Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(14)
« პირველი
...
7
8
[9]
10
11
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ბიბლიური ღმერთის შეცდომები
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10400
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10
#43628544
· 1 Feb 2015, 16:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლოგიკⒶ
QUOTE
ვაუ რა კეთილია ბიბლია მონას ბატონის სიყვარულს ასწავლის და ბატონს მონის სიყვარულს... შენი შვილი რომ მონად მიყიდო ბატონს და ერთმანეთი ძალიან უყვარდეთ ეს ნორმალურია შენი აზრით? და ამ სიყვარულში უნდა ემსახუროს ბატონს ხოლო თუ არ მოემსახურება დაისჯება
ეტყობა არ მისმენ რასაც გეუბნები ....გამოდის ერთ ადგილს ვტკეპნით
სისტემაა იყო ასეთი და ამაში არაფერი წვლილი არ მიუძღვის უფალს ........ადამიანებმა შექმნეს ასეთი სისტემა რომ ერთი უნდა ყოფილიყო ბატონი და მეორე ყმა ....მართლა ვერ ხვდები რასაც გიხსნი? ......
დღესაც არის მაგდაგვარი სისტემა ...ერთი არის ბრძანებელი და მეორე მოსამსახურე და ჩვეულებრივად ვიღებ ამ ამბავს ......ჩემი უფროსი ეხლა რესტორანშია და ქეიფობს და მე ხვალ თუ არ დავახვედრებ გაკეთებულ სამუშაოს დამსჯის
მაგრამ ძალიან კმაყოფილი, რადგან კარგად მექცევა ....როდესაც ამა თუ იმ სამუშაოს გავართმევ თავს პრემიებითაც მაჯილდოვებს ......მაგრამ ერთხელ ვიზარმაცე და 10 დღის ხელფასი დამაკლო ......
და ის რომ 10 დღის ხელფასი დამაკლო ჩემი ზარმაცობის გამო დავადანაშაულო ღმერთი არის სასაცილო და უაზრობა ........
ის მონობის ინსტიტუტი რომელიც ნივთად თვლიდა ბატონი, დღეის გადასახედიდან არის ცუდი .......მაგრამ ადამიანების მიერ შექმნილმა სისტემამ, ღმერთს დააბრალო არის სასაცილო
ადრე ბატონი სცემდა ზარმაც და უქნარა მონას ...ხოლო ეხლა 10 დღის ხელფას აკლებს და ყველაზე უარესი სამსახურის გარეშე დატოვებს .....ადრე ცემა იყო, ეხლა ცემა აღარ შეიძლება (ესეც ასეთი სისტემააააა) და სხვა სადამსჯელო სისტემაააა (საყვედური, 10 დღის ხელფასის დაქვითვა, სამსახურიდან დათხოვნა)
შენ მსჯელობ დღევანდელი გადასახედიდან სადღაც 5000 წლის წინ რა იყო .....
მოდი ვიმოგზაუროთ დროში და გადავიდეთ 5000 წლის წინ
მე ვარ მონა და შენ ბატონი .....შენ ხარ ძალიან კეთილი ბატონი კარგად მექცევი, საჭმელს მაჭმევ, მაქებ ჩემი მუშაობით, ...მეც კარგი მონა ვარ რადგან დამჯერე ვარ, ყველაფერს დროულად ვაკეთებ და ყველგან გავიძახი რომ ძალიან კარგი ბატონი მყავსთქო .....ხოდა ერთხელ ავიშვი, დავლიე, ვიზარმაცე და მაგარი თავხედი მონა გავხდი .....შენ რას იზამ? კარგადაც დამსჯი, პატარა ჭკუის გაკვეთილებსაც მასწავლი, პატარასაც მიმბერტყავ და ისევ გონს მომიყვან რომ საქმე გავაკეთო
სხვანაირად როგორ აგიხსნა მართლა აღარ ვიცი ....ან მართლა ვერ იგებ ან კიდევ ძალად არ გინდა რომ გაიგო
This post has been edited by
lasha kakauridze
on 1 Feb 2015, 16:52
--------------------
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება
***
სადაც სიტყვა 'ყველას' წააწყდები პირდაპირი გაგებით კი ნუ იგეფ რო ყველა იგულისხმება. (c) დაისი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
stylee
Crazy Member
ჯგუფი: Members
stylee
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2303
წევრი No.: 195781
რეგისტრ.: 28-December 14
#43628616
· 1 Feb 2015, 16:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
გადარჩენა არც მართლმადიდებოლობაშია,არც იაღოველობაში და არც სხვა რომელიმე რელიგიის მიმდევრობაში,გადარჩენა არის ღმერთში,უფალ იესო ქრისტეში!
რელიგია ყველაზე მეტად აცილებს ადამიანს ღმერთისგან.უნდა იარო ეკლესიაში,ილოცო და ვსო...აქ მთავრდება შენი ალფაც და ომეგაც.
რელიგია არის ღმერთის სწავლების ( ნათლობა, ზიარება, მარხვა და სხვა საიდუმლოებები) აღსრულება. რანაირად აცილებს ღმერთს? თუ პირიქით.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლოგიკⒶ
ჯგუფი: Members
ლოგიკⒶ
ჯგუფი: Members
წერილები: 4368
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14
#43629603
· 1 Feb 2015, 18:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lasha kakauridze
ესეიგი შენ ვერ ხედავ სხვაობას იმ სიტუაციებს შორის როდესაც შენი ნებით მიდიხარ გასამრჯელოს ასაღებად და მუშაობ ხოლო თუ რაღაც არ გაწყობს ან სხვა სამსახურს პოულობ ან შენთვითონ უვლი შენს თავს ამასა და იმ სიტუაციას შორის როდესაც მონა ხარ და არანაირი უფლება არ გაქ?
ვინ შექმნა ეგ სისტემა მონებს ვინმე ეკითხებოდათ როგორი სისტემა ყოფილიყო? ამერიკულ ტომებსაც ქონდათ ისეთი სისტემა შექმნილი რომ მუდმივი სისხლის ჩანჩქერი უნდა ყოფილიყო და 20 წუთში ერთხელ ერთ ადამიანს კლავდნენ მაგრამ ამის გამო ღმერთს არავინ არ ადანაშაულებს აი ძველ აღთქმაში ამის წახალისება რომ ყოფილიყო მაშინ დაადანაშაულებდნენ ისევე როგორც ეხლა ვადანაშაულებთ მონობის წახალისებისთვის
ადამიანის შექმნილია თუ უცხოპლანეტელის ეს ვერ იქნება იმის გამართლება რომ ღმერთი არ შეეწინააღმდეგა და არასად არ ახსენა რომ თქვენი სისტემა ამორალური და ცუდიაო... როგორც მინიმუმ ეს იმას ნიშნავს რომ დღევანდელი გადმოსახედიდან ახალი აღთქმა ზოგიერთ საკითხში ამორალურია... ნებისმიერმა საღად მოაზროვნე ადამიანმა რომ შეიტანოს ბიბლიაში შესწორებები და ჩაწეროს მონის ყოლა ამორალურიაო ბიბლია უკეთესი გახდება ვიდრე იგი დღესაა
ღმერთის კარნახით დაწერილი მოძღვრებები რატომ უნდა გახდეს უფრო მორალური თუ ჩვოულებრივი გონებადახშული მომაკვდავი ადამიანი შეიტანს მასში რაღაც ცვლილებას?
--------------------
People live their lives bound by what they accept as "correct" and "true". That's what they call "reality" However correct and true are nothing but vague terms. Their reality could turn out to be an illusion.
ლოგიკა ცოდნის შედეგად მოდის, შენი ლოგიკის არეალი იმდენად პატარაა, რამდენადაც შენი ცოდნა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10400
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10
#43630336
· 1 Feb 2015, 20:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლოგიკⒶ
QUOTE
ესეიგი შენ ვერ ხედავ სხვაობას იმ სიტუაციებს შორის როდესაც შენი ნებით მიდიხარ გასამრჯელოს ასაღებად და მუშაობ ხოლო თუ რაღაც არ გაწყობს ან სხვა სამსახურს პოულობ ან შენთვითონ უვლი შენს თავს ამასა და იმ სიტუაციას შორის როდესაც მონა ხარ და არანაირი უფლება არ გაქ?
ვხედავ როგორ ვერ ვხედავ მაგრამ იქ ეგეთი სისტემაააა და აქ ასეთი სისტემა .......გაიგე? ვერა რა თქმა უნდა .....შეიძლება 2000 წლის მერე ვიღაცას ეს ჩვენი სისტემა არ მოსწონდეს და შენაირად ღმერთს ადანაშაულებდეს
QUOTE
ვინ შექმნა ეგ სისტემა მონებს ვინმე ეკითხებოდათ როგორი სისტემა ყოფილიყო?
ადამიანებმა შექმნეს ......მე შეიძლება რომელიმე კანონი არ მომწონს და არც არავის უკითხავს მომწონს თუ არა ......
QUOTE
ამერიკულ ტომებსაც ქონდათ ისეთი სისტემა შექმნილი რომ მუდმივი სისხლის ჩანჩქერი უნდა ყოფილიყო და 20 წუთში ერთხელ ერთ ადამიანს კლავდნენ მაგრამ ამის გამო ღმერთს არავინ არ ადანაშაულებს აი ძველ აღთქმაში ამის წახალისება რომ ყოფილიყო მაშინ დაადანაშაულებდნენ ისევე როგორც ეხლა ვადანაშაულებთ მონობის წახალისებისთვის
კარგი რა რა შედარებას აკეთებ? .....
QUOTE
ადამიანის შექმნილია თუ უცხოპლანეტელის ეს ვერ იქნება იმის გამართლება რომ ღმერთი არ შეეწინააღმდეგა და არასად არ ახსენა რომ თქვენი სისტემა ამორალური და ცუდიაო
აჰა ინებე
1 მეფეთა თავი 8
1. როცა მოხუცდა სამუელი, ისრაელის მსაჯულებად თავისი შვილები დაადგინა.
2. მის პირმშოს სახელად ერქვა იოველი, ხოლო უმცროსს - აბია; ბეერ-შებაში მსაჯულობდნენ ისინი.
3. არ გაჰყვნენ შვილები მამის გზას, ანგარებას მისდევდნენ, ქრთამს იღებდნენ და სამართალს ამრუდებდნენ.
4. შეიკრიბა ისრაელის უხუცესობა და მივიდა სამუელთან რამათს.
5. უთხრეს: შენ მოხუცდი, შენი შვილები კი არ მიჰყვებიან შენს გზას.
დაგვიდგინე ახლა მეფე
, რომ სხვა ხალხების წესისამებრ განგვსჯიდეს.
6. არ მოეწონა ეს ამბავი სამუელს, როცა თქვეს, მეფე მოგვეციო მსაჯულად. მაშინ შეევედრა სამუელი უფალს.
7. უთხრა უფალმა სამუელს: შეისმინე ხალხის ყოველი სიტყვა, რასაც გეტყვის, რადგან შენ კი არ უარგყვეს,
არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ
.
8. როგორც იქცეოდნენ იმ დღიდან, როცა ეგვიპტიდან გამოვიყვანე, დღემდე, როცა დამივიწყეს და უცხო ღმერთებს დაემონენ, ასევე გექცევიან შენც.
9. ახლა შეისმინე მათი სიტყვა,
ოღონდ გააფრთხილე და აუხსენი უფლებები მეფისა, რომელმაც მათზე უნდა იმეფოს
.
10. უთხრა სამუელმა უფლის სიტყვები ხალხს, მეფეს რომ მოითხოვდნენ მისგან.
11. უთხრა: აი, რა უფლებები ექნება მეფეს, რომელიც იმეფებს თქვენზე:
წაიყვანს თქვენს შვილებს და თავის ეტლებთან და ცხენებთან დაიყენებს და ირბენენ მისი ეტლის წინ.
12.
დანიშნავს მათ ათასისთავებად და ორმოცდაათისთავებად,
თავის ყანის მხვნელებად და თავისი სამკალის მოსამკელად, თავისი საბრძოლო საჭურველისა და ეტლების მკეთებლებად.
13.
აიყვანს თქვენს ასულებს მენელსაცხებლებად, მზარეულებად და პურის მცხობლებად.
14.
წაგართმევთ საუკეთესო ყანებს, ვენახებსა და ზეთისხილის ბაღებს
და თავის მორჩილებს დაურიგებს.
15.
მეათედს აიღებს თქვენი ნათესებიდან და ვენახებიდან
და თავის კარისკაცებსა და მორჩილებს უწყალობებს.
16.
წაგართმევთ საუკეთესო ყმებს, მხევლებს, მსახურ ბიჭებს, სახედრებს და თავის საქმეზე ამსახურებს.
17. წაიღებს მეათედს თქვენი ფარიდან და თქვენც მისი ყმები გახდებით.
18.
მაშინ მოჰყვებით წუწუნს თქვენს არჩეულ მეფეზე, მაგრამ არ მოგისმენთ უფალი.
19. არ დაუჯერა ხალხმა სამუელს. თქვეს: არა და არა, მეფე უნდა გვესვას,
20. ჩვენც ისეთები უნდა ვიყოთ, როგორც სხვა ხალხები არიან. ჩვენი მეფე განგვსჯის ჩვენ, წინ წაგვიძღვება და ჩვენი გულისთვის იბრძოლებს.
21. მოისმინა სამუელმა ხალხის ნათქვამი და შეატყობინა უფალს.
22. უთხრა უფალმა სამუელს:
შეიწყნარე მათი სიტყვა და დაუდგინე მეფე.
უთხრა სამუელმა ისრაელის კაცებს: წადით თქვენ-თქვენს ქალაქებში.
QUOTE
როგორც მინიმუმ ეს იმას ნიშნავს რომ დღევანდელი გადმოსახედიდან ახალი აღთქმა ზოგიერთ საკითხში ამორალურია
რა უნდა გელაპარაკო ამის მერე ....ხო კაი გეგონოს ახალი აღთქმა რომ ამორალურია ....აზრს მაინც ვერ შეგაცვლევინებ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლოგიკⒶ
ჯგუფი: Members
ლოგიკⒶ
ჯგუფი: Members
წერილები: 4368
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14
#43631428
· 1 Feb 2015, 21:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lasha kakauridze
მე არ მესმის "ადამიანებმა შექმნეს" როგორაა იმის გამართლება რომ ღმერთი ამორალურ საქციელს ეთანხმება?
ესეიგი შენ ამბობ რომ რაც ადამიანების გამოგონებულია გინდ ცუდი იყოს გინდ კარგი ღმერთი ყველაფერს ეთანხმება და არ ეწინააღმდეგება? თუ ესეა მაშინ არიქცევა ღმერთი სწორად იმიტომ რომ მონის ყოლა არის ერთმნიშვნელოვნად ცუდი და ამორალური საქციელი ხოლო ღმერთის თანხმობით და წახალისებით ბევრი შეცდომაში შევიდა... ამერიკაში ზანგი მონები რომ ყავდათ თავის მორალურ მხარეს ბიბლიაზე დაყრდნობით ამართლებდნენ და ამბობდნენ აი ღმერთმა ნება მოგვცაო
ბაბილონის გოდოლს რომ აშენებდნენ ეგ ხომ ადამიანების იდეა იყო? რატომ დაუნგრია და ენები რატომ აურია ხაალხს ღმერთმა?
სისტემებს რაც შეეხება შემიძლია ათასობით მაგალითი მოგიყვანო სად როგორი სისტემა იყო და ღმერთი ძალიან მკაცრად როგორ ერეოდა მაგ სისტემაში წარღვნით და სოდომ გომორით დაწყებული სხვადასხვა პოლიტიკით და მცირე გადაწყვეტილებებით დამთავრებული... სოდომ გომორში იყო გარყვნილების სისტემა ხალხის დამკვიდრებული იყო ეგ რეჟიმი ხო? რატომ გადაწვა?
არგინდა რა ეხლა ეს უაზრო გაპრავება რაც ღმერთს არ მოსწონდა იქ ცეცხლით და მახვილით ასწორებდა ყველაფერს ხოლო მონობაზე სრული თანხმობა და იდილიაა არსად ნახსნებეიც არაა რომ ეგ ცუდია შენ გინდ რეჟიმი ეძახე გინდ ადამიანის გამოგონება და რაც გინდა ის თქვი ბიბლია არის ამორალური მონობასთან მიმართებაში და თუ ადამიანს უნდა რომ მორალურად ცხოვრობდეს ყველაფერი არ უნდა გაითვალისწინოს რაც ახალ აღთქმაში წერია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10400
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10
#43633901
· 2 Feb 2015, 00:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლოგიკⒶ
16. ვინც კაცს მოიპარავს და გაყიდის, ან მის ხელში აღმოჩნდება, სიკვდილით უნდა დაისაჯოს. (გამოსვლა 21.16)
2. თუ ებრაელ ყმას იყიდი, ექვსი წელი გემსახუროს, მეშვიდე წელს უსასყიდლოდ გათავისუფლდეს.
26. თუ კაცი თვის ყმას ან მხევალს თვალში ჩაარტყამს და გაუფუჭებს, თვალის წილ უნდა გაათავისუფლოს.
27. თუ ყმას ან მხევალს კბილს ჩაუმტვრევს, კბილის წილ უნდა გაათავისუფლოს.
ახალი აღთქმიდან
ტიმოთე
2. რომელთაც მორწმუნე ბატონები ჰყავთ, პატივისცემას ნუ მოაკლებენ მათ, არამედ მით უფრო ერთგულად უნდა ემსახურონ, რადგანაც ისინი მორწმუნენი, საყვარელნი და ქველმოქმედნი არიან. ეს ასწავლე და შეაგონე.
კოლასელები
1. ბატონებო, მიაგეთ მონებს, რაც სწორია და სამართლიანი; გახსოვდეთ, რომ თქვენცა გყავთ უფალი ცაში.
2. გულმოდგინედ ილოცეთ და იფხიზლეთ მასში მადლიერებით.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
annihilation
ქართული ფორუმის ძალა
ჯგუფი: Registered
annihilation
ქართული ფორუმის ძალა
ჯგუფი: Registered
წერილები: 703
წევრი No.: 152610
რეგისტრ.: 2-August 12
#43634704
· 2 Feb 2015, 02:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
რელიგია არის ღმერთის სწავლების ( ნათლობა, ზიარება, მარხვა და სხვა საიდუმლოებები) აღსრულება. რანაირად აცილებს ღმერთს? თუ პირიქით.
ღმერთის სწავლების აღსრულება ადამიანიდან მოდის და არა რელიგიიდან.ღმერთის სწავლება კი ბიბლიიდან მოდის.....
რელიგიურ ადამიანზე ვთქვი და ვიტყვი კიდე: შესაძლოა ადამიანი დადიოდეს ეკლესიაში,ლოცულობდეს და იჯდეს იმ ჩარჩოებში,რომელიც ნებისმიერ რელიგიის მიმდევრობას გააჩნია.მაგრამ შენ როგორ ფიქრობ,ესეთი ადამიანი ხანგრძლივ განსაცდელებში,რომ აღმოჩნდეს,რა ექნება მას ხელჩასაჭიდი?რომ მოუკვდეს საყვარელი ადამიანი და ჩავარდეს დიდ გაჭირვებაში,რა ექნება ხელ ჩასაჭიდი?
მივდა და ამ ყველაფერს ეტყვის მოძღვარს/დამრიგებელს,მაგრამ ის უპასუხებს,რომ უნდა დაითმინო გაჭირვება,ღმერთი გამოაჩენს გამოსავალს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ლექციები......მაგრამ ეს ადამიანი ჰა განსაცდელშია კიდე,ბოლოს და ბოლოს დაიღლება და გაცივდება მისი გული,მიატოვებს ამ გზას და დაიწყებს ხორციელი აზროვნებით და თავისი ძალებით პრობლემების მოგვარებას....
მაგრამ ადამიანი,რომელიც არ არის არცერთ რელიგიაში და არის ჭეშმარიტი ქრისტიანი,მისი მოძღვარი არის ბიბლია(ანუ ღვთის სიტყვა),ხოლო მისი ნუგეშისმცემელი არის სულიწმინდა....და თუ ჩავარდება ესეთი ადამიანი,მსგავს განსაცდელში.ის დადგება ღვთის წინაშე,იგი იმარხულებს და ილოცებს იქამდე,სანამ ღმერთისგან არ ექნება მას პასუხი.(პასუხი მაინცდამაინც ლაპარაკით ნათქვამს არ ნიშნავს)
და თუ რომელიმე რელიგიაში,არის ისეთი მოძღვრება,როდესაც მსგავსი პრობლემით მიხვალ(ისეთით რაც ზევით აღვნიშნე)და გეტყვიანიქ,რომ: წადი იმარხულე,ილოცე და ღმერთს თხოვე რო გცეს ნუგეში და გაგცეს თვითონ პასუხი.აი მაშინ მე აუცილებლად ვიქნები ამ რელიგიის თანამოაზრე....
ვინაიდან ღმერთს არ დაუწერია გასაჭირის ჟამს მიმართეთ თქვენს მოძღვებს და მასწავლებლებსო,არამედ დაწერილია:იოანეს 14:26-ში
"ხოლო ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით."
ეს სიტყვები არ არის ნარჩევი ხალხისათვის დაწეილი,ეს სიტყვები დაწერილია ყველა იმ ადამიანისათვის,ვინც რწმენით მიიღებს მას....
კიდე დავამატებდი ბევრ რამეს,მაგრამ იმედია სწორად გამიგბთ და აღარ დამიჭირდება უფრო მეტის წერა...
ლოგიკⒶ
და ათ მცნებაზე თუ გაქვს კიდე ლაპარაკი,რატო არაა იქ მონობაზე და მის გაუქმებაზე არაფერი დაწერილიო,როდესაც ათი მცნება დაიწერა მაშინ მონობა არ არსებობდა ებრაელებში......
This post has been edited by
annihilation
on 2 Feb 2015, 02:31
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
stylee
Crazy Member
ჯგუფი: Members
stylee
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2303
წევრი No.: 195781
რეგისტრ.: 28-December 14
#43636004
· 2 Feb 2015, 11:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
annihilation
QUOTE
ღმერთის სწავლების აღსრულება ადამიანიდან მოდის და არა რელიგიიდან.ღმერთის სწავლება კი ბიბლიიდან მოდის.....
ვინ აღასრულებს მერე, ადამიანიდან რო მოდის, სასულიერო პირი ხო? ხოდა ეკლესიური სწავლება(რელიგია) აუცილებელია.
QUOTE
რელიგიურ ადამიანზე ვთქვი და ვიტყვი კიდე: შესაძლოა ადამიანი დადიოდეს ეკლესიაში,ლოცულობდეს და იჯდეს იმ ჩარჩოებში,რომელიც ნებისმიერ რელიგიის მიმდევრობას გააჩნია.
შეიძლება კი არა, ამის გარეშე გამორიცხულია მორწმუნეობა. ღმერთის დანაბარებს, მის სწავლებას თუ არ ასრულებ, რანაირი მორწმუნე ხარ.
QUOTE
ესეთი ადამიანი ხანგრძლივ განსაცდელებში,რომ აღმოჩნდეს,რა ექნება მას ხელჩასაჭიდი?რომ მოუკვდეს საყვარელი ადამიანი და ჩავარდეს დიდ გაჭირვებაში,რა ექნება ხელ ჩასაჭიდი?
რა ექნება და რწმენა, ღმერთი.
ანუ იმას ამბობ, რომ ვინც არ ასრულებს ღმერთის სიტყვას(არაა რელიგიური), ის უფრო მორწმუნეა?
QUOTE
მივდა და ამ ყველაფერს ეტყვის მოძღვარს/დამრიგებელს,მაგრამ ის უპასუხებს,რომ უნდა დაითმინო გაჭირვება,ღმერთი გამოაჩენს გამოსავალს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ლექციები......მაგრამ ეს ადამიანი ჰა განსაცდელშია კიდე,ბოლოს და ბოლოს დაიღლება და გაცივდება მისი გული,მიატოვებს ამ გზას და დაიწყებს ხორციელი აზროვნებით და თავისი ძალებით პრობლემების მოგვარებას....
ძალიან ცდები, როცა ფიქრობ რომ რელიგიური ადამიანი მოძღვარზეა ჩამოკიდებული. ის ღმერთსაა მინდობილი, მოძღვარი უბრალოდ მოციქულის(შუამავლის) როლს ასრულებს, როგორც პეტრე, პავლე და სხვა მოციქულები. ეგენი რომ მოძღვრავდნენ მოწაფეებს, ტიტეს და სხვებს, ეგ იმას ნიშნავს რომ ვერ იყვნენ კარგი მორწმუნეები? თუ პირიქით.
კარგად კითხულობ მოციქულების ქადაგებებს, მოძღვარმა რა დააშავა?
QUOTE
ადამიანი,რომელიც არ არის არცერთ რელიგიაში და არის ჭეშმარიტი ქრისტიანი,მისი მოძღვარი არის ბიბლია(ანუ ღვთის სიტყვა),ხოლო მისი ნუგეშისმცემელი არის სულიწმინდა....)
ღვთის სიტყვა საქმით უნდა იქნეს განხორციელებული. კაია თეორია, მაგრამ პრაქტიკის გარეშე როგორ უნდა გერქვას ჭეშმარიტი ქრისტიანი. ბიბლია ყველას აქვს წაკითხული, მაგრამ თუ არ აღასრულე ღმერთის დანაბარები, რანაირად იქნები ქრისტიანი. უნდა მოინათლო, აღსარება თქვა, იმარხულო, ეზიარო, ილოცო, წირვებს დაესწრო, მოძღვრის დარიგებას მოუსმინო. ამ ყველაფრის გარეშე, მარტო თეორიის ცოდნით, რანაირად გადარჩები. მაშინ მთელი მსოფლიო გადარჩენილა და ეგაა(ბიბლია ყველას წაუკითხავს). ამიტომ რელიგია აუცილებელია.
QUOTE
და თუ რომელიმე რელიგიაში,არის ისეთი მოძღვრება,როდესაც მსგავსი პრობლემით მიხვალ(ისეთით რაც ზევით აღვნიშნე)და გეტყვიანიქ,რომ: წადი იმარხულე,ილოცე და ღმერთს თხოვე რო გცეს ნუგეში და გაგცეს თვითონ პასუხი.აი მაშინ მე აუცილებლად ვიქნები ამ რელიგიის თანამოაზრე....
ვინაიდან ღმერთს არ დაუწერია გასაჭირის ჟამს მიმართეთ თქვენს მოძღვებს და მასწავლებლებსო,არამედ დაწერილია:იოანეს 14:26-ში
"ხოლო ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით."
ეს სიტყვები არ არის ნარჩევი ხალხისათვის დაწეილი,ეს სიტყვები დაწერილია ყველა იმ ადამიანისათვის,ვინც რწმენით მიიღებს მას....
აი ზუსტად აქ ცდები. გასაჭირის ჟამს კი არ უნდა გაგახსენდეს მოძღვარი, ეკლესია და ღმერთი, სულ უნდა გახსოვდეს.
მეორეც, მართალი ხარ. სულიწმიდამ ასწავლა მოციქულებს სწორედ, რასაც ქადაგებდნენ. მათ კი სხვებს გადასცეს. ამიტომ აუცილებელი არაა პირდაპირ შენ გესაუბროს სულიწმიდა. მოციქულების, მოძღვრების პირიდანაც საუბრობს ღმერთი.
This post has been edited by
stylee
on 2 Feb 2015, 11:26
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლოგიკⒶ
ჯგუფი: Members
ლოგიკⒶ
ჯგუფი: Members
წერილები: 4368
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14
#43647224
· 3 Feb 2015, 12:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lasha kakauridze
გავიგე შენ რასაც ამბობ ახალ აღთქმაში არ გვეუბნებიან რომ მონას სასტიკად მოექცე კიდურებიი დაჭრა და ასე შემდეგ ეს ძალიან კარგია
მაგრამ პრობლემა არის იმაში როდესაც ვიღაცას პრეტენზია აქვს აბსოლუტურ სიყვარულზე სამართალზე და სიბრძნეზე იმ დროს როცა მისთვის მონობის ინსტიტუტი მისაღებია... რანაირად კარგადაც არ უნდა მოექცე მონას ეს მაინც ამორალურია იმიტომ რომ მონა არის მონა და ვერ იქნება თავისუფალი ადამიანი
ეგ რეჟიმი ვერასდროს ვერ იქნება სამართლიანი და ჰუმანური რანაირი კარგი კანონებიც არ უნდა დაწესდეს მონისადმი მოპყრობის
annihilation
ათი მცნების დაწერისას არიცოდა ღმერთმა რომ მომავალში ქრისტიანებისთვის ეგ 10 მცნება იქნებოდა ქრისტიანობის მთავარი კანონი რომლის შესრულებაც ყველაზე აუცილებელი იქნებოდა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10400
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10
#43652136
· 3 Feb 2015, 22:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლოგიკⒶ
QUOTE
გავიგე შენ რასაც ამბობ ახალ აღთქმაში არ გვეუბნებიან რომ მონას სასტიკად მოექცე კიდურებიი დაჭრა და ასე შემდეგ ეს ძალიან კარგია
ძალიან კარგი თუ ეს მონაკვეთი გაიგე
QUOTE
მაგრამ პრობლემა არის იმაში როდესაც ვიღაცას პრეტენზია აქვს აბსოლუტურ სიყვარულზე სამართალზე და სიბრძნეზე იმ დროს როცა მისთვის მონობის ინსტიტუტი მისაღებია... რანაირად კარგადაც არ უნდა მოექცე მონას ეს მაინც ამორალურია იმიტომ რომ მონა არის მონა და ვერ იქნება თავისუფალი ადამიანი
ჰოპაააააა ....აი აქ არ ხარ მართალი ....ანუ მე თუ ეხლა ჩემი სამსახურის უფროსი ბრძანებლობს აქ აღარ არის აბსოლიტური სიყვარული? ......ძალიან კარგად მექცევა, თავმდაბლობით მავალებს დავალებებს და მეც მორჩილებით ვაკეთებ .....აქ თუ შენ სიყვარულს ვერ ხედავ მაშინ მე პას .......ვერ იქნება ყველა ბრანებელი და ვერც ყველა მსახური ......ერთი არის ბრძანებელი და მეორე მსახური , ერთი არის მდიდარი და მეორე ღარიბი, ერთი დიდი და მეორე პატარა ......ასეა ეს ქვეყანა და მისი სისტემა შექმნილი .....
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლოგიკⒶ
ჯგუფი: Members
ლოგიკⒶ
ჯგუფი: Members
წერილები: 4368
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14
#43653067
· 3 Feb 2015, 23:29 · ·

შენ სხვაობას ვერ ხედავ დაქირავებულ მუშასა და მონას შორის რაზე უნდა ვილაპარაკო და რა უნდა ავხსნა? უფრო სწორად კი ვერ ხედავ არამედ რწმენის გამო გიწევს რაციონალურად აზროვნების დახშობა და უაზრო რაღაცეების წერა
ამიტომაა რწმენა ცუდი რაღაცა მანდ ლოგიკა და საღი აზრი ვერ მოქმედებს... კაცობრიობის ყველაზე სასარგებლო გამოგონება მეცნიერებაა რომელიც დამყარებულია არა რწმენაზე სურვილებზე ან გემოვნებაზე არამედ რეალურ ცივ ფაქტებზე გინდ მოსწონდეს ვინმეს და გინდ არა!!!
შენ რომ კაცმა გკითხოს შემთხვევით მოხდა ამდენი ბრძოლები და რევოლუციები თავისუფლებისთვის თურმე დღეს რომ სამსახურში მიდიხარ და 200 წლის წინ ბატონ ყმობის დროს ბატონისთვის რომ მუშაობდი და უფლებები რომ არ გქონდა ან ამერიკაში მინდვრებში რომ მუშაობდნენ მთელი დღე რა სხვაობაა დღეს ფერმაზე იმუშავებს კაცი თუ მონა იქნება და თავისი ბატონისთვის იმუშავებს?
კი ვიცი რომ მორწმუნეებს სჩვევიათ მაგრამ მაინც მაკვირვებს რა ამ დონეზე გაპრავება ყველაფრის
This post has been edited by
ლოგიკⒶ
on 3 Feb 2015, 23:58
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
annihilation
ქართული ფორუმის ძალა
ჯგუფი: Registered
annihilation
ქართული ფორუმის ძალა
ჯგუფი: Registered
წერილები: 703
წევრი No.: 152610
რეგისტრ.: 2-August 12
#43658945
· 4 Feb 2015, 16:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ვინ აღასრულებს მერე, ადამიანიდან რო მოდის, სასულიერო პირი ხო? ხოდა ეკლესიური სწავლება(რელიგია) აუცილებელია.
ბიბლიაში დაწერილს,სასულიერო პირი კი არა,ნებისმიერი ქრისტიანი აღასრულებს....უკიდურეს შემთხვევაში,წყლით ნათლობა შენც შეგიძლია(ანუ სხვა რო მონათლოო),ქადაგება შენც შეგიძლია,ისე როგორც სასულიერო პირს.მაგალითად ვინმე ბუდისტი რო ნახო,რა არ ეტყვი და არ უქადაგებ ბიბლიას და ღმერთის შესახებ.
აი სწორედ ესაა რელიგია რაზეც გეუბნები,სასულიერო პირი იმხელაზეა ამაღლებული ხალხის თვალში,ღმერთი აღარც ჩანს იმის იქით....და სასულიერო პირს,რომელსაც უწოდებენ მოძღვარს,როდესაც გასაჭირში ვარდებიან ესეთი რელიგიური ადამიანები,პირაპირ მოძღვართან გარბიან,რო კითხონ რჩევა მას და მიიღონ რაღაც ნუგეში....იმის ნაცვლად რო დაჯდნენ ილოცონ და ღმერთს თხოვონ რჩევა და ნუგეში....
მათეს სახარება: 23:8
"თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ."
ხედავ რა ხდება?ქრისტეს ადგილს სასულიერო პირი იკავებს....ეს იცი რატო?ხალხმა არ იცის,არ აქვთ წაკითხული და აი სწორედ მაგის გამო...მართმადიდებლურ ეკლესიაში თუ კათოლიკეებში თუ კიდე არ ვიცი სად,ეს შეცდომაა რო ხალხს არ მოუწოდებენ ბიბლიის კითხვისაკენ....
QUOTE
შეიძლება კი არა, ამის გარეშე გამორიცხულია მორწმუნეობა. ღმერთის დანაბარებს, მის სწავლებას თუ არ ასრულებ, რანაირი მორწმუნე ხარ.
მე იმას კი არ ვამბობ არ უნდა ასრულებდეს-მეთქი,პირიქით უნდა ასრულებდეს რათქმაუნდა.
QUOTE
რა ექნება და რწმენა, ღმერთი.
ანუ იმას ამბობ, რომ ვინც არ ასრულებს ღმერთის სიტყვას(არაა რელიგიური), ის უფრო მორწმუნეა?
ხოდა საიდან მოდის მერე ეს რწმენა?რათქმაუნდა ღმერთიდან ხო?მაგრამ ხალხი ღმერთიდან კი არ ელოდება რწმენას,მოძღვრებთან მიდიან და იმათთან ეძებენ ნუგეშს,ხოლო აქ იკარგება სწორედ ღმერთი,აი ამის თქმა მინდა მე.
QUOTE
ძალიან ცდები, როცა ფიქრობ რომ რელიგიური ადამიანი მოძღვარზეა ჩამოკიდებული. ის ღმერთსაა მინდობილი, მოძღვარი უბრალოდ მოციქულის(შუამავლის) როლს ასრულებს, როგორც პეტრე, პავლე და სხვა მოციქულები. ეგენი რომ მოძღვრავდნენ მოწაფეებს, ტიტეს და სხვებს, ეგ იმას ნიშნავს რომ ვერ იყვნენ კარგი მორწმუნეები? თუ პირიქით.
კარგად კითხულობ მოციქულების ქადაგებებს, მოძღვარმა რა დააშავა?
არ ვცდები ეს მართლა ეგრეა....მე იმას კი არ ვამბობ სასულიერო პირები არ უნდა იყვნენ და შუამავლები არ უნდა არსებობდნენ მეთქი,არამედ პირიქით,უნდა იყვნენ,მაგრამ სწორ მიმართულებას უნდა აძლევდნენ ხალხს....
QUOTE
ღვთის სიტყვა საქმით უნდა იქნეს განხორციელებული. კაია თეორია, მაგრამ პრაქტიკის გარეშე როგორ უნდა გერქვას ჭეშმარიტი ქრისტიანი. ბიბლია ყველას აქვს წაკითხული, მაგრამ თუ არ აღასრულე ღმერთის დანაბარები, რანაირად იქნები ქრისტიანი. უნდა მოინათლო, აღსარება თქვა, იმარხულო, ეზიარო, ილოცო, წირვებს დაესწრო, მოძღვრის დარიგებას მოუსმინო. ამ ყველაფრის გარეშე, მარტო თეორიის ცოდნით, რანაირად გადარჩები. მაშინ მთელი მსოფლიო გადარჩენილა და ეგაა(ბიბლია ყველას წაუკითხავს). ამიტომ რელიგია აუცილებელია.
მერედა რა გიშლის ამ ყველაფრის გაპრაკტიკებაში ხელს?რელიგია ამისთვის აუცილებელია?სახლშიც მშვენივრად იმარხულებ,ილოცებ და ლოცვის დროს ცოდვების მიტევებასაც ითხვ....მე იმას კი არ ვამბობ,რაიმე მიმდევრობა ან რელიგია არ უნდა არსებობდეს-მეთქი,უნდა არსებობდეს,მაგრამ სწორი მიმართულება უნდა ქონდეთ....რასაც დღეს დღეობით ვერცერთ რელიგიაში ვერ ვხედავ მე პირადად.....
QUOTE
აი ზუსტად აქ ცდები. გასაჭირის ჟამს კი არ უნდა გაგახსენდეს მოძღვარი, ეკლესია და ღმერთი, სულ უნდა გახსოვდეს.
მეორეც, მართალი ხარ. სულიწმიდამ ასწავლა მოციქულებს სწორედ, რასაც ქადაგებდნენ. მათ კი სხვებს გადასცეს. ამიტომ აუცილებელი არაა პირდაპირ შენ გესაუბროს სულიწმიდა. მოციქულების, მოძღვრების პირიდანაც საუბრობს ღმერთი.
მანდ უბრალოდ მაგალითად შემთხვევა მოვიყვანე,თორე მხოლოდ კი არ უნდა გახსოვდეს ყოველთვის,არამედ ყოველთვის უნდა ცდილობდე რო უფრო და უფრო დაუახლოვდე ღმერთს....
"ხოლო ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით,
გასწავლით
და
მოგაგონებთ
ყველაფერს,
რაც მე გითხარით.
"
სულიწმინდა შეილება ვინმეს პირიდან დაგველაარაკოს ან უბრალოდ აზრი მოგვიტანოს ან ხილვა გვაჩვენოს ან საერთოდ პირდაპირ დაელაპარაკოს ადამიანს....მაგრამ რელიგიების თემაში,ეს ხალხი პირდაპირ თავის "მოძღვრებთან" გარბიან რჩევა-დარიგებისთვის და იმის ფიქრიც კი არ აქვთ რო დაჯდნენ,იმარხულონ,ილოცონ და თვითონ ღმერთისგან მიიღონ ნუგეში და პასუხი.
და სწორედ ამაზე მაქვს მე საუბარი,რელიგიამ დააშორა ადამიანი ღმერთს...ანუ რაც წეღან ვთქვი გავიმეორებ,მსგავ შემთხვევაში ამის ფიქრიც კი არ აქვთ რო შეიძლება პირდაპირ ღმერთთან ქონდეს ადამიანს ესეტი კონტაქტი.
ლუკას სახარება: 11:9
"ამასაც გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ"
ლოგიკⒶ
QUOTE
ათი მცნების დაწერისას არიცოდა ღმერთმა რომ მომავალში ქრისტიანებისთვის ეგ 10 მცნება იქნებოდა ქრისტიანობის მთავარი კანონი რომლის შესრულებაც ყველაზე აუცილებელი იქნებოდა?
ხოდა სწორედ მაგიტო დაიწერა შემდეგ მოსეს რჯული...
This post has been edited by
annihilation
on 4 Feb 2015, 16:08
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10400
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10
#43662018
· 4 Feb 2015, 21:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლოგიკⒶ
QUOTE
შენ სხვაობას ვერ ხედავ დაქირავებულ მუშასა და მონას შორის რაზე უნდა ვილაპარაკო და რა უნდა ავხსნა?
ძალიან კარგადაც ვხედავ და რა თქმა უნდა ვანსხვავებ კიდეც ....რა თქმა უნდა ეს წყობა ჯობია ვიდრე ძველად .....მაგრამ შენ როცა გაიძახი იქ აბსოლიტური სიყვარული არ არისო აი მანდ არ ხარ მართალი ....ყველგან და ყველაფერში შეიძლება მაქსიმალური სიყვარული გამოავლინო ...
კარგი დავუშვათ რომ ბატონი ძალიან კეთილია მონის მიმართ მაგრამ აბსოლიტურ სიკეთეს ვერ ავლენს როდესაც მონა ყავს ......მაშინ მითხარი რა უნდა ქნას მორწმუნე კეთილმა ბატონმა რომ აბსოლიტური სიყვარული გამოავლინოს? ....ალბათ იტყვი რომ გაუშვას და გაანთავისუფლოს მონობისგან ......კარგი დავუშვათ გაანთავისუფლა .....აი შემდეგ რა ხდება?.....მონა თავისუფალია და ამით ძალიან კმაყოფილი დარჩება? ....ვინ შეიკედლებს, რას შეჭამს, ვინ ჩააცმევს გიფიქრია ამაზე? .....აი იმ კეთილ ბატონთან კარგი კვებაც ქონდა, თბილადაც ეძინა და ხანდახან საჩუქრებითაც ანებივრებდა ......დიდი შანსია რომ ეს მონა ისევ დაუბრუნდეს თავის კეთილ ბატონთან და შეეხვერწოს შემიფარე მაჭამე და ისევ თქვენი მონობა მირჩევნიაო
სწორედაც რომ დღესაც ეს ხდება ....ხალხი ეძებს სამუშაოს, გასულია მთელი დღე ამ ყინვაში რომ ვინმე ბატონი მოძებნოს და ორი ლუკმა პური შეიტანოს სახლში
აი ამით ვაერთიანებ იმ სისტემას აქ ამ სისტემასთან
გაიგე? ვერა რა თქმა უნდა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
stylee
Crazy Member
ჯგუფი: Members
stylee
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2303
წევრი No.: 195781
რეგისტრ.: 28-December 14
#43662330
· 4 Feb 2015, 22:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
უკიდურეს შემთხვევაში,წყლით ნათლობა შენც შეგიძლია(ანუ სხვა რო მონათლოო),ქადაგება შენც შეგიძლია,ისე როგორც სასულიერო პირს.მაგალითად ვინმე ბუდისტი რო ნახო,რა არ ეტყვი და არ უქადაგებ ბიბლიას და ღმერთის შესახებ.
უკიდურეს შემთხვევაში კი არა, სასულიერო პირების ფუნქციაში შედის საიდუმლოებების აღსრულება.
მაშინ რისთვის გამოარჩია ქრისტემ მოციქულები?
QUOTE
სახლშიც მშვენივრად იმარხულებ,ილოცებ და ლოცვის დროს ცოდვების მიტევებასაც ითხვ....
ზიარება? ჯვრისწერა? ნათლობა? ამასაც სახლში გააკეთებ შენ თავთან ერთი ერთზე? ელემენტარულად ეკლესია, რაცას ქრისტე ქადაგებდა, საერთოდ უგულებელყოფილია მაგ შემთხვევაში.
QUOTE
მე იმას კი არ ვამბობ,რაიმე მიმდევრობა ან რელიგია არ უნდა არსებობდეს-მეთქი,უნდა არსებობდეს,მაგრამ სწორი მიმართულება უნდა ქონდეთ....რასაც დღეს დღეობით ვერცერთ რელიგიაში ვერ ვხედავ მე პირადად.....
რას უწუნებ, მართლა ვერ ვხვდები. მამაო თავის საქმეს აკეთებს და ახლა ადამიანი თვითონ ვერ იყურბოდეს მამაოს იქეთ, რა მაგის ბრალია.
მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებებს მოუსმინე. სულ მაგას ამბობს, ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა პირველ რიგშიო და მეტი რა ქნას ახლა.
This post has been edited by
stylee
on 4 Feb 2015, 22:06
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლოგიკⒶ
ჯგუფი: Members
ლოგიკⒶ
ჯგუფი: Members
წერილები: 4368
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14
#43663073
· 4 Feb 2015, 23:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lasha kakauridze
შენ დახატე იდეალური ვარიანტი მაგრამ რეალობა ეგეთია? ისტორიას რომ გადახედო მონებსა და ბატონებს შორის ეგეთი ურთიერთობა იყო? რომ არ ყოფილიყო მონობა უფრო ნაკლებად დაიჩაგრებოდა თუ არა ხალხი? შეიძლება ცალკეული შემთხვევა ეგეთი იყოს რომ მონას და პატრონს უყვარდეთ ერთმანეთი და ყველა კმაყოფილი იყოს მაგრამ თვითონ მონობის სისტემა იძლევა ძალადობის საშუალებას და აღვივებს მას... დღეს ნახევარი საქართველო რომ მონები იყვნენ და მეორე ნახევარი ბატონები აშკარად გაიზრდება ძალადობა
იდეალურ ვარიანტებს რაც შეეხება მაშინ ქურდობა რატოა ცუდი? ვიღაც გამდიდრებულ ადამიანს რომ მოპარო და მშიერ ხალხს მისცე არაა კარგი? წარმოიდგინე ვიღაცას აქვს 1 მილიონი რათუნდა მაგდენი ფული მოპარე ორასიათასი და აჭამე მშიერ ხალხს არაა ეს კარგი საქციელი? ან მრუშობა რატოა ცუდი? დავუშვათ დედას მშიერი შვილები ყავს ხოდა მრუშობით ირჩენს თავს და მის ბავშვებს არჩენს რატოა ეს ცუდი?
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(14)
« პირველი
...
7
8
[9]
10
11
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0477 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.