კარი მეცხრამეტე.
ურწმუნოებისა და რელიგიიდან გასვლის მიზეზი შეიძლება გახდეს გარდაცვლილი წმინდანების გადაჭარბებული პატივისცემა.
უზენაესი ﷻ ბრძანებს:
წიგნის მქონენო, ნუ გადააჭარბებთ თქვენს რელიგიაში...
(ან-ნისა, 4:171)
უზენაესის ﷻ სიტყვაზე:
და თქვეს მათ: არ მიატოვოთ თქვენი ღვთაებები! არ მიატოვოთ არც ვადდი, არც სუვა’ა, არც იაღუსი, არც ია’უყი და არც ნასრი!
(ნუჰ, 23)
შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის იბნ ‘აბბასი:
ეს ნუჰის ტომიდან გამოსული კეთილი და ღრმადმორწმუნე ხალხის სახელებია. როცა ისინი გარდაიცვალნენ, ეშმაკმა აღძრა მათი თანატომელები და მათ აღმართეს მათი ქანდაკებები თავისი შეკრების ადგილებზე და დაარქვეს ამ ქანდაკებებს გარდაცვლილთა სახელები. თავიდან მათ თაყვანს არ სცემდნენ, მაგრამ მოგვიანებით, როცა ქანდაკების დამდგმელები გარდაიცვალნენ, შემდგომმა თაობებმა უცოდინრობით დაიწყეს ქანდაკებების თაყვანისცემა.
(ალ-ბუხარი 8/511.)
იბნ ალ-ყაიიმი წერს: რამდენიმე საჰაბა გადმოსცემს, რომ როცა ისინი (ნუჰის ტომის მორწმუნე ხალხი) გარდაიცვალნენ, ხალხი გულმოდგინედ ლოცულობდა მათ საფლავებთან. შემდეგ აღმართეს მათი ქანდაკებები. მოგვიანებით კი დაიწყეს მათი თაყვანისცემა.
‘უმარი გადმოსცემს, რომ ღმერთის მაცნემ ﷺ თქვა:
ნუ განმადიდებთ მე ისე, როგორც ქრისტიანებმა განადიდეს ‘ისა იბნ მარიამი (იესო), მე მხოლოდ მსახური ვარ. ამიტომ თქვით – ღმერთის მსახური და მისი მაცნე.
(ალ-ბუხარი 6/355; აჰმადი 1/32.)
იბნ ‘აბბასი გადმოსცემს, რომ ღმერთის მაცნე ﷺ ამბობდა:
მოერიდეთ გადაჭარბებას რელიგიაში, რადგან სწორედ გადაჭარბებამ დაღუპა თქვენი წინამორბედი ხალხები!
(აჰმადი 1/215; ან-ნასა’ი 5/668; იბნ მაჯა 3029.)
იბნ მას’უდი გადმოსცემს:
ღმერთის მაცნემ ﷺ თქვა: დაიღუპნენ რელიგიაში სიჭარბის მოყვარულნი! და გაიმეორა ეს სამჯერ.
(მუსლიმი 2670; აჰმადი 1/386; აბუ დავუდი 4608.)
ამ თავში მოყვანილი მტკიცებულებებიდან გამომდინარეობს შემდეგი საკითხები:
1. მათთვის, ვინც სწორად გაიგო ეს კარი და მისი შემდგომი ორი კარი, ცხადი გახდება, თუ რაოდენ დაშორებულია დღევანდელი ხალხური რელიგია ისლამის ნამდვილ არსს, და ასევე ცხადი გახდება უზენაესის ﷻ ყოვლისშემძლეობა, რომლითაც იგი ცვლის ადამიანთა განწყობას.
2. ცოდნა იმისა, რომ პირველი მრავალღმერთიანობის გამოვლინება დაიწყო კეთილი და ღრმადმორწმუნე ხალხის პატივისცემაში გადაჭარბებისა და ამ პატივისცემის თაყვანისცემად ქცევის გამო.
3. ცოდნა იმისა, რამ გამოიწვია პირველად წინასწარმეტყველთა და მაცნეთა სარწმუნოების დამახინჯება და გადასხვაფერება, და ღმერთი გზავნიდა მაცნეებსა და წინასწარმეტყველებს სარწმუნოების გასაწმენდად და პირველსახით აღსადგენად.
4. ადამიანთაგან ამ მკრეხელობის მიღების მიზეზის ცოდნა, თუმცა ღმერთის კანონები ცხადად და პირდაპირ კრძალავს ამას.
5. ამის მიზეზი არის სიცრუის შერევა სიმართლესთან. პირველ რიგში ეს გამოიწვია ღრმადმორწმუნე ხალხის სიყვარულმა. მეორე რიგში, მეცნიერებისა და რელიგიის მოღვაწენი აკეთებდნენ იმას, რაც მათი აზრით სიკეთის მომტანი იქნებოდა, მაგრამ მათმა შემდგომმა თაობებმა ჩათვალეს, რომ მათ სხვა რამ სურდათ.
6. სურა ნუჰის აიას მნიშვნელობა და განმარტება.
7. ცოდნა ადამიანის ბუნებრივი თვისებისა, რომ თუ მის გულში იმატებს სიცრუე, სიმართლე მცირდება.
8. აქ არის მტკიცებულება იმისა, რაც თქვეს ზოგიერთმა მართლმორწმუნე წინაპრებიდან, კერძოდ ის, რომ რელიგიაში შემოტანილი სიახლე უარესია, ვიდრე ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვა. რადგან უფრო სავარაუდოა, რომ ცოდვილმა უარი თქვას ცოდვაზე, რომელსაც თავადაც უარყოფით რაიმედ მიიჩნევს, ვიდრე რელიგიაში სიახლის შემომტანმა თქვას უარი იმაზე, რაც კარგ და ღვთისთვის სათნო საქმედ მიაჩნია.
9. ცოდნა იმისა, რომ რელიგიაში შემოტანილ სიახლეს ადამიანი გზააბნევაში შეჰყავს, თუნდაც ამ სიახლის განზრახვა იყოს ღმერთისკენ დაახლოება და მისი კმაყოფილების მოპოვება.
10. გაცნობა იმ საერთო წესისა, რაც კრძალავს ქმნილების განდიდებას და ცოდნა იმისა, რაც მოჰყვება ამ განდიდებას.
11. საფლავზე შესრულებული ღვთისმსახურებების ვნება, თუნდაც მათი შესრულების განზრახვა იყო გულწრფელი.
12. ძეგლებისა და ქანდაკებების აკრძალვის სიბრძნე და მათი განადგურების აუცილებლობა.
13. ნუჰის ტომის ღრმადმორწმუნე ხალხის ამბის უდიდესი მნიშვნელობა და მისი ცოდნის აუცილებლობა, იმასთან ერთად, რომ ურწმუნოებმა არ იციან იგი ან არ აქცევენ ყურადღებას.
14. ყველაზე განსაცვიფრებელი არის ის, რომ ადამიანები კითხულობდნენ ამ ამბავს ყურანიდან და ჰადისებიდან, მაგრამ იგებდნენ მას იმგვარად, რომ ნუჰის ტომის საქციელი ეგონათ ღვთისმსახურების საუკეთესო ფორმა.
15. განმარტება იმისა, რომ ნუჰის ტომის ხალხი ეძებდა მხოლოდ შუამდგომლობას გარდაცვლილ მორწმუნეთა მხრიდან და პირდაპირ მათ არ თხოვდა სურვილების ასრულებას.
16. ნუჰის ტომელების აზრით, წინაპრებსაც სწორედ ეს სურდათ, როცა აქანდაკებდნენ მათ.
17. ღმერთის მაცნის ﷺ სიტყვების: ნუ განმადიდებთ მე ისე, როგორც ქრისტიანებმა განადიდეს ‘ისა ... უდიდესი მნიშვნელობა და სიცხადე. ღმერთმა დალოცოს იგი ასეთი განმატებისთვის!
18. ღმერთის მაცნის ﷺ გაფრთხილება რელიგიაში სიჭარბის მოყვარულთა დაღუპვის შესახებ.
19. მითითება იმისა, რომ ნუჰის ტომელები ქანდაკებებს არ სცემდნენ თაყვანს, სანამ არ დაიკარგა ცოდნა მათი რეალური არსის შესახებ. სწორედ აქ მიეთითება ცოდნის შენახვისა და მისი დაკარგვის საფრთხის შესახებ.
20. დიდი ცოდნა ქრება დიდ სწავლულთა გარდაცვალებასთან ერთად.
gabisoniaმოეჭიდე ბეჭი არ ამოგივარდეს.
This post has been edited by ხუთკუნჭულა on 8 Nov 2014, 09:04