომ შენ შეგიძლია რამის გამოსწორება შენ შეძლებ. ახლა გეჩვენება რომ არ შეგიძლია და გამოუსწორებელია ყველაფერი.
თვითმკვლელების 100% ასე ფიქრობს რომ არაფერი გამოსწორდება,მაგრამ რეალურად ასე არ არის. ფიზიკურად მაქვს დეფექტი,მეტყველება მიჭირს,და ხშირად წინადადებას ვერ ვაწყობ ხოლმე რო აზრი ჩამოვაყალიბო. როცა ვბორძიკობ ხელები მიოფლიანდება,სიმხურვალე მახვევს გარს და ცუდი შეგრძნებაა ნამდვილად.ერთ-ერთი მიზეზი უიმედოობის რომ არაფერი გამომივიდოდა ეს არის.
სამსახურის შოვნა მიჭირს,გასაუბრებებზე ისე შევდივარ გეგონება სიკვდილით მსიჯდნენ, ერთმა მითხრა ხომ კარგად ხარო
კარგად ვიცი რასაც გრძნობს თვითმკვლელი. პრობლემების ასარიდებლად 1 წელი აქტიურად ვიყავი შემჯდარი ფსიქოტროპულ წამლებზე და იმეებით ვკაიფობდი,კარგი შეგრძნება იყო ძალიან მაგრამ ამან არაფერი შედეგი არ მომიტანა.
ხშირად უიმედოობის განცდა მაქვს ხოლმე მარა მე მაინც იმ აზრზე ვრჩები ხოლმე რომ ყველაფერი გამოსწორდება და ისევ ისე იქნება როგორც მე ვთვლი საჭიროდ
QUOTE
ჯერ ერთი არ ინკურნრბა უკვე ჩემ ასაკში.
შენ რა იცი ექიმი ხარ? ერთმა ექიმმა გითხრა ეს თუ მეზობლის ბიძაშვილის,მეგობრებიდან იცი რო არ იკურნება?
ჩემს ასაკშიო ისე ამბობ თითქოს უკვე დიდი ასაკის ხარ.
მოკლედ,მთავარია ცხოვრებას არ დაუჩოქო და თუ პრობლემები მოაგვარე მიიღებ ყველაზე მაგარ სიამოვნებას.
QUOTE
geohack.ge - ზე ვიყავი, bua-bua -სთან
ghc იყო და გაითიშა ეგ იყო და მეთქი იქნება ესთქო და ესეც გაითიშა :|
მაინც კვერცხი რესურსი იყო.
--------------------------------------------------------------------------
კაროჩე რა ცხოვრების დედაც #####ან.
This post has been edited by
Shredinger
on 12 Nov 2014, 18:43
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლოგიკⒶ
ჯგუფი: Members
ლოგიკⒶ
ჯგუფი: Members
წერილები: 4368
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14
#42840512
· 12 Nov 2014, 18:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რისი უნდა მეშინოდეს? ათეისტი როცა გავხდი მაშინ მქონდა რაღაცნაირი შიში ღმერთის უარყოფის მაგრამ რაც უფრო მეტს ვსწავლობ და რაც უფრო მეტ ცოდნას ვიძენ სულ უფრო და უფრო კარგად ვხედავ თუ რამხელა ტყუილებზე და სულელურ ისტორიებზეა აგებული ეს რელიგია
ღმერთი კი არა ჭკვიანი კაციც არ დაწერს ისეთ წიგნის როგორიც ბიბლიაა... ნუ მეათე საუკუნესთვის ნორმალური იყო წაიკითხავდი საინტერესო ისტორიებს ნახავდი წარმოიდგენდი რაღაცეებს მაგრამ 21-ე საუკუნეში კონტექსტიდან ამოვარდნილია ასეთი პრიმიტიული ზღაპრების დაჯერება როცა დღევანდელი მეცნიერება არსებობს
--------------------
People live their lives bound by what they accept as "correct" and "true". That's what they call "reality" However correct and true are nothing but vague terms. Their reality could turn out to be an illusion.
ლოგიკა ცოდნის შედეგად მოდის, შენი ლოგიკის არეალი იმდენად პატარაა, რამდენადაც შენი ცოდნა
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(8)
« პირველი
...
4
5
[6]
7
8
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0469 ] [ 14 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.