#41569795 · 8 Jul 2014, 18:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
blue_velvet
QUOTE | საპატრიარქო ჩემი აზრით უნდა უჭრიდეს გზას ყველა "არაღირსს" |
+ (იგულისხმება საიერარქიო და არა სასინანულო გზა); თუმცა, ,,არაღირსი" ბრჭყალებში რატომღა ჩასვით?! Taba
QUOTE | [მღვდელი] მოკვლის შემთხვევაში განიკვეთება ეკლესიიდან. |
_ დარტყმის შემთხვევაშიც.
აქაც, თითქმის ყველა, წოდებითი ბრუნვის საზოგადო არსებით სახელს _ ,,მამაო" _ სახელობით ბრუნვად ხმარობს. ასეთებს ვეკითხებით: ეს არცოდნით მოგდით, ცინიზმით თუ ორივეთი, ერთად?
როცა ხორციელ მამაზე ვსაუბრობთ, მაშინ ხომ არ ვიყენებთ ასეთ დამახინჯებულ ფორმებს?! თუ ,,მამის" სახელობით ბრუნვაში (მამა, ძველქართ. მამაჲ _ მამაი) ცალკე გამოყენება გვეუხერხულება, მაშინ, ის, როგორც საზოგადო სახელი, უნდა ვიხმაროთ საკუთარ სახელთან ერთად და ამ შემთხვევაში, მხოლოდ ეს უკანასკნელი იბრუნება; ან შეგვიძლია, გამოვიყენოთ მისი სინონიმები: მოძღვარი, მღვდელი (ძველქართ. ხუცესი), ღვთისმსახური, სასულიერო პირი, საეკლესიო პირი, სამღვდელო პირი, უფლის მსახური, პრესბიტერი (პრესვიტერი), კლერიკოსი...
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|