რა თქმა უნდ არსებობს, ადამიანია ამის მტკიცებულება, უბრალოდ კარგი დაკვირვებაა საჭირო...
ადამიანი ხომ არაა მხოლოდ ფიზიკური სხეული ანუ მხოლოდ მოლეკულები ან ატომებისგან შემდგარი,
მას აგრეთვე გააჩნია ზრდის და ფორმირების ძალა, რაც მცენარესაც აქვს და ამით მცენარე ცოცხალ მატერიად
ითვლება და არა მხოლოდ მინერალურისგან არის შექმნილი, მას ახასიათებს ზრდადობა და ფორმირება,
ყოველ მცენარეს თავისი ფორმა და ზომა აქვს, ადამიანიც იზრდება და ფორმირდება ამას ქვია მაცოცხლებელი
ძალა ან ენერგია, რომელსაც პირობითად ეთერულ სხეული ქვია.. ადამიანს აგრეთვე გააჩნია უფრო ფაქიზი რამ
თავის თავში, რაც ცხოველშიც არის ეს არის გრძნობები და ვნებები, ეს ქმნის ხორციელს, რომელიც ცხოველს
მცენარისგან განასხვავებს და ამას ქვია სამშვინველი, ადამიანშიც არის არა მარტო მცენარის ფუნქცია არამედ
ცხოველისაც, მაგრამ ადამიანს აქვს კიდევ უფრო მეტი რამ რაც არც ცხოველს და არც მცენარეს არ გააჩნია,
ეს არის მისი, მეობა და ცნობიერება, რომლის საშუალებით ის მეტყველებს და შეუძლია ბევრად უფრო მეტი
ვიდრე ცხოველს, ამას სულს ეძახიან, გინდაც სხვა რამე დაარქვან, კვანტები თუ რაიმე ენერგია, მაგრამ ამის
არსებობას ვერ უარყოფ, რომ ადამიანი მხოლოდ ფიზიკური სხეული არაა ანუ მინერალებისგან შემდგარი რამ,
მასე რომ იყოს ანალოგიურს დიდიხანია შექმნიდენ, სწორედ ეს ეთერული, მშვინვიერი და სულიერია საჭირო
ადამიანი რომ შეიქმნას, გენტექნიკით რასაც ქმნიან ეს არაა ხელოვნური ისინი ქალისგან იღებენ ქვერცხუჯრედებს
და კაცის სპერმით ანაყოფიერებენ, ლაბორატორიულ პირობებში, ხოდა გარკვეული ზემოქმედებით ცვლილებები
შეაქვთ ამით სურთ რომ თქვან რომ ადამიანი ხელოვნურად შექმნეს არადა იმ ყველაფერს ადამიანისგან იღებენ,
უფრო მეტიც ისინი ბევრ ბოროტ მეთოდებსაც მიმართავენ, ჯერ ქალში ახდენენ განაყოფიერება უფრო ბუნებრივი
რომ იყოს და მერე ემბრიონი ამოჰყავთ და ზემოქმედებენ, ამით ადამიანის სული ტყუვდება და მოდის მათ ხელში,
ეს არაა ხელოვნური ადამიანი სუფთად მატერიიდან შექმნილი, მოლეკულებით თუ ატომებით, ისინი დიდი ტყუილით
აკეთებენ ფულს, იმ ვითომდა ხელვნურად შექმნილ ადამიანებს მერე ორგანოებად ჭრიან და იყენებენ...
ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ვერ იქმნება ვერც მცენარე, ვერც ცხოველი და ვერც ადამიანი იმ უხილავი
სხეულების გარეშე რაც მატერიალური აღარაა, რაც ადამიანს ზრდად და ფორმად ქმნადად აქცევს, რაც მას გრძნობებს
მიცემს და რაც მას ცნობიერად მოაზროვნეთ წარმოაჩენს.. არადა ამის არსებობა ფიქსირდება, თუნდა აზრები ავიღოთ
ხომ არსებობს აზრები, არადა თუ ეს მატერიაა მაშ შექმნან აზრები ან დააფიქსირონ, მათ მხოლოდ ადამიანის ნერვიული
სისტემის დაზიანება შეუძლიათ ამით თვლიან რომ აზრებზე იმოქმედეს, ისინი სხეულზე ანუ მატერიალურ ნაწილზე
ახდენენ მხოლოდ ქმდებას, ადამიანის გრძნობები დაკავშირებულია ამ ნერვიულ სისტემასთან და ტკივლის განცდაც
ამიტომ აქვს როცა ფიზიკურ სხეულზე ზემოქმედებენ, აბა ავტომანქანას მოტორი რომ გაუთიშო ის გაფუჭდება მაგრამ
ტკივილის განცდა არ ექნება, არც აზროვნებას დაკარგავს, რაც არა აქვს როგორ დაკარგავს.. ასე რომ ეს აშკარად ჩანს
ადამიანი რომ არაა რაიმე მატერიალური ქმნილება ანუ მხოლოდ მინერალებისგან შემდგარი რამ.. არც მცენარე და
არც ცხოველია მხოლოდ მინერალური სამყარო ისინი მოიცავენ მინერალურს ანუ ხილულ მატერიას.. მათ აქვთ
უფრო მეტი თავის თავში და აი ამის არ დანახვას ცდილობენ ათეისტები, არადა არაორგანულიდან ორგანულის მიღებაც
კი არ შეუძლიათ, უბრალოდ სპეკულირებენ.. ეხლა კვანტური მექანიკის მეშვეობით, მგონი ხვდებიან რომ სხვა სამყაროებიც
არსებობს და ზემატერიებიც.. არადა უბრალო დაკვირვება ადამიანზე ამტკიცებს ამ უხილავის არსებობას, ისევე როგორც
აზრების არსებობას ვერ უარყოფ, იმ მიზეზით რომ არ იციან რა მასალისგან შესდგება აზრები, სულის არსებობასაც
ვერ უარყოფ თუ დააკვრიდი კარგად და დაინახე, რომ ადამიანში არის ის რაც განასხვავებს მას თუნდაც ცხოველისგან,
საერთო რომ ბევრი აქვს ადამიანს მარტო ამის დაფიქსირება ხომ არაა საქმე, სხვაობის დანახვაა საქმე.. ნუთუ არ ჩან ეს?
* * *
სულის არსებობის მტკიცება დაკვირვების ამბავია და ადვილი ლოგიკითაც კი ჩანს...
აი თუ რა ხდება სულიერ სამყაროში ან როგორ მოდიან სულები სხეულში და როგორია
ადამიანის აურა ამის მტკიცება უფრო ძნელია, ნათელმხილველი ხედავს ამას მაგრამ
სხვები ვერ ხედავე, ეს იგივეა რომ დაბადებით ბრმა ადამიანს რომ დაუჯდე და აუხსნა
ფერები როგორ გამოიყურებიან, ხო ძნელია სიტყვებით მან გაიგოს თუ როგორია ლურჯი
ფერი ან წითელი თუ ყვითელი? მას თვალი უნდა აეხილოს რომ შეძლოს დანახვა...
ეს ბრმის შემთხვევაში ხშირად შეუძლებელია, მაგრამ ნათელხილვის მიღწევა კი
ყველასთვის ,
ხელმისაწვდომია თუ მოინდომებს კაცი...
This post has been edited by Artist on 30 May 2015, 02:09