mRvdeli giorgi sxiladze
მღვდელი გიორგი სხილაძე

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2482
წევრი No.: 159730
რეგისტრ.: 19-January 13
|
#42368755 · 27 Sep 2014, 09:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თანამედროვეობაში არ შევხვედრივართ ასეთ ახსნას, რასაც აქ გთავაზობთ, ამ ერთობ გავრცელებული გამოთქმისა: ,,სხვის რწმენას პატივი უნდა სცე!". ამ დევიზის ზოგად განმარტებას, ადრე, ჩვენს ნარკვევშიც (პარიზი, 2004წ.) ვეცადეთ: პატივი უნდა სცე არა განსხვავებულ რწმენას, არამედ ასეთი რწმენის მქონე ადამიანს. ახლა კი გრამატიკულად ჩავუღრმავდეთ საკითხს!
გამომდინარე იქიდან, რომ წინადადებაში ,,რწმენა" შეიძლება იყოს როგორც ობიექტი (ის, რაც გწამს _ სარწმუნოება), ასევე ქვემდებარე (ის, რომ გწამს), ეს განყენებული ცნება, ომონიმიური გაგებით, პირველ შემთხვევაში გვევლინება პირდაპირ დამატებად და მეორეში _ სახელზმნად. შესაბამისად, იმისდა მიხედვით, რა სინტაქსურ დატვირთვასაც ჩადებ ,,რწმენის" ხმარებისას, ორგემაგე მნიშვნელობას იძენს განხილული გამოთქმაც; მეტიც _ ანტონომიურს (ურთიერთსაწინააღმდეგოს). მარტივად რომ ვთქვათ, რწმენაზე საუბრისას, თუ იგულისხმება ის, რაც გწამს და თან, ეს რწმენა (აღმსარებლობა) ჩემი რწმენისგან განსხვავდება, ბუნებრივია, არათუ პატივს ვერ მივაგებ მას, არამედ მაქვს უფლება, მეტიც _მოვალეობა, წარმოვაჩინო მისი სიმცდარე (შენ _ ჩემის სიმცდარე); ხოლო თუ საუბარია იმაზე, რომ გწამს, პატივი უნდა მივაგო ამას ანუ იმას, რომ გწამს _ შენს სარწმუნოებრივ გრძნობებს, ამაღლებულ განცდას. კიდევ რომ გავამარტივოთ: არ ,,ვიმოსები" რა შენნაირად, ამავე დროს, არ დავცინი შენს რელიგიურ გემოვნებას და არ ვკამათობ მასზე; _ თუმცა, ვკამათობ თვითონ ,,სამოსზე"!..
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|