#41438984 · 27 Jun 2014, 18:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გიორგი XII
QUOTE | მაინც ყველაზე კარგად შენ იცი მაგ კითხვაზე პასუხი |
ნუ მე გნოსტიკოსების მარტივი გამოსავალი ვიცი იაჰვეს საქციელების ახსნისას, "ის ბოროტია" და მორჩა. მე ეს მარტივი გამოსავალი არ მაკმაყოფილებს, მსურს გავიგო რა მიზეზით ამბობს კეთილი სიტყვებს: "ვინ გაიტყუებს"? ვიღაცის სადღაცა გატყუება, იმ ვიღაცის მოტყუებას ნიშნავს და მოტყუებით სადღაც წაყვანას და მოტყუებიღ რაღაცის გაკეთებინებას. ჰო და მაინტერესებს როგორ ამბობს კეთილი, "ვინ წაიყვანს მოტყუებით მეფეებს ბრძოლაში"? მაინტერესებს კიდევ ღვთის წინასწარმეტყველი მიქა რად იტყუება როდესაც პირველად კითხავენ რჩევას, განა სიცრუე ცოდვა აღარ არის და განა სიცრუის მამად ეშმაკი არ იწოდება? მაინტერესებს იმ სულის რაობის შესახებ, რომელიც იაჰვეს დაძახებაზე "ვინ გაიტყუებს" ინიციატივას იჩენს და იძახის მე გავიტყუებო, ანუ მე მოვატყუებ მეფეებსო, როგორ შეიძლება ეს სული წმინდა ანგელოზი იყოს? განა ცოდვით არ დაეცემა ანგელოზი თუ სიცრუის თქმას დაიწყებს? აქედან ვვარაუდობ, რომ სული რომელიც ინიციატივას იჩენს, სულაც არ არის წმინდა ანგელოზი და შეიძლება წარსულშიც ბევრჯერ ქცეულა სუცრუის სულად ადამიანთა ბაგეში, ანუ აღუძრავს ადამიანები ცრუ ხილვებითა და ჩვენებებით, ცრუ წინასწარმეტყველებებით ტყუილების სალაპარაკოდ, მაინტერესებს როგორ შედის კეთილი ასეთ სულთან ალიანსში და როგორ ეუბნება, "22. მიუგო: გავალ და სიცრუის სულად ვიქცევი ყველა მისი წინასწარმეტყველის ბაგეში. თქვა უფალმა: გაიტყუებ და კიდეც გამოგივა. წადი, ასე გააკეთე." წადი ასე გააკეთეო, ავალებს გესმით? წადიო და როგორც თქვი იქეციო სიცრუის სულადო წინასწარმეტყველების ბაგეშიო, წადი და მოატყუე მეფეებიო, აფიქრებინე რომ თითქოსდა ჩემი მხარდაჭერით გაიმარჯვებენ ბრძოლაშიო. ამ საქციელს რუსები "პადსტავკას" ეძახიან. ფაქტიურად მეფეები ბრძოლის წინ უფლის მხარდაჭერის იმედით, მისი ნების გაგებას ცდილობენ, ის კი აგერ ვიღაც სულს ურიგდება, რათა მოტყუებით გაიყვანოს ისინი ბრძოლის ველზე, თითქოსდა მხარს დაუჭერს ბრძოლისას, არადა სინამდვილეში არ მიეხმარება და მტერს დაახოცინებს მეფეებსა და მის ლაშქარს, რომელიც უბრალოდ ენდნენ მის წინასწარმეტყველებს. აქვე კიდევ ერთი ძალიან ძლიერი მომენტია, ჯერ არ ვეხები ამ მომენტს, ბოლოსათვის მაქვს შემოტოვებული კითხვად. მანამდე ახსნები მაინტერესებს, უფრო იმათი, ვინც ამბობენ, რომ ძველი აღთქმის ღმერთი სიკეთის განსახიერებაა, თორემ გნოსტიკოსების აზრი აქ ნაკლებად მაინტერესებს, ისინი იტყვიან რომ ბოროტია უბრალოდ და მორჩა.
--------------------
რა მნიშვნელობა აქვს, რას გაგირჭობენ? TEA
ბარსელონას წინააღმდეგ ჩემი ცოლის საყვარელსაც ვუბალეშიკებ. Pitbula
|