მეც ასე მგონია.
მოძრაობას რომ იწყებ, რაიმე დიდი იდეა უნდა გქონდეს. ჩვენ რამხელა იდეა გვაქვს? წელიწადში 25, ჰა და ჰა, 30-მილიონიანი? არ დავაფინანსოთ ეკლესია, დავაფინანსოთ სამაგიეროდ სოციალური ფონდები? შეიცვლება ამით რამე? საქართველოს ბიუჯეტი ბოლო წლებში სადღაც 7000 მილიონი ლარია, ანუ სადღაც 0,3 %-ზე გვაქვს პრეტენზია, საიდანაც რაღაც ნაწილი მართლაც ხმარდება სოც. დახმარებას.
ჩემი აზრით, 0,3% ძალიან პატარა იდეაა და მოძრაობა რომ დავიწყოთ, უფრო დიდი იდეა უნდა გვქონდეს, 10-20%-იანი მაინც!
მეტი სიცხადისთვის, რომ შევადაროთ, 2015 წ. ბიუჯეტის განაწილების დაახლ. 15-20%-ზე პრინციპულად ვერ თანხმდებიან დღევანდელი საქართველოს ორი ძირითადი ძალა _ მმართველი გუნდი და ოპოზიცია. ოპოზიცია წინა სახელისუფლებო გუნდის სახით დავობს, რომ 1 მილიარდი საგარეო ვალის აღება არის უპასუხისმგებლობა მომავალი თაობების მიმართ. 1 მილიარდი, სადღაც 9-მილიარდიანი დაგეგმილი ბიუჯეტის ფონზე, არის 10 %-ზე მეტი. თან პრობლემა ისაა, რომ ეს ვალი უმეტესად მთავრობის ჯიბეებს შეავსებს, ხოლო გადახდით კი უნდა გადაიხადონ ალბათ დღევანდელმა ბავშვებმა, როცა წამოიზრდებიან.
ასევე დავა მიდის იმაზე, რომ 5% დაგეგმილი ზრდა ეკონომიკისა არის ძალიან ცოტა. 6 და 8%-იანი ზრდა მიდიოდა წინა წლებში საქართველოში და ტემპის დაგდება ქვეყანას უკან მიაქანებს პლანეტის ფონზე. ანუ აქ ზრდის მთელ პროცენტებზეა საუბარი.
აგერ, რაც ვთქვი, ამის წყარო:
http://newposts.ge/?l=G&id=51325-%E1%83%91...%83%9A%E1%83%98 უკაცრავად პოლიტიკური ელფერის მქონე პოსტისათვის, მაგრამ იმედია გვესმის, რომ მოძრაობას ა პრიორი უკვე პოლიტიკური ელფერი აქვს.
ჩვენ ჩვენი 0,3%-იანი იდეით თავი სად უნდა გამოვყოთ, როცა ასეთი ტიტანების ბრძოლა მიდის? მესმის, რომ იდეის ხალხი ვართ და იდეა ერთ რამედა ღირს, მაგრამ მე მგონი ქართველი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და ამომრჩეველი გაცილებით უფრო დიდი მატერიალისტები არიან, ვიდრე ჩვენ ათეისტები.
მესმის, რომ მეცნიერების და განათლების განვითარებას ვგეგმავთ ეკლესიის დაფინანსების მოშლის პარალელურად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ხომ არ ჯობია, პირდაპირ მივაწვეთ იმ იდეას, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია?
This post has been edited by ლაბარნა on 4 Oct 2014, 11:03
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)