#43816282 · 20 Feb 2015, 00:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (wox1997 @ 19 Feb 2015, 23:47 ) | Bet-El
QUOTE | პირიქით, ჭეშმარიტი ათეისტი ყოველთვის შეიცვლის აზროვნებას იმიტომ, რომ ის ჭეშმარიტი მოაზროვნეა და ადრე თუ გვიან აუცილებლად გააკეთებს სწორ დასკვნას, მაგრამ აი, არაჭეშმარიტი ათეისტები მაგარი პრობლემატური ხალხია –– ისინი თავიანთ კომპლექსებს და ცრუ თავისუფლებას ათეისტობით ნიღბავენ. |
მე ვაცნობიერებ იმას, რომ ღმერთის რწმენა მთლიანად ბრმად დაჯერებაზეა დამოკიდებული, უბრალოდ უნდა გწამდეს და მორჩა. მე არ ველოდები იმას, რომ ოდესღაც იმ დონეს მიაღწევს ადამიანი, რომ მივა ღმერთამდე და ნახავს. იმიტომ, რომ თვითონ მორწმუნეები ამბობთ , ღმერთი სულ სხვა განზომილებაშიაო. ამიტომ მე ვერასდროს დავუშვებ იმ ფაქტს , რომ ღმერთი არსებობს.
|
უკანასკნელი, რაც უნდა გააკეთო –– ეს არის ღმერთის არსებობის ბრმად დაჯერება.
ჩემი აზრით ღმერთის არსებობის ბრმად დაჯერებას ისევ ათეისტობა ჯობია.
მახსოვს შენთან წინა საუბრები, დიდი ხანი გავიდა, მაგრამ მაინც მახსოვს და ჩემი პროგნოზი ასეთია, რომ შენ მიხვალ ღმერთის არსებობის აღიარებამდე. თუმცა შეიძლება დიდი დრო გავიდეს აქამდე.
კი, ღმერთი ნამდვილად სულ სხვა სუბსტანციაში არსებობს, და ჩვენ ადამიანები ჩვენი ფიზიკური თვალებით დედამიწიდან მას ვერ ვხედავთ, მაგრამ ლოგიკის ჯაჭვს მე მივყავარ იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ძალიან ბევრი გამოვლინება მისი არსებობის და ამისთვის მისი დანახვა სულაც არ არის აუცილებელი.
შენც ვერ გხედავ, მაგრამ მჯერა, რომ არსებობ, ლოგიკა მკარნახობს ამას. შეიძლება ვერც ვერასოდეს ვერ გნახო პირისპირ, მაგრამ მჯერა, რომ ახლა სწორედ შენთან მაქვს მიმოწერა ფორუმით.
ჩემი აზრით ღმერთმა ძალიან ბევრი კვალი დატოვა სამყაროში თავისი არსებობის დასამტკიცებლად.
--------------------
„გაიღვიძა იაკობმა და თქვა: „ნამდვილად ამ ადგილას არის იეჰოვა, მე კი არ ვიცოდი“. შეშინდა იგი და თქვა: „რა შიშის მომგვრელი ადგილია! ეს სხვა არაფერია, თუ არა ღვთის სახლი. ეს არის ზეცის კარიბჭე“ ... დაარქვა იმ ადგილს ბეთელი“ დაბადება 28:16–19
შეაფარე თავი ღვთის სახლის სიმყუდროვეს და პოვებ ნეტარებას.
|