#43918146 · 2 Mar 2015, 07:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქართლოსი
| QUOTE | | მანამ ადამიანს შექმნიდა ღმერთი მანამდე რა ხდებოდა ნეტა, |
მანამდე სხვა რაღაცეები იქმნებოდა. კოსმოსი, ცოცხალი ორგანიზმები.
| QUOTE | | სხვა ადმიანები იყვნენ თუ რა ვერ გავიგე უკვე |
სხვა ადამიანები ადამიანი სანამ შეიქმნებოდა, როგორ იყვნენ აბა? * * * tamti1
| QUOTE | | არ ვიცი კი არ უპასუხია, ყველასთვის მისაწვდომი ცოდნა არ არისო. |
და ის მცირედთათვის მისაწვდომიც, რომ არ თქვა და ვერ ახსნა? ძალიან მარტივი და კონკრეტული კითხვაა, მამის ძისა და სულიწმიდის ჰიპოსტასებს გარეთ, აი ის ერთი ღმერთი ამ სამი პიროვნებით წარმოჩინებული, რომ არ წარმოჩინდეს ამ სამი პიროვნებით, პიროვნულია არსით? თუ უპიროვნო? ის 7 წუთი რატომაც იფიქრა ვიცი მე ეს სახეზე ეწერა ყველაფერი და ბოლოს დიპლომატიური ირიბი პასუხით ანუ რაც არ ვიცით მიუწვდომელიათი მომიცილა და სხვას არც არაფერს არ ველოდი, თუ ჰიპოსტასებს გარეთ ღმერთი პიროვნებაა, სამების დოგმატი ნადგურდება ეგრევე, რადგან მეოთხე ჰიპოსტასი შემოდის უკვე ღვთის პიროვნულ გამოვლინებად. პასუხი კი ჩემს შეკითხვას ასევე მარტივი აქვს, უპიროვნო სულია და პიროვნებებით ამიტომაც გამოვლინდება. და აქ კიდევ ერთი მომენტიც არის უპიროვნო უფალში უგონო ენერგიას არ ვგულისხმობ, არამედ გონისმიერ სულს, სხვა დანარჩენი თვისებები კი ერთი ერთში ემთხვევა რასაც წმინდა მამა ამბობს ჩემს მოსაზრებებს ღვთის რაობასთან დაკავშირებით.
| QUOTE | | წმ. ექვთიმე ათონელის სიტყვები |
ძველი ქართული მეტყველება მაღიზიანებს და გთხოვ ჩემდამი მომართვისას, ან თანამედროვე ქართულით გამართე შინაარსი, ან საერთოდ ნუ დამიწერ ციტატას.
| QUOTE | | ანუ ზედმეტი ცნობისმოყვარეობა არ არის სასარგებლო. |
წმინდა წერილი სხვა ამბავს გვიყვება: "ეძიეთ უფალი, ვნიძლო ჰპოვოთ იგი".
| QUOTE | | და არც იმაზე კამათი რამდენი ანგელოზი დაჯდება ნემსის წვერზე. |
ეს ნამდვილად უსარგებლო ბაასია, მაგრამ ღვთის ძიება და ღვთის რაობის გარკვევა სასარგებლოა, ელემენტარული ის გეცოდინება ვისი გწამს და რისი გწამს. ბრმადმადიდებლიდან მართლმადიდებლობისაკენ არის გიგანტური ნახტომი.
|