mRvdeli giorgi sxiladze
მღვდელი გიორგი სხილაძე

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2482
წევრი No.: 159730
რეგისტრ.: 19-January 13
|
#42013412 · 23 Aug 2014, 10:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
fibonacci
| QUOTE | | რა ფენომენია რომ პატრიარქის კრიტიკას გინებით და ფიზიკური ანგარიშსწორებით პასუხობთ |
გობალა
| QUOTE | | ...ეს მყრალი და უდონო ლექსიკა რომ არ გამოიყენოთ ვერა? |
«გვინდოდა, შევჩერებულიყავით ,,მანკიერების თავისუფლების" ერთ-ერთ სახეზე _ ბილწსიტყვაობაზე, რომელიც ჩვენს ქუჩებსა და სახლებს ისე აბინძურებს, თითქოს კანალიზაციის სისტემამ ამოხეთქა და მისი შედგენილობა ფეხქვეშ გვეღვრება. ბილწსიტყვაობა _ ეს არის სულმდაბალთა მცდელობა იმათთან გატოლებისა, ვინც მათზე მაღლა დგას; მეორე მხრივ, იმ სულიერი ღირსების ჩაკვლის მცდელობაა, რომელიც სხვა ადამიანისადმი პატივისცემაში მდგომარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ ბილწსიტყვაობა ცდილობს ადამიანისათვის ყველაზე წმინდა დაამციროს, გალანძღოს, ლაფში გასვაროს.
ამიტომ, ბილწ ლანძღვაში ხშირად გაისმის ღმერთის სახელი, უფრო ხშირად კი სიტყვა _ დედა, რომელიც წყალწაღებული არამზადების გარდა, ყველასათვის ძვირფასია. ეს ტალახის ნაკადიც არ არის, ეს რაღაც ფეკალური მასაა, რომელიც ნარწყევივით იფრქვევა პირიდან. არსებობს ფსიქიური დაავადება, როცა ადამიანი საკუთარი უწმინდურობით სახეს ითხუპნის და ჭამს მას. სიგიჟის ამ სახეობით იტანჯებოდა, მაგალითად, ცნობილი მწერალი გი დე მოპასანი, რომელიც ლიტერატურული სიბინძურიდან ფეკალოფაგიაზე გადავიდა.
ბილწსიტყვაობა რაღაცით ჰგავს ამ ფსიქიურ დაავადებას. ადამიანი სირცხვილის გრძნობისაგან თავისუფლდება და ამაშიც, ასევე, ხედავს თავისუფლებას. ზოგიერთ ისტერიკს, ავადმყოფობის გამწვავებისას, სხვების თვალწინ გაშიშვლების სიმპტომი აღენიშნება. ცნობილ დაწესებულებებში ეს პროცესი ერთგვარი სახის ხელოვნებად იქცა. არსებითად, ბილწმესიტყვეც შიშვლდება ყველას თვალწინ და თითქოს, იძახის: ,,შემომხედეთ, როგორი გმირი ვარ; ჩემში წვეთიც არ დარჩა სირცხვილისა!". მისტიკური შინაარსით, ბილწსიტყვაობა ბნელი ძალების მოხმობაა.
უცენზურო სიტყვებით მოლაპარაკე კაცი, ერთხანს, ენერგიის მოზღვავებას, სულთან დემონების მოახლოებას გრძნობს. რამდენიმე ხნის შემდეგ, ისევ ბილწსიტყვაობით, რაღაც ელექტროქსელში ჩართვის მოთხოვნილება უჩნდება. მაშინაც კი, როცა იქვე არავინაა, ვის გამოლანძღვასაც შეძლებდა, საკუთარი თავის გასაგონად, თითქოს თავის ცხვირს მიმართავსო, უსულო საგნებს აგინებს და ვერ ხვდება, რომ ეს ჯოჯოხეთის ძალის მოხმობის ფორმულაა. სიტყვა _ ღვთის უდიდესი ძღვენია ადამიანისადმი. ის სიტყვით განსხვავდება სხვა მიწიერ არსებათაგან, რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთობა მხოლოდ სიგნალებით და ნიშნებით შეუძლიათ. თვით ქრისტეს ღვთაებრივი სიტყვა _ ლოგოსი ჰქვია. ამჟამად კი ადამიანური სიტყვის დემონისათვის მიცემა სურთ.
ახალი სიცოცხლის დაბადება დიადი ნიჭია, მაგრამ ადამიანმა წაბილწა ეს ნიჭი. მან ბავშვთა შობა გარყვნილების საბაბად აქცია, ხოლო შემდგომ, შიშველ სექსად მისი გადაქცევის საშუალება მოიფიქრა, რაც თანდათანობით პათოლოგიურ სექსად გარდაიქმნება. ამ მხრივაც, ადამიანი ცხოველზე მეტად დაეცა. ადამიანის სიცოცხლის ჩასახვის საიდუმლო ბილწსიტყვაობის მასალა გახდა. ეს ცინიზმის თავისუფლება და საკუთარი სინდისის მოშთობაა, მაგრამ ცოდვა ადამიანს ბედნიერს არ ხდის.
ამიტომ, გარყვნილი და მანკიერი ადამიანების სახეებზე გამუდმებული წუხილი, რაღაც არტისტულია აღბეჭდილი; მათ სიცილშიც კი რაღაც ნაძალადევი და ყალბი ჟღერს; ცოდვილის სული სიბნელითაა მოცული, როგორც ოთახი, სადაც მიცვალებული ასვენია შავი საფარებლით. ერთადერთი თავისუფლება ქრისტიანობამ განგვიცხადა. ეს ღმერთთან ჰარმონიაში ყოფნის თავისუფლებაა, ეს სულის გათავისუფლებაა ყოველივე უცხოსაგან _ ვნებებისაგან, როგორც სულის მტკივნეული კორძებისაგან, მრავალი ფსიქიკური კომპლექსისაგან, რომლებიც კრუნჩხვასავით არყევენ და კუმშავენ გონებას.
ქრისტიანული თავისუფლება _ ეს დაცვაა დემონური ზეგავლენისაგან, რომელიც ადამიანის სულს რადიაქტიური ტალღებივით ანგრევს. ამ სატანური რადიაციის დონე დედამიწაზე მუდმივად მატულობს; ამ დროს, ადამიანის დაცვა მხოლოდ ღვთიურ მადლს შეუძლია...
,,...და უთხრა უფალმა მოწაფეებს: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა? ნუთუ არ გესმით, რომ არაფერს, გარედან შემავალს კაცში, არ შეუძლია მისი შებილწვა? ვინაიდან მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში და გარეთ გამოდის, რითაც წმიდა იყოფა ყოველი საზრდო; და თქვა: კაცისაგან გამომავალი შებილწავს კაცს. ვინაიდან შიგნიდან, კაცის გულიდან გამოვლენ: ბოროტი ზრახვანი, მრუშობანი, პარვანი, კაცისკვლანი, სიძვანი, ანგარებანი, უკეთურებანი, მზაკვრობანი, გარყვნილება, თვალის სიავე, გმობა, ქედმაღლობა, უგუნურება. ყოველივე ეს შიგნიდან გამოდის და ბილწავს კაცს" (მარკ. 7: 18-23)» _ ,,მართლმადიდებლური კატეხიზმო".
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|