wox1997მე შენსავით დარწმუნებული ვიყავი, რომ ღმერთი არ არსებობს. დაახლოებით 10 წელი ვიყავი ათეისტი, თანაც ლამის ქადაგად დავარდნილი ათეისტი

სრული 100 პროცენტით ვიყავი დარწმუნებული რომ ღმერთი არ არსებობს და ცინიკურად მოვიღსენიებდი ღმერთსაც და მორწმუნეებსაც დავცინოდი გულში, რომ სისულელეების ჯერათ...
მაგრამ გავიდა დრო, და ისევ დავუბრუნდი ღმერთს, ისევ შევიგრძენი, რომ ის არსებობს, გავიაზრე... უბრალო ბედნიერიც გავხდი...
მე არ ვიძახი, რომ გინდა თუ არა ჩემი დაიჯერე და ღმერთის იწამეთქო... იმის თქმა მინდა შენთვის, რომ ცხოვრება არის ძიების და შეცნობის პროცესი... დღეს ასე ფიქრობ და ხვალ რა აზრამდე მიხვალ, კაცმა არ იცის... დღეს ათეისტი ხარ და ხვალ იქნებ კვლავ იწამო ღმერთის. მე ასი პროცენტით გამოვრიცხავდი ამის შესაძლებლობას, მაგრამ ფაქტია, რომ ისევ მწამს.... 10 წლის მერე.
კარგი მღვდლები ალბათ ცოტაა. მე ისე მაქვს დაკარგული ნდობა, რომ მოძღვარიც არ მყავს და არ ვურთიერთობ მათთან. თეოდორე გიგნაძე მართლა ნორმალური ჩანს. ზოგჯერ ვუსმენ ხოლმე და რაღაცეებში არ ვეთანხმები, მიუღებელს ამბობს, მაგრამ ყველაფერს რომ სიმართლეს ამბობდეს, მაშინ თვითონ იქნებოდა მეორე იესო. საბოლოო ჯამში, საინტერესოა მისი მსჯელობა, შეიძLება ამ ინფორმაციის გამოყენება დააწონ-დაწონა. არ იქნება ცუდი, რომ მიხვიდე. ნამდვილად საინტერესოა. კარგი აზრი გაგჩენია.
ისე, ძაღლი რომ აიყვანო არ გინდა? პატარა ეზო მაინც არ გაქვს? გერმანულ ბოქსიორს გირჩევ. არც ძვირი ღირს მაგის ლეკვები, 200-250 დოლარი. ძალიან ჭკუამხიარული და მოსიყვარულე ძაღლია. შეიძლება სწორედ ძაღლმა მოგიტანოს სულიერი სიმშვიდე. ყოველ შემთხვევაში, გზა გაპოვნინოს, საით უნდა წახვიდე
This post has been edited by IuzerNeimi on 9 Mar 2015, 00:46
თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა, ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.