| QUOTE (daniel_kowalski @ 28 Jul 2014, 15:46 ) |
არის მომენტები,როდესაც იესო,როგორც ადამიანი წარმოგვიდგება და შეგებრალება როგორც ადამიანი,რომელიც სიკვდილისთვის ემზადება მაგ :იესოს ლოცვა გეთსიმანიის ბაღში "- ხოლო თვითონ ქვის სასროლზე გასცილდა მათ, მუხლმოყრილი ლოცულობდა
-და ამბობდა: მამაო, თუ გნებავს, ამაცალე ეს სასმისი! თუმცა იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი" ფაქტია,არ სურდა სიკვდილი,აქ სურვილების დაპირისპირებაა,არა ჩემი ,არამედ შენი ნებაო ამაზე ნუ დამიწყებთ კამათს და დემაგოგიას იესოს არ სურდა სიკვდილი,სავარაუდოდ ეშინოდა,როგორც ნებისმიერ ადამიანს ეშინია სიკვდილის, |
მე სიკვდილზე მეტად ტანჯვის შიში მგონია. შეიძლება, ორივეა რაღაც დოზით, მაინც ტკივილზე მაქვს მეტი ეჭვი.
პატარა და ქრისტიანი რომ ვიყავი, ჯვარცმის მომენტზე მეტირებოდა ხოლმე. დიდი და ათეისტი რომ გავხდი - აი მაგ მომენტზე, საცოდავად რომ ეხვეწება, თუ შესაძლებლობა არის, ამაცილეო. თან იმედიც რომ არ აქვს, უბრალოდ სასოწარკვეთილებაში რომაა და მეტი არაფერი შეუძლია. ცოდო იყო.
ბაფთისტების დიდი ნაწილი მართლაც რომ ათეისტი, იგივე იეღოველია. - მიხეილ რძე