არაფერს არ ვჭრი და ვკერავ
ჩემს აზრს გამოვთქვამ ხოლმე
მოგწონს თუ არ მოგწონს, ეგ შენი ასარჩევია

ასკეტიზმს კი რა საერთო აქვს ღმერთთან?
ღვაწლი შრომა მორჩილება და ლოცვაში დღე-ღამის გასწორებაც არ არის რწმენა
რწმენა საქმეები არ არის
რწმენა არის გული
და გონების გარდაქმნა
გულიდან უნდა მოდიოდეს საქმეც და ლოცვაც
და არა პირიქით - საქმე და ლოცვა არ უნდა მიგაჩნდეს გულის გადაკეთების მექანიზმად
ან ღმერთთან მიახლების მექანიზმად
ამ საქმეებიზმში იხრჩობა კაცობრიობის რელიგიურ ტბაში ჩაძირული ნაწილი
და ჰგონია რომ ღმერთს ემსახურება
ღმერთს ჩვენი სამსახური საერთოდ არ სჭირდება
ეს ჩვენ გვჭირდება ღმერთი
და ღმერთმა ამისთვის მოგცა სულიერი მსახურება
ვლოცულობ როცა გული მთხოვს
კეთილ საქმეს ვაკეთებ როცა გული მეუბნება
თავს არ ვაჩვენებ არავის რომ მორწმუნე ვარ
და არც სხვის მოსაჩვენებლად ვშრომობ
პარალელურად კი ვზრუნავ გონების გარდაქმნაზე
და ამ ყველაფერში სულიწმიდა მეხმარება - რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოს
This post has been edited by ლლევ on 6 Jul 2014, 12:46