შენც გაინტერესებდა ჩემი ისტორია და აჰა დაგთაგავ ბარემ
nodarieარა არა.
კაი გეტყვი. დავიბადე სრულიად ჯანმრთელი. მაქვს კარგი აღნაგობა, მამაჩემიც მაღალია 1.78 ვარ სიმაღლეში. გარეგნულადაც საშუალოზე ცოტა უკეთესად ვთვლი ჩემს თავს. არც მსუქანი არ ვარ, არც კეხიანი ცხვირი არ მაქ და არც თავგასიებული არ ვარ.
ფეხბურთს ვთამაშობდი ხოშიანად, 8 კლასამდე. მერე მალე გავიზარდე სიმაღლეში და ხერხემლის ზურგის კუნთები არმქონდა სათანადოდ განვითარებული ამიტომ მოხრა დავიწყე. ეს ხერხემლის პრობლემა ბავშვობაშიც მქონდა მაგრამ ძალიან უმნიშვნელო თვალით უხილავი მარტო ექიმი თუ მიხვდებოდა რამეს. მერე გავიზარდე, დედაჩემი და მამაჩემი დაშორდნენ ერთმანეთს არავინ არ მომაქცია ყურადღება. ერთმანეთს ეომებოდნენ. ხოდა ეხლა მაქვს სქოლიოზი და კიფოზი. სქოლიოზი მაქვს 15 გრადუსი ეს ბევრი არაფერი არაა მარა კიფოზი არის დედა მოდღნული დაავადება. ანუ რო ვსწორდები , მითუმეტეს ტანსაცმელში არაფერი მეტყობა მარა რომ გავიხადო ტანსაცმელი და მოვიხარო უკან ხერხემალი მებერება კუზივით.
სიმაღლეში მაკარგინებს 10 სანტიმეტრს. ამას ემატება კუნთების ტკივილი. ეხლა ხერხემალი, რომ არის მოხრილი ნეკნებიც მოხრილია. აწვება ორგანოებს ანუ მომავლის პერსპექტივა არ მაქ, გულზე ან რაიმე ორგანოზე მაინც დამენძრევა 20-30 წელიწადში.
ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ , იმასაც რომ არ მივაქციო ყურადღება , რომ ფეხბურთისთვის მომიწია თავის დანებება არადა ნორმალური შედეგები მქონდა. იმასაც რომ თავი დავანებოთ, რახან ფეხბურთზე ვიყავი გადართული სწავლით თავი არ მომიკლია და ამიტომ მომავლის პერსპექტივაც არ მაქვს. გარეგნულად მაგრად მიტეხავს , ჩაცმულზე არა მარა გახდილზე მეტყობა და ჩემნაირი პრობლემა რომ ქონდეს გოგოს მე არ შევხედავდი. მარტო მაგაშიც არაა საქმე კიდე ათასი პრობლემა მაქ . ფულს არ ვგულისხმობ, ფული ბლომად აქვთ ჩემი ოოჯახის წევრებს, მაგრამ უყურადღებობის გამო ესეთ მდგომარეობამდე მოვედი.
მერე 4 წლის წინ დავდიოდი ვარჯიშებზე და მასAჟებზე, გამომიყვანეს ვერ გაგასწორეს 1 თვეშიო. ვის გაუგია 1 თვეში ხერხემალში გასწორება? მე მარტო იმიტომ უნდა მევლოვ არჯიშებზე რომ მეტი აღარ მოვხრილიყავი. ხოდა ვითომ უკეთესი უნდოდათ ჩემთვის და ამ უკეთესის ძებნაში საუკეთესო დამაკარგინეს. საუკეთესო წლები !
ყველა ექიმს , მასაჟისტს და ფიზიოთერაპევტს იწუნებდნენ ხოდა მოვედი ეხლა ესეთ მდგომარეობამდე.
თავის თავზე არავინ არ აგებს პასუხს.
დედაჩემი მამაჩემს აბრალებს, მამაჩემი დედაჩემს

და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ მამაჩემი ექიმია
დასასრული.
ჭირი იქა, ლხინი აქა
ქატო იქა, ფქვილი აქა
absurdist