რა ფაქტები დაგიდო?
ღმერთის მიზანი არ არის მატერიაში ფაქტებით გამომჟღავნება
ღმერთის მიზანი ადამიანის გულის შეცვლაა
ღმერთის მოქმედების ასპარეზი ადამიანის შინაგანია და არა გარეგანი
ღმერთი ცვლის ადამიანს
ღმერთის მიერ შეცვლილი ყოველი ადამიანია ფაქტი
სხვა ფაქტს ვერ დაგიდებ
ან დაგიდებ ჩემს საკუთარ თავს
მე ვარ დასტური ღმერთის არსებობისა
ის რომ მე დღეს ვარ ცოცხალი ადასტურებს რომ ღმერთი არსებობს
უფრო კონკრეტულადაც შემიძლია რომ გითხრა მაგრამ ეგ დროს წაიღებს და ფორუმზე ვერ ავხსნი
თუ გინდა შემხვდი და მოგიყვები
მაგრამ არ გინდა შენ
შენ გადაწყვეტილება მიღებული გაქვს უკვე

ასე რომ ნუღარ წვალობ
დასჯერდი შენს გადაწყვეტილებას თუ მყარი ხარ მაგაში
თუ არა და ნუ აძლევ ეჭვებს წვალების საშუალებას
უბრალოდ მიენდე ღმერთს და თუ მისი ძიება გაქვს გულში, აუცილებლად მოვა
მოვა რა, მოსულია. უბრალოდ ადამიანებს უჭირთ ამის დაჯერება
არსად წასვლა არ არის საჭირო
არც რომელიმე ეკლესიაში
და არც სხვაგან
შენთან არის, შენს გულში და გინდა ახტი, გინდა დახტი