http://www.youtube.com/watch?v=pCu2YvQv05cუყურეთ იაღოველებო და მართლმადიდებლებო და იმათაც ვისაც აინტერესებს რას იძახიან იაჰოვას მოწმეები, მართალს თუ ცდებიან?
ძალიან საინტერესო ვიდეოა
* * *
1) არსებობს ერთი ღმერთი (ბიბლიის მეხუთე ტომი 6:4; 1 კორინთელთა 8:4; გალათელთა 3:20; ტიმოთი 2:5).
2) სამება შედგება სამი პირისგან (დაბადება 1:1, 26; 3:22; 11:7; ესაია 6:8, 48:16, 61:1; მათე 3:16-17, 28:19; 2 კორინთელთა 12:14). დაბადებაში 1:1 გამოყენებულია ებრაული არსებითი სახელის Elohim მრავლობითი ფორმა. დაბადებაში 1:26, 3:22, 11:7 და ესაია 6:8-ში გამოყენებულია მრავლობითი ნაცვალსახელი „ჩვენ“. სიტყვა Elohim და „ჩვენ“ მრავლობითი ფორმებია, რომლებიც ებრაულ ენაში გულისხმობს ორზე მეტ ადამიანს. ვინაიდან ეს არ არის სამების განმარტების ზუსტი არგუმენტი, ის გულისხმობს ღმერთის სიმრავლეს. ღმერთის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვა Elohim ნამდვილად ეხება სამებას.
ესაიას წინასწარმეტყველებაში 48:16 და 61:1 ძე საუბრობს, როდესაც მიუთითებს მამასა და სული წმიდაზე. შევადაროთ ესაია 61:1 ლუკას სახარებას 4:14-19 იმის დასადასტურებლად, რომ ძე საუბრობს. მათეს სახარებაში 3:16-17 აღწერილია იესოს ნათლისღების ფაქტი. ამ მონაკვეთში უფალი სული წმიდის სახით ეშვება ღვთის ძეზე, მაშინ როცა მამა ღმერთი აცხადებს ძეს მის საყვარელ ძედ. მათეს სახარებასა 28:12 და 2 კორინთელთა 13:14-ში მოცემულია სამების სამი სხვადასხვა პირების მაგალითები.
3) სამების წევრები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სხვადასხვა მონაკვეთებში. ძველ აღთქმაში, „უფალი“ განსხვავდება სიტყვისაგან „ღმერთი“ (დაბადება 19:24; ოსია 1:4). უფალს ჰყავს ძე (ფსალმუნი 2:7, 12; ანდაზები 30:2-4). სული განსხვავდება უფლისაგან (რიცხვები 27:18) და ღმერთისგან (ფსალმუნი 51:10-12). ძე ღმერთი განსხვავდება მამა ღმერთისგან (ფსალმუნი 45:6-7; ებრაელთა 1:8-9). ახალ აღთქმაში, იესო ესაუბრენა მამა ღმერთს მხსნელის, სული წმიდის გამოგზავნაზე (იოანე 14:16-17). აქ ვხედავთ, რომ იესოს საკუთარი თავი მამა ღმერთად ან სული წმიდად არ მიაჩნდა. უნდა გავითვალისწინოთ ასევე, რომ ყველა სხვა სახარებაში იესო ესაუბრება მამა ღმერთს. ელაპარაკებოდა ის თავის თავს? არა. ის ესაუბრებოდა სამების სხვა პირს - მამა ღმერთს.
4) სამების თითოეული წევრი ღმერთია. მამა ღმერთი (იოანე 6:27; რომალეთა 1:7; 1 პეტრე 1:2). ძე ღმერთი (იოანე 1:1, 14; რომალეთა 9:5; კოლოსელთა 2:9; ებრაელთა 1:8; 1 იოანე 5:20). სული წმიდა (საქმეები 5:3-4; 1 კორინთელთა 3:16).
ძე ღმერთი მოქმედია, რომლის საშუალებითაც მამა ღმერთი ახორციელებს შემდეგს: სამყაროს შექმნა და შენარჩუნება (1 კორინთელთა 8:6; იოანე 1:3; კოლოსელთა 1:16-17); საღვთო გამოცხადება (იოანე 1:1, 16:12-15; მათე 11:27; გამოცხადება 1:1) და ხსნა (2 კორინთელთა 5:19; მათე 1:21; იოანე 4:42). მამა ღმერთი ყველა საქმეს ძე ღმერთის საშუალებით აკეთებს, რომელიც მისი სახელით მოქმედებს.
და კიდევ ერთი დასტური იმისა ჩემო ძმებო და დებო ვისაც ნამდვილად არეული გაქვთ მათგან გონება ვინც არასწორედ გაწვდით ინფორმაციას რომ სამება არ არსებობს ან ძე ღმერთი არაა აი ნათლად ჩანს აქ ყველაფერი.
იოანეს გამოცხადება
თავი პირველი
10. ვიყავი სულით, კვირა დღეს, და მომესმა უკნიდან მგრგვინავი ხმა, საყვირის ხმის მსგავსი,
11. რომელმაც თქვა: მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი. რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე ასიის ეკლესიებს - ეფესოში, სმირნაში, პერგამონში, თიატირაში, სარდეში, ფილადელფიასა და ლაოდიკიაში.
12. მე მივბრუნდი, რომ მეხილა ხმა, რომელიც მესიტყვებოდა, და მიბრუნებულმა ვიხილე შვიდი სასანთლე ოქროსი,
13. ხოლო შვიდ სასანთლეს შორის - მსგავსება კაცის ძისა, რომელსაც ემოსა გრძელი მოსასხამი და მკერდს ერტყა ოქროს სარტყელი;
14. თავი მისი და თმანი - სპეტაკი, როგორც ქათქათა მატყლი და როგორც თოვლი, ხოლო თვალნი მისნი, როგორც ალი ცეცხლისა.
15. ფეხნი მისნი - ცეცხლში გავარვარებული ელვარე რვალი, ხოლო ხმა მისი, როგორც ზათქი მრავალი წყლისა.
16. მარჯვენა ხელში ეპყრა შვიდი ვარსკვლავი და მისი პირიდან გამოდიოდა მახვილი ორლესული, ხოლო სახე მისი, როგორც მზე, სხივმფინარი თავისი ძალით.
17. ვიხილე თუ არა, მის ფერხთით დავვარდი, როგორც მკვდარი, ხოლო მან თავისი მარჯვენა დამადო და თქვა: ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი;
18. აწ ცოცხალი, ვიყავი მკვდარი, და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე, და მაქვს კლიტენი ჯოჯოხეთისა და სიკვდილისანი.
ყველა ის მუხლი და ციტირება რაც კი წერია მოყვანილია შეიგიძლიათ გადაამოწმოთ თუ რას გულისხმობს და თქვენ თვითონ ნათლად დაინახავთ ყველაფერს. ამინ.
* * *
სამების შესახებ კიდევ ერთხელ დავწერ და ვისაც სურვილი გაქვთ ნამდვილად გაიგოთ წაიკითხეთ არაფერს ტყუილს არ დავწერ და ჩემით არაფერს ვამატებ. ყველაფერი წმიდა წერილის დაცვით და ციტირებით და მასზედ დაყრდნობით(სხვებისგან განსხვავებით არ ვიტყუები და არ ვცვლი არც ერთ სიტყვას წმიდა წერილისას)
"ელოჰიმ" (Elohim), ნაწარმოებია სიტყვიდან “ელი" (EL).აღსანიშნავია, რომ EL სიტყვა მხოლობითში დგას და Elohim კი მრავლობითის ფორმაა.
ანუ მამ ღმერთი ძე ღმერთი და სული წმიდა იყო დაუსაბამოდან ერთად და ერთნი და ერთად ერთი ღმერთი რომელმაც შექმნა სამყარო,წმიდა სამება.
სამება
თუ ვამბობთ, რომ მამა დასაბამია ძისა და უფრო დიდია, იმას წარმოვაჩენთ, რომ პირველობს იგი ძეს არა ჟამით, არა ბუნებით (რადგან მის მიერ შექმნა მან საუკუნეები), არცთუ სხვა რამით, არამედ – მიზეზობრივად. ეს ნიშნავს, რომ ძე მამისგან იშვა და არა მამა ძისგან, და რომ მამა ბუნებითად არის მიზეზი ძისა, ისევე როგორც ვამბობთ არა სინათლისგან ცეცხლის გამოსვლას, არამედ უმალ ცეცხლისგან – სინათლისას. ამიტომ, როდესაც გავიგონებთ, რომ მამა დასაბამია ძისა და უფრო დიდია მასზე, მიზეზობრივად უნდა გავიაზროთ ეს და როგორც არ ვამბობთ, რომ სხვა არსებისაა ცეცხლი, სხვისა კი – სინათლე, ამგვარადვე, შეუძლებელია ითქვას, რომ სხვა არსებისაა მამა, სხვისა კი – ძე, არამედ – ერთი და იმავესიასევე, როგორც ვამბობთ, რომ ცეცხლი ნათობს მისგან გამომავალი სინათლის მიერ და არ ვთვლით, რომ ცეცხლისეული სინათლე მისი მომსახურე იარაღია, არამედ – უმალ ბუნებითი ძალა, ამგვარადვე ვამბობთ, რომ ყოველივეს, რასაც მამა აკეთებს, მისი მხოლოდშობილი ძის მიერ აკეთებს, თუმცა არა როგორც მსახურებითი იარაღის მიერ, არამედ როგორც ბუნებითი და გვამოვნებითი ძალის მიერ. ასევე, ვამბობთ, რომ ცეცხლი ანათებს და კიდევ, ვამბობთ, რომ ცეცხლის სინათლე ანათებს. შესაბამისად, „ყოველივეს, რასაც აკეთებს მამა, მსგავსადვე აკეთებს ძეც“ (იოან. 5,19). მაგრამ სინათლე არ ფლობს საკუთარ, არაცეცხლისეულ გვამოვნებას, ხოლო ძე სრული გვამოვნებაა, მამისეული გვამოვნებისგან განუყოფელი, როგორც ეს ზემოთ ცხადვყავით. შეუძლებელიც არის შესაქმეში იმგვარი ხატის პოვნა, რაც თავის თავში უცვლელად წარმოაჩენდა წმინდა სამების გვარს. მართლაც, როგორ შეიძლება, რომ შექმნილმა, შედგენილმა, წარდინებადმა, ცვალებადმა, გარეშეწერილმა, აღნაგობის მქონემ და ხრწნადმა ნათლად ცხადყოს ის, რაც ყოველივე ამისგან თავისუფალია, – ზეარსი საღვთო არსება? აშკარაა, რომ ყოველი ქმნილება ზემოთქმულთაგან უმრავლესს ექვემდებარება და ყოველი მათგანი თავისი ბუნებით ხრწნადობას არის დამორჩილებული.
ისევე, როგორც ერთობლივია ცეცხლი და მისეული სინათლე, და არა ისე, რომ ჯერ – ცეცხლი, შემდეგ კი – სინათლე, არამედ – ერთობლივად, ამასთან, როგორც ცეცხლისგან მარადშობილი სინათლე მარადის არის მასში და არანაირად არ განეყოფა მას, ამგვარადვე იშვება მამისგან ძეც, არანაირად განყოფილი მისგან, არამედ მარადის მასში მყოფი. მაგრამ ცეცხლისგან განუყოფლად შობილ და მარადის მასში მკვიდრ სინათლეს არ აქვს საკუთარი, არაცეცხლისეული გვამოვნება, რადგან იგი ცეცხლის ბუნებითი თვისობრიობაა, მაშინ როცა ღვთის მხოლოდშობილ ძეს, მამისგან შობილს განუყოფლად და განუცალკევებლად და მარადის მასში მკვიდრს, აქვს საკუთარი, არამამისეული გვამოვნება. ამიტომ იგი სიტყვად და გამოცისკრებად ითქმის, რადგან შეწყვილების გარეშე, უვნებოდ, უჟამოდ, წარუდინებლად და განუყოფლად არის ნაშობი მამისგან. ითქმის, აგრეთვე, ძედ და მამისეული გვამოვნების ხატად, რადგან სრულია, გვამოვნებითია და ყოვლითურთ მსგავსია მამისა, უშობელობის გარდა. ითქმის მხოლოდშობილად, რადგან ის, მხოლო, მხოლო მამისგან მხოლოობითად იშვა, რამეთუ არ ჰგავს სხვა შობა ღვთის ძის შობას, არ არსებობს რა ღვთის სხვა ძე. თუმცა სულიწმინდაც მამისგან გამოდის, მაგრამ არა შობითად, არამედ გამოსვლითად. სხვა არის ამ მყოფობის გვარი, აღუქმელი და უცოდნელი, ისევე როგორც – ძის შობა. ამიტომაც, ყოველივე, რაც მამას აქვს, მისია, გარდა უშობელობისა, რაც არ ნიშნავს არსების განსხვავებას, არც ღირსებისას, არამედ მყოფობის გვარს, ისევე როგორც ადამი, რომელიც უშობელია, რადგან შენაქმნია ღვთისა, და სეითი, რომელიც ნაშობია, რადგან ადამის ძეა, და ევა, რომელიც ადამის გვერდიდან არის გამოსული, რადგან არ შობილა იგი, არათუ ბუნებით სხვაობენ ურთიერთისგან, რამეთუ ადამიანები არიან, არამედ – მყოფობის გვარით.
მამა უმიზეზოა და უშობელი, არ არის რა იგი არავისგან. თავისი თავისგან აქვს მას არსებობა, რადგან არათუ სხვისგან აქვს, რაც აქვს, არამედ უმალ თვით არის ბუნებითად დასაბამი და მიზეზი ყოველივესთვის მათი არსებობის რაგვარობისა.
ძე მამისგან არის შობითად, სულიწმინდაც, ისიც, მამისგან არის, მაგრამ არა შობითად, არამედ გამოსვლითად, რომ არის განსხვავება შობასა და გამომავლობას შორის, ეს გვისწავლია, ხოლო თუ რა არის განსხვავების გვარი – არანაირად, თუმცა ერთდროულია მამისგან ძის შობა და წმინდა სულის გამოსვლა.
ამიტომ, ყოველივე, რაც აქვთ ძეს და სულს, მამისგან აქვთ, – თვით არსებობაც, თუ არ არის მამა, არ არის არც ძე, არც სული. და თუ არ აქვს მამას რაიმე, არ აქვს იგი არც ძეს, არც სულს; მამის გამო, ესე იგი, მამის არსებობის გამო არსებობს ძე და სული; მამის გამო აქვთ ძეს და სულს ყოველივვ, რაც აქვთ, ესე იგი, – იმის გამო, რომ მამას აქვს ეს ყოველივე, – გარდა ეშობელობისა, შობისა და გამომავლობისა. მხოლოდ ამ გვამოვნებითი თვისებებით განსხვავდება ურთიერთისგან სამი წმინდა გვამოვნება, რომლებიც განუყოფლად განიყოფებიან საკუთარ გვამოვნებათა ხატოვნებითობით და არა არსებით.
ჭეშმარიტად ერთია ღმერთი, – ღმერთი, მისი სიტყვა და სული.
მაგალითად, პეტრე გამიჯნულია პავლესგან. მაგრამ საერთოობა, შეკავშირებულობა და ერთიანობა აზრითა და გონებით განიჭვრიტება, რადგან გონებით მოვიაზრებთ, რომ პეტრე და პავლე ერთი ბუნებისა არიან, რომ მათ ერთი საერთო ბუნება აქვთ.მათი გვამოვნებანი ურთიერთში როდი არიან, არამედ – თითოეული განკერძოებით და ცალკე თავისთვის არის გამოყოფილი,აღნაგობით, ნათვისობით, აგებულებით, ღირსებით, საქმიანობით და ასე, ყველა სხვა ნიშანდობლივი თვისებით, მაგრამ ყველაზე უფრო კი იმით, რომ განცალკევებით არსებობენ და არა ურთიერთში. ამიტომ ითქმის ორი, სამი ანდა მრავალი ადამიანი.
მაგრამ წმინდა,ზეარსი, ყოვლის მიღმიერი და აღუქმელი სამების შესახებ პირიქითაა, რადგან იქ საერთოობა და ერთიანობა საქმით განიჭვრიტება თანამარადიულობის გამო, აგრეთვე არსების, მოქმედებისა და ნების იგივეობის, განზრახულებითი ერთსულოვნების ხელმწიფობის, ძალის, სიკეთის იგივეობის მიხედვით. არ ვამბობ მსგავსებას არამედ – იგივეობას, და მოძრაობის ერთ გამოშლას, რადგან ერთი არსებაა იგი, ერთი სიკეთეა, ერთი ძალაა, ერთი ნებელობაა, ერთი მოქმედებაა, ერთი ხელმწიფობაა, ერთი და იგივეა და არათუ სამი მსგავსია ურთიერთში, არამედ ერთი და იგივეა მოძრაობა სამი გვამოვნებისა, რამეთუ თითოეული მათგანი არანაკლებ ერთია მეორის მიმართ, ვიდრე თავისი თავის მიმართ; ესე იგი, ყოვლითურთ ერთია მამა, ძე და წმინდა სული, გარდა უშობლობისა, შობისა და გამომავლობისა. „მე მამაში ვარ და მამა ჩემში“ (იოან. 5,11).
ერთი მამაა მამა, დაუსაბამო, ესე იგი, უმიზეზო, რადგან არავისგან არ არის; ერთი ძეა ძე, მაგრამ არა დაუსაბამო, ესე იგი, არა უმიზეზო, რადგან მამისგან არის იგი, ხოლო თუ ჟამიერ დასაბამს იგულისხმებ, ისიც დაუსაბამოა, რადგან ჟამთა შემოქმედი ჟამის ქვეშ ვერ იქნება. ერთი სულია სულიწმინდა, მამისგან გამომავალი, მაგრამ არა ძეობითად, არამედ გამოსვლითად. არც მამა განშორებია უშობლობას, რადგან შვა, არც ძე – შობას, რადგან უშობელისგან იშვა (ან კი როგორ განეშორებოდა?), არც სული შეცვლილა მამად ან ძედ, რადგან გამომავალია და რადგან ღმერთია. თვისება უძრავია. ანკი როგორღა შენარჩუნდებოდა თვისება, თუ მოძრავი იქნებოდა იგი და ცვალებადი? მართლაც, თუ მამა ძეა, არ ყოფილა იგი საკუთრივ მამა, რადგან საკუთრივ მამა ერთია. ასევე, თუ ძე მამაა, არ ყოფილა იგი საკუთრივ ძე, რადგან ერთია საკუთრივ ძე და ერთია სულიწმინდა.
გვმართებს ვიცოდეთ, რომ მამას არ ვამბობთ ვინმესგან მყოფად, არამედ ვამბობთ მას ძის მამად. ძეს არ ვამბობთ არც მიზეზად, არც მამად, არამედ ვამბობთ მას მამისგან და მამის ძედ. სულიწმინდასაც მამისგან ვამბობთ და მამის სულად ვუწოდებთ მას. არ ვამბობთ სულს ძისგან, მაგრამ ძის სულად ვუწოდებთ მას, რადგან საღვთო მოციქული ამბობს. „ვისაც არ აქვს ქრისტეს სული, ის არ არის მისი“ (რომ 8,9). ვაღიარებთ, აგრეთვე, რომ ძის მიერ განგვეცხადა და წილად გვებოძა იგი ჩვენ, რადგან თქმულიაა, შთაჰბერა და უთხრა მის მოწაფეებს „მიიღეთ სულიწმინდა“ (იოან. 20,29), – იმგვარად, როგორც მზისგან არის სხივი და გამობრწყინება, რადგან მზეა წყარო სხივისა და გამობრწყინებისა, და ეს გამობრწყინება, რაც განგვანათლებს ჩვენ და რისი წილმქონეც ვართ, წილად გვებოძება სხივის მიერ. თავის მხრივ, ძე არ ითქმის არც სულისად, არც სულისგან.
This post has been edited by beglara on 12 Nov 2014, 04:40