#41601663 · 11 Jul 2014, 02:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Jules Winnfield
| QUOTE | | მორწმუნეებს უწოდებენ საკუთარ თავს, მაგრამ არ იციან რა არის მორმუნეობა. |
მორწმუნეობა, ისევე, როგორც შრომის მსაჭიროებელი სხვა ფასეულობების მიმდევრობა, არის მდინარება (პროცესი), რომელიც ან წაღმა წადინდება, ან უკუღმა: ან წარემატება, ან განქარდება.
| QUOTE | | ეკლესიაში სიარული, ბურდღუნის მოსმენა |
სასულიერო პირისა და მედავითნის თითოეული სიტყვა გარკვევით უნდა ისმოდეს.
| QUOTE | | შევქმენით მითი თითქოს ღმერთმა როგორღაც ჩვენ გამოგვარჩია, ღვთის მშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ |
საქართველოს მკვიდრმა ამას იმდენად საკუთარი უპირატესობით კი არა, იმ კუთხით უნდა შეხედოს, ძნელადაღსაზრდელს საუკეთესო მზრუნველი რომ სჭირდება. ასე რომ არ შეხედეს თავის მდგომარეობას ებრაელებმა, ამის გამო დაჰკარგეს გამორჩეულობაც და გამომრჩეველიც.
| QUOTE | | მეორედ მოსვლისასა ქართUლად ილაპარაკებს ყველა |
ეს არ გახლავთ საეკლესიო სწავლება.
| QUOTE | | მართალია ქრისტიანობის სახელით ძალიან ბევრი ადამიანი მოკლეს და საშინელებები ჩაიდინეს ამ მოძღვრების გამავრცელებლებმა, მაგრამ ეს თურმე არ აკნინებს ქრისტიანობის არსს. |
_ აკნინებს ქრისტეანობის სახელს და არა არსს.
| QUOTE | | უფრო გასაგებად რომ ყოფილიყო გადმოცემული ეს მოძღვრება, უფრო ხო გაუჭირდებოდათ მისი არასწორად ინტერპრეტირება და ნაკლები პრობლემები შეიქმნებოდა ქრისტიანობის სახელით? |
ეს, ზოგადად, სწორი ფორმულაა; თუმცა, სწორედ ამისთვის მოკლულ ქრისტეზე უფრო გასაგებად ვინ შესძლებს მისი მოძღვრების ქადაგებას?!
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|