#42024560 · 24 Aug 2014, 16:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დათიკო
| QUOTE | | ღმერთი გაძლევს და გეუბნება რომ ზომიერად უნდა მიიღო |
იოანეს სახარება თავი მეორე 1. მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეას კანაში, და იყო იქ იესოს დედა. 2. იესო და მისი მოწაფეებიც მიწვეულნი იყვნენ ქორწილში. 3. და რაკი ღვინიო შემოაკლდათ, იესოს დედამ უთხრა მას: ღვინო არა აქვთ. 4. ხოლო იესომ მიუგო: მერედა, რა ჩემი და შენი საქმეა, დედაო? ჯერ კიდევ არ დამდგარა ჩემი საათი. 5. დედამისმა უთხრა მსახურებს: რასაც გეტყვით, აღასრულეთო. 6. იყო იქ ექვსი ქვის კასრი, იუდეველთა განწმენდის ჩვეულებისამებრ დადგმული, რომლებშიაც ჩადიოდა ორი თუ სამი საწყაო. 7. უთხრა მათ იესომ: აავსეთ კასრები წყლით; და მათაც აავსეს პირთამდე. 8. კვლავ უთხრა მათ: ახლა კი ამოიღეთ და მიართვით თამადას. და მიართვეს. - See more at: http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agt...h.EwK3I1Ux.dpufhttp://www.opentext.org.ge/index.php?m=33&y=2001&art=109კანაში, საქორწინო ნადიმზე, როდესაც გულუხვ მასპინძელს ღვინო შემოაკლდა და შეწუხდა, თავის მოწაფეებთან ერთად სტუმრად მიწვეულმა ქრისტემ მსახურთ უბრძანა დაცლილი დიდი ქვის ჭურჭლები წყლით აევსოთ. თითოში 40 ლიტრი ჩადიოდა, ჭურჭელი კი ექვსი იყო. 240 ლიტრი წყალი საუკეთესო ხარისხის ღვინოდ იქცა. 240 ლიტრი ღვინო ისე როგორი დასალევია,უკვე ნასვამი ხალხისთვის? | QUOTE | | ქრისტე რომ ჩვეულებრივი კაცი არ იყო ამაში მაინც თუ მეთანხმები? |
ჩვეულებრი რა თქმა უნდა არ იყო, მაგრამ ადამიანის სხეულში იყო.
| QUOTE | | როგორ უნდა ვისაუბროთ კაცობრივი ბუნების სისუსტეებსა და სრულყოფილებაზე და ვსაუბრობდეთ ქრისტეზე, რომელიც ვიცით, რომ განკაცებული ღმერთია? |
ქრისტე გამსაკუთრებული ღმერთია სწორედ იმიტომ რომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა ფარისევლებსაც და მორწმუნეებსაც. თქვენც ღვთის შვილები ხართო ადამიანებს მიმართავს. დებო და ძმებო დაუძახეთ ერთმანეთსო,მონოგამიას მიჰყევითო,ქალებს პატივი ეცითო,ტოლერანტები იყავითო, ამ ღვთაებრივი სულიერი სწავლებებით არის განსაკუთრებული ქრისტე და არა მიწიერი სხეულით.
| QUOTE | | ადამიანური სრულყოფილება ძალიან პირობითი ცნებაა. გარდა ამისა, გასარკვევია რომელ ადამიანზეა საუბარი, ჩემნაირ და შენნაირ, თუ ქრისტეს მსგავსზე? |
პირობითი რომ არის მითუმეტეს არ შიძლება მას სრულყოფილი დაერქვას,ამ უაზრო სწავლებით ადამიანებს გაუჩნდათ აზრი ,თუ ადამიანი სრულყოფილი შეიძლება იყოს რა საჭიროა მისთვის ღმერთი? ასეთი სრულყოფილი ადამიანის შექმნაზე აპელირებდნენ კომუნისტები თავის იდეებში. ამ უაზრო საწყისებშია ათეიზმის საფუძვლები . სოცილდემოკრატების მოძრაობა შემთხვევით არ გაჩენილა კათოლოკურ და მართლმადიდებლურ წრეებში და ისეც არ არის შემთხვევითი რომ სოციალისტების რადიკალური ფრთა კომუნისტები მართლმადიდებელ მოსკოვში რომ იდგავს ტახტს. ყველაფერი კავშირშია ერთმანეთთან. ეს საინტერსოა სახარებიდან, იგივე იოანეს თავში: 24. მაგრამ თვით იესოს კი არ სწამდა მათი, ვინაიდან კარგად იცნობდა ყველას. 25. და არ სჭირდებოდა ვისიმე მოწმობა ადამიანზე, ვინაიდან თვითონ იცოდა, რა იყო ადამიანში. - See more at: http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agt...h.EwK3I1Ux.dpuf This post has been edited by temart on 24 Aug 2014, 18:47
|