ჰმ, 2-ჯერ მაინც ვცადე გაფრთხილება, პმ-ით და მეზობელ თემაში. არ იმუშავა. მომიწევს მე ვთარგმნო, მაგრამ ჩემი მომსახურება ფასიანია და +20% ჯდება!
არადა, წაშლაც არ გამოვიდოდა, თემის სათაურს პასუხობს...
ჯერ ყურანის შესაბამის ნაწყვეტს დავაკოპირებ:
100. ღმერთო ჩემო, მიბოძე მე [ძე] კეთილთაგან!
101. სწორედ მაშინ ვახარეთ მას ძე მორჩილი.
102. როცა მიაღწია მასთან ერთად სეირნობის ასაკს, უთხრა: „შვილო ჩემო, უეჭველად, სიზმარში ვიხილე, რომ მსხვერპლად გწირავდი. მაშ, გაიაზრე, აბა რას ჭვრეტ?“ მიუგო: „მამაჩემო! ჰქმენ რაც გებრძანა. მე მიხილავ მომთმენთაგან თუ იქნება ნება ალლაჰისა!“
103. როცა ორივე დამორჩილდა და მას შუბლი დაადებინა ძირს,
104. მაშინ ვუხმეთ: ჰეი, იბრაჰიმ!
105. „უთუოდ, ერთგულება გამოიჩინე სიზმართან მიმართებაში“. უეჭველად, ჩვენ ასე მივუზღავთ კეთილის მქმნელთ!
106. უეჭველად, ეს ცხადი გამოცდაა!
107. და გამოსასყიდად ვუბოძეთ მას უდიდესი შესაწირი.
108. და დავტოვეთ სახელი მისი მომდევნო თაობებში.
109. სალამი იყოს იბრაჰიმსა ზედა!
110. სწორედ ასე მივუზღავთ სიკეთის მქმნელთ!
111. უეჭველად, იგი ჩვენი მორწმუნე მსახურთაგანი იყო.
112. და ჩვენ გავახარეთ იგი ისჰაყით, შუამავლად კეთილისმქნელთაგან.
ყურანი, სურა #37, აია ##100-112
"აბრაამმა ყველა სხვაზე უმეტესი სიყვარული გამოიჩინა ღმერთის მიმართ: რომ იგი თავის სიცოცხლეს ან თავისთვის ყველაზე უფრო ძვირფასი ადამიანის სიცოცხლეს გაწირავდა ღმერთის ბრძანებით. მუსლიმები მსხვერპლშეწირვის ამ გამორჩეულ აქტს ყოველ წელს აღნიშნავენ ეიდ ალ-ადჰას დროს".
ეს არაბული ტერმინიც რომ განვმარტოთ, "ეიდ-ალ-ადჰა" იგივე თურქული "ყურბან-ბაირამია", არაბულად კი "მსხვერპლშეწირვის ზეიმს" ნიშნავს.
ხოლო "ისჰაყი" = ისააკი.
This post has been edited by ლაბარნა on 7 Feb 2015, 01:59