კარი პირველი.
ერთღმერთიანობის შესახებ.
უზენაესი ﷻ ბრძანებს თავის ბრძენ წიგნში:
მე არ შემიქმნია ჯინნი და კაცნი არაფრისთვის, გარდა იმისა რომ თაყვანი მცენ
(აზ-ზარიათ, 51:56)
იგი ﷻ ასევე ბრძანებს:
უეჭველად, ჩვენ გავუგზავნეთ ყოველ ერს მაცნე, რომელმაც მოუწოდა მათ – თაყვანი ეცით ერთ ღმერთს და განეშორეთ ტაღუთს!
(ან-ნაჰლ, 16:36)
მან ﷻ აგრეთვე ბრძანა:
შენმა უფალმა გიბრძანა შენ, რომ არავის სცე თაყვანი მის გარდა, და კეთილად მოექცე მშობლებს. თუ ერთ-ერთი ან ორივე მათგანი მიაღწევს სიბერეს, ნუ ეტყვი მათ - უფფ! და ნუ გააგდებ მათ, არამედ უთხარი მათ პატივსადები სიტყვა. შეიმოსე თავმდაბლობით მათ წინაშე და თქვი: ღმერთი შეიწყალე ისინი, რადგან მათ აღმზარდეს ჩვილი
(ალ-ისრა, 17:23-24)
შემდგომ იგი ﷻ ბრძანებს:
თაყვანი ეცით ღმერთს და ნუ შეუქმნით მას თანაზიარს. კეთილად მოექეცით მშობლებს, ნათესავს, ობოლს, ღარიბს, ახლო თუ შორ მეზობელს, მეგობარს შენ გვერდით, მოგზაურსა და მსახურებს. უეჭველად, ღმერთს არ უყვარს სიამაყით დაბრმავებულნი, ამპარტავანნი
(ან-ნისა, 4:36)
იგი ﷻ ასევე მიმართავს მუჰამმადს ﷺ:
უთხარი: მოდით და მე გაცნობებთ, რა აგიკრძალათ თქვენმა უფალმა! არ შეუქმნათ მას თანაზიარი, კარგად მოექეცით მშობლებს, ნუ მოკლავთ თქვენს შვილებს სიღარიბის შიშით – ჩვენ დავაპურებთ მათაც და თქვენც, ნუ მიუახლოვდებით გარყვნილებას – ნურც ცხადსა და ნურც დაფარულს. ნუ მოკლავთ სულს, რომელიც ღმერთისგან აკრძალულია, გარდა სასამართლოს უფლებისა, ამას გიბრძანებთ იგი, რომ კეთილგანსაჯოთ.
ნუ მიუახლოვდებით ობლის ქონებას, გარდა იმისა, რაც მისთვის უკეთესია, ვიდრე მიაღწევდეს სრულწლოვნებას. სამართლიანად მოიქეცით საწყაოსა და ზომა-წონის საკითხში. ჩვენ არავის არ დავაკისრებთ იმაზე მეტს, რისი ატანაც მას შეუძლია. როცა მოწმობთ, იყავით სამართლიანნი, თუნდაც საქმე თქვენს უახლოეს ნათესავს ეხებოდეს. დაიცავით თქვენი აღთქმები ღმერთის წინაშე. ამას გიბრძანებთ იგი, რომ შეგონებულ იქნეთ.
და ესაა ჩემი გზა, პირდაპირი, მაშ მოჰყევით მას. ნუ გაჰყვებით სხვა გზებს, რადგან დაშორდებით მის გზას. ამას გიბრძანებთ იგი, რომ შეიქნეთ ღვთისმოშიშნი
(ალ-ან’ამ, 6:151-153)
იბნ მას’უდი ამბობს:
- ვისაც სურს იხილოს მუჰამმადის ﷺ ანდერძი, რომელზეც არის მისი ბეჭედი, წაიკითხოს უზენაესის სიტყვები: უთხარი: მოდით და მე გაცნობებთ, რა აგიკრძალათ თქვენმა უფალმა! ვიდრე სიტყვებამდე ... ესაა ჩემი გზა, პირდაპირი.
(ათ-თირმიზი, 3072, ჰადისი ჰასანია)
მუ’აზ იბნ ჯაბალი გადმოგვცემს:
ერთხელ მოხდა, ვირით მივდიოდით მე და მაცნე მუჰამმადი ﷺ, მე უკან ვიყავი შემომჯდარი ვირზე. ამ დროს მაცნემ ﷺ მითხრა:
– მუ’აზ, თუ იცი, რა არის მსახურების ვალდებულება ღმერთის მიმართ და ღმერთის ვალდებულება მისი მსახურების მიმართ?
მე ვუპასუხე – ღმერთმა და მისმა მაცნემ უკეთ იციან!
მან კი მითხრა: მსახურების ვალია თაყვანი სცენ მხოლოდ მას და არ შეუქმნან მას თანაზიარი, ხოლო ღმერთის ვალდებულება მათ წინაშე არის, რომ იგი არ დასჯის არავის, ვინც მას თანაზიარს არ უქმნის.
მე ვკითხე – ხომ არ წავიდე და ყველას ვახარო ეს ამბავი?
არა – მითხრა მან – შემდეგ ისინი მხოლოდ ამის იმედით დაიმშვიდებენ თავს!
(ალ-ბუხარი 13/300; მუსლიმი 30)
ამ თავში მოყვანილი მტკიცებულებებიდან გამომდინარეობს საკითხები:
1. მიზეზი, თუ რატომ შეიქმნა ჯინები და ადამიანები.
2. თაყვანისცემა არის ერთღმერთიანობა, რომლის შესახებაც მუდმივად მიდიოდა კამათი წინასწარმეტყველებსა და მათ ხალხებს შორის.
3. ისინი, ვინც არ შეასრულა ერთღმერთიანობის პირობები, არც ღმერთისთვის არ უცია თაყვანი და მას ეხება უზენაესის ﷻ სიტყვა:
და თქვენ არ გწამთ ის, რაც მე მწამს
(ალ-ქაფირუნ, 109:3)
4. მაცნეებისა და წინასწარმეტყველების გამოგზავნის მიზეზი.
5. მათი ქადაგება მოიცავდა ყველა ერს.
6. ყველა მაცნისა და წინასწარმეტყველის რელიგია ერთი და იგივეა.
7. ერთღმერთიანობის, ანუ ღმერთის თაყვანისცემის მთავარი პრინციპია ტაღუთის უარყოფა. უზენაესი ﷻ ბრძანებს:
ვინც უარჰყო ტაღუთი და ირწმუნა ღმერთი, იგი დაეყრდნო საიმედო საყრდენს...
(ალ-ბაყარა, 2:256)
8. ტაღუთი არის ყოველივე ის, რასაც ან ვისაც სცემენ თაყვანს ღმერთის გარდა.
9. უდიდესი მნიშვნელობა სურა ალ-ან’ამის სამი (6:151-153) აიისა მართლმორწმუნე წინაპრებს შორის. ამ სამ აიაში მოხსენიებული ათი საკითხისა, რომელთაგან უპირველესი და უმთავრესი არის მრავალღმერთიანობის გამოვლინებების აკრძალვა.
10. სურა ალ-ისრას აიები (17:22-39), სადაც აღნიშნულია 18 საკითხი. ამ აიებს ღმერთი იწყებს:
ნუ შეიქმნი ღმერთის გარდა სხვა ღვთაებას და ნუ გახდები დაკნინებული, დამცრობილი
(ალ-ისრა, 17:22)
და ამთავრებს:
ნუ შეიქმნით ღმერთის გარდა სხვა ღვთაებას, თორემ ჩავარდებით ცეცხლში, ბრალდებულნი და უარყოფილნი!
(ალ-ისრა, 17:39)
იგი ასევე გვეუბნება:
ეს არის იმ სიბრძნიდან, რაც გარდმოგივლინეთ!
(ალ-ისრა, 17:39)
11. სურა ან-ნისას აია (4:36) რომელსაც ასევე ეწოდება ათი წესის აია. პირველივე წესი აქ არის:
თაყვანი ეცით ღმერთს და ნუ შეუქმნით მას თანაზიარს...
(ან-ნისა, 4:36)
12. მაცნე მუჰამმადის დარიგება ﷺ მუ’აზის მიმართ.
13. ღმერთის წინაშე ჩვენი ვალდებულების ცოდნა.
14. ღმერთის მიერ ჩვენს წინაშე ნაკისრი ვალდებულების ცოდნა.
15. ეს მდგომარეობა არ იყო ცნობილი ყველა საჰაბასთვის.
16. საერთო ინტერესების გამო ცოდნის დაფარვის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ ეს ეხება ისეთ ცოდნას, რომელიც აუცილებელი არ არის რელიგიის ძირითადი და მნიშვნელოვანი ვალდებულებების შესრულებისას. ასეთი საკითხების დამფარავთ კი უზენაესმა აღუთქვა სასჯელი:
ისინი, ვინც ფარავენ იმ ცხად ნიშნებსა და პირდაპირ გზას, რაც ჩვენ გარდმოვავლინეთ ცხადად ხალხისთვის წიგნში, ისინი არიან შეჩვენებულნი ღმერთისა და მაწყევართაგანაც
(ალ-ბაყარა, 2:159)
17. სასიხარულო ამბების მუსლიმებისთვის შეტყობინების სასურველობა.
18. შიში იმისა, რომ ადამიანები ზედმეტად დაიმედდებიან ღვთის მოწყალების უსაზღვრობის გამო.
19. ადამიანმა, ვინც არ იცის პასუხი კითხვაზე, უნდა თქვას: ღმერთმა უკეთ უწყის!
20. საჭიროებისამებრ დასაშვებია გარკვეული ცოდნა არასავალდებულო საკითხებზე გადავცეთ ზოგიერთ ადამიანს, ვისაც ამ ცოდნით ზიანი არ მიადგება.
21. მაცნე მუჰამმადის ﷺ თავმდაბლობა, როცა იგი მოგზაურობდა ვირით და ნება დართო თანამგზავრს მასთან ერთად დამჯდარიყო ვირზე.
22. რელიგიურად დასაშვებია შესაბამისი ფიზიკური შესაძლებლობის მქონე ცხოველზე ამხედრდეს ორი ადამიანი.
23. მუ’აზ იბნ ჯაბალის უპირატესობები.
24. ერთღმერთიანობის საკითხის უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა.
gabisoniaსათქმელი გითხარი, თუ გაგრძელება გინდა იცი როგორც მნახო, აქ შენი მონიტორის უკნიდან ნახეთქი მუწუკების ყურებას არ ვაპირებ.
This post has been edited by ხუთკუნჭულა on 7 Nov 2014, 09:02