ნუ, ამ წინადადებიდან ის აზრი ნამდვილად არ გამომდინარეობს, რასაც sanfol წერად და რის გამოც მე თავიდან დავუსვი შეკითხვა.
"არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში."
სწორია თუ არასწორი, ვერ გიპასუხებ, იმიტომ რომ საერთოდ ვერ გავიგე

იქნებ თარგმანშია რამე შეცდომა? აი, ლოგიკა ვერ დავინახე:
"არავინ ასულა ზეცად, გარდა..." <---- აქ ისე, ჩანს, რომ ვიღაც ანასვლელია ზეცაში;
"...გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა..." <---- აქ უკვე ლაპარაკია "კაცის ძეზე", ანუ იესოზე სავარაუდოდ, რომელიც კიარ ასულა, არამედ ჩამოსულა. არადა წინადადების დასაწყისში ვიღაც "ასულზე" იყო ლაპარაკი.
"...რომელიც არის ცაში." <---- ამან კიდე სულ დამაბნია. ანუ ჯერ ჩამოსული და ასული ამერია და ახლა მეუბნება - "ცაშია ახლაო". არადა იმ მომენტში იესო ნამდვილად არაა ცაში და ნიკოდემეს ესაუბრება.
მოკლედ, ან ეს მონაკვეთია გაუგებარი (ან ცუდად ნათარგმნი ორიგინალიდან), ან მე ავურიე ძილის წინ რაღაცეები და ვეღარ ვაზროვნებ

გასაგები იქნებოდა, რომ ეწეროს, რომ არავინ ჩამოსულა ჯერ ზეციდან, გარდა კაცის ძისაო.
თან 3-4 საათის წინ შეყვარებულმაც მიმატოვა
პ.ს. ეს ისე, გულისტკივილის ვინმესთვის გაზიარება მომინდა...
* * *