დრომ ჩამოიარა.
ხვალაც ჩამოივლის.
ზეგაც....
არ ჩერდება.
შობა ახლოა.
მაგრამ შობა აქვე, სახლში შეიძლება ვიზეიმოთ.
ბეეევრი ღორები უნდა დავკლათ და ვჭამოთ.
ამასობაში,
აღდგომაც აპირებს ჩამოვლას.
დედ-მამაოები უკვე იწყებენ ფულის დაცინცვლას გამოთაყვანებული მრევლისგან.
ისინი წმინდა მიწისკენ მიემგზავრებიან.
მათი იერუსალიმში პილიგრიმობა გადაარჩენს სამყაროს!
კარგი დრო უნდა გაატარონ.
ღატაკებს სულიც ამოსძვრომიათ.
მთავარი ჩვენი მრევლის იერუსალიმს გამგზავრებაა.
სომეხი ელოდებათ მარადიული ასანთით;
ახლა უკვე "ზაჟიგალკით" ანთებული წმინდა სომხური ცეცხლით...
ის კი, ვისი სახელითაც მიდიან, არ ელოდება მათ.
მათ არ ახსოვთ, - ისინი გამორეკა ტაძრიდან.
ხელახლა შედიან ხელახლა გამოსარეკად...
არ იღლებიან წრესრბოლვისაგან.
დრომ ჩამოიარა და ხვალაც ჩამოივლის.
ზეგაც....
არ ჩერდება.
არც თვალთმაქცები და ფარისევლები ჩერდებიან.
ისინი მიდიან,
მოდიან,
მიდიან...
.....................................................................
ძალზე მოხუცმა ჩამოიარა...
წელთა სიმძიმით მოხრილმა წელში.
წიგნიერი არ არის, - ვიცი,
მის სახეზე იკითხება ცხოვრების სიბრძნე და ეს სიბრძნე სიკეთედ გარდაქმნილა მასში.
ცხოვრების სიბრძნემ ასწავლა ბოროტების სიავე, ბოროტების უარყოფა, -სიკეთის სიკეთე;
სიკეთის მიღება.
მისი სახის მეტყველი სიმშვიდე,
გარდახდენილი ქარტეხილების ნაკვალევი
მშვიდად ელოდება დიად მომენტს.
- სიკვდილი რომ ჰქვია.
სიმშვიდე მოიპოვა.
მალე მიაშურებს უფრო დიდ სიმშვიდეს.
გადამდებია მისი სიმშვიდე მათთვის,
ვინაც თავადაც სიმშვიდის ძებნაშია.
ძალზე მოხუცმა ჩამოიარა...
წელთა სიმძიმით წელში მოხრილმა.
დღეს ჩამოიარა...
....................................
დღეს ტაძართმშენებელმა მეცენატმა ჩამოიარა...
ტაძარს რომ დაასრულებს და შიგნით შევა, იქ "ის" არ დახვდება...
დიიდი ჯიპით ჩამოიარა.
წინმიმავალ ქვრივ დედას სამი ბავშვით, საბურავებიდან ტალახი მიაშხეფა.
არ გაუჩერა.
მას ეჩქარებოდა.
მან მეტეორივით ჩაიქროლა.
"ყოველივე ქარია და ჩვენება.."
- ტაძართმშენებლობის გარდა...
................................................................
სამმა დედაომ ჩამოიარა.
გუშინდელი ნაჩხუბრები იყვნენ მეზობელთან.
მეზობლის ძროხა ეზოში შემოეპარათ.
დასცხეს ქრისტიანულად,
ვაჟკაცურად.
ფიცხელი ომი ჰქონდათ.
მარხულობენ...
This post has been edited by dylan on 8 Dec 2014, 22:31
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!...
...
ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ?
...
ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა.
ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.