#43686347 · 7 Feb 2015, 13:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
polikarpe
| QUOTE | | არაა პრობლემა ძმაო.ევოლუცია ერქვას.მაგრამ თუ ევოლუცია გონიერად,სიბრძნით მოქმედებს,ესე იგი მაინც დგას ვიღაც ვინც მართავს ამას ყველაფერს!? |
არ ვთვლი, რომ გონებრივად მოქმედებს... წარმოიდგინე რომ დედამიწა მილიარდობით წლისაა და კაცობრიობის არსებობა არის რაღაც საშინლად პატარა მომენტი, როდესაც სიცოცხლისთვის საჭირო პირობები აღმოჩნდა. სამყარო იდეალური არაა, არ უნდა არსებობდეს კატასტროფები, მიწისძვრები, ცუნამი და ა.შ. შეიძლება ერთ დღეს რომელიმე მეტეორს თავში დაარტყას და წაგვიღოს ჩვენი თეორიებიანა  | QUOTE | | შიშითაც არავის არ აშინებენ |
ვითომ ღმერთი არსებობს. წარმოიდგინე, ადამიანი ჩნდება სამყაროში, სადაც ათასობით რელიგია არსებობს, ყველა თავისას აწვება და ქადაგებს. შეიძლება ის იმისთვის დაიტანჯოს, რომ უბრალოდ გზას აცდა და "ჭეშმარიტებამდე" ვერ მივიდა? თან დაიტანჯოს როგორ - ტრილიონობით (რავი რამე ყველაზე დიდი ციფრი რა არის) საუკუნით? თუნდაც თვითმკვლელებს ჯოჯოხეთში რატომ უშვებს ეს დალოცვილი ღმერთი? - ადამიანი აქ თუ ისე გაწამდა, რომ თავი მოიკლა, იქ უარესი უნდა დაახვედრო? მასეთი ღმერთის როგორ უნდა გწამდეს, არ მესმის.
| QUOTE | | რომ შვილი გყავდეს,რა გირჩევნია,მოუწყო რობოტივით გონება,რომ შენ გემორჩილებოდეს,თუ მიცე თავისუფალი არჩევანი? |
რა თქმა უნდა, მაგრამ სწორედ რელიგიაა ის, რომ რობოტივით აპროგრამებს ხალხს. ღმერთი თუ თავისუფალ ნებას აძლევს ადამიანს, ზედმეტი კითვების დასმას და ჩაძიებას მკრეხელობას და ცოდვას რატომ ეძახის? სკეპტიკურად შეადარე ქრისტიანობა სხვა სარწმუნოებას, ყველას აქვს სასწაულები, წმინდანები ყავთ, დაჟე მუსლიმები დევნიან ეშმაკებს და იძახიან ეგზორციზმიო და მთელი ამბავი. ჰო და კიდე, თავისუფალი ნება და უპირობო სიყვარული პირობების ლისტით არ უნდა მოდიოდეს უფლისგან.
| QUOTE | | ცხოველებს თუ დააკვირდები ძირიტადად ადამიანები უქმნიან პრობლემებს. |
რა თქმა უნდა, მაგრამ ალბათ დამეთანხმები, რომ ყოვლისმცოდნე ღმერთს ამის განჭვრეტა არ გაუჭირდებოდა თავიდანვე, მაშინ რაღა აზრი ქონდა ამ საცოდავების გაჩენას?
ეხლა უბრალოდ შემოგყევი კამათში.. ჩემ და შენს კამათს აზრი არ ექნება, იმიტომ რომ შენ გწამს და უბრალოდ იცი, რომ მართალი ხარ, მეც ვიყავი შენ ადგილზე და რო გამოვსულიყავი მაგ მდგომარეობიდან ბევრნაირ შიშს და ეჭვს გადავაბიჯე. საწყენად არ ვამბობ, მაგრამ რელიგია (ქრისტიანობა მითუმეტეს) მომაკვდინებელი ვირუსივით არის, მთელ გონებას გიბინდავს და რაღაც უაზრო კანონებით გაცხოვრებს. მანიპულატორები კიდე კვდებიან სიცილით ალბათ ამდენ გონებაგამორეცხილ ხალხს რომ ხედავენ....
|