vasovaso92ასკეტური ცხოვრება და ბერობა საერთოდ არ არის ბიბლიური. არსად არ წერია ბიბლიაში რომ ადამიანმა უნდა მიატოვოს თავისი ცხოვრება და სადმე განმარტოვდეს. ბერობა და მონასტრობა ქრისტეს მოწოდებების არასწორი გაგების შედეგია. მართლმადიდებლობა ქრისტეს მოწოდებას რომ თავი შევინახოთ წმიდად იესოს მოსვლამდე და სულიერ მსახურებაში ვიყოთ, ისე განმარტავს, რომ თითქოს ჩვენ უნდა დავეყუდოთ ასკეტებად და უარი ვთქვათ ყველაფერ ამქვეყნიურზე, რომ სხეული უნდა დავტანჯოთ სულის გამო და სხვა მსგავსები. რაც არასწორია.
შენ სადაც ღმერთმა გაგაჩინა, ზუსტად იქ უნდოდა რომ გაჩენილიყავი და თუ ღმერთს არ მოსწონს შენი ცხოვრება, თავად შეგიცვლის მას. მთავარია შენ მიენდო ღმერთს და მისცე ამის საშუალება. შენ თუ ადგები და მონასტერში გადასახლდები, გამოვა რომ ღმერთის მიერ მოცემულ ცხოვრებაზე ამბობ უარს. ღმერთს შენი ასკეტიზმით თავს ვერ მოაწონებ. იყავი ის ვინც სინამდვილეში ხარ და მაგ საფუძვლიდან ეძებე ღმერთი. ნუ მოირგებ სიყალბის მანტიას
თუ ბერობა საკუთარი თავის მიუღებლობამ და უკმაყოფილებამ გადაგაწყვეტინა, კარგად დაფიქრდი. ღმერთს უკვე უყვარხარ შენ ისეთი, როგორიც ხარ. ამიტომ პირველ რიგში საკუთარი თავი შეიყვარე ისეთი, როგორიც ხარ და ნუ დაიტანავ თავს მონასტერში გამოკეტვით. ღმერთს შენგან ეგეთი მსხვერპლი არაფერში სჭირდება.
ადამიანს თავისით არ შეუძლია რომ განიწმინდოს. ეგ ღმერთის საქმეა. შენ თუ ბერად აღიკვეცები, ფაქტიურად პრეტენზიას აცხადებ რომ შენით შეგიძლია განიწმინდო და ამით ღმერთის მადლზე იტყვი უარს. მიენდე უფალს, იყავი ის ვინც ხარ, იკითხე ბიბლია, ილოცე და თავად შეგცვლის ღმერთი ისე, როგორც მას უნდა. შენით არ უნდა ჩაერიო ღმერთის გასაკეთებელ საქმეში.
This post has been edited by ლლევ on 15 Jan 2015, 23:22