
შენ ათეისტი ხარ და ამდენი რელიგიური შოუების გადამკიდე შენ თვითონ არ ხარ ბოლომდე დარწმუნებული შეპყრობილობის არარსებობაში და ეხლა წარმოიდგინე ფანატიკოსი მორწმუნე ქალბატონი, რომელსაც თავში (მაგალითად) რაიმე სექსუალურმა ლტოლვამ გაურბინა, რა დონის დარწმუნებულია, რომ ეშმაკი შეუჩნდა.

მეტისმეტად დაბალი თვითშეფასება+ რელიგიური მსახურების ფანატიკური რწმენა+საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი... როგორც წესი ესენია ხოლმე ძირითადი მიზეზი ფსიქოლოგების ახსნით. შიგადაშიგ ემატება სხვა პირობებიც კონკრეტულ შემთხვევებში. არის ბლომად მასალები უცხოურ ენებზე.
ჯერ მარტო დეტალებს დააკვირდი, შუა ღმუილშია და მაკოცეო მღვდელი ეუბნება, კოცნის წყნარად და ისევ ღმუილს იწყებს, მერე ისევ კოცნის

ან რაღა ყველა ენა ესმის ამ ეშმაკს? ან რაღა ყველანაირი რელიგიური ლოცვის კითხვისას განიდევნება? აგერ მუსლიმებიც ფოკუსნიკობენ ზემოთ ვიდეოებში. არადა მგონი კათოლიკეებმა თუ პროტესტანტებმა საერთოდ აკრძალეს ეგზორციზმი. მოკლედ არასერიოზულია რა.