რატომ გგგონია რომ გადაკეთებულია და მაგ მართმადიდებლურ თარგმანში სწორადაა გადმოტანილი?
ბერძნულ ენაში სასვენი ნიშნებს არ სვამდნენ, რაც ერთის მხრივ თარგმნის ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა, მეორე მხრივ კი კონტექსტი და მთლიანი ბიბლიის შინაარსია გათვალისწინებული უნდა იყოს თარგმანში.
რომაელების 9:5- კი აშკარად არასწორადაა მაგ თარგმანში მოცემულ. ბევრ ავტორირეტულ თარგმანში ისევეა გადმოთარგმნილი, როგორც "ახალი ქვეყნიერების თარგმანში". (მეფე ჯეიმსის თარგმანი, ბილინგტონის და ა.შ)
თუნდაც
შეადარე პავლეს წერილს:
http://holybible.ge/bible/georgian/book-1-...-m-geo-m-geo--0კურთხეულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში (ეფესოელები 1:3)
კურთხეულია
ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა; თანამგრძნობი მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი. (2 კორინთელები 1:3)
მინიმუმ 50 მუხლი(თუ 3 ამდენი არა) შემიძლია მოგიყვანო ახალი აღთქმიდან და არა იეჰოვას მოწმეების ბიბლიიდან, სადაც ნაჩვენებია, რომ "მამა იესოზე დიდია" ან სადაც პირდაპირ წერია, რომ "მამაა იესოს ღმერთი".
დასკვნა:ბიბლიის თარგმანზე ხშირად აშკარა გავლენას ახდენს ის, თუ ვინ არის მისი მთარგმნელი.
ხშირად არასწორი რწმენა/წარმოდგენებისა და წინასწარშექმნილი აზრების ქონა ხელსუშლის მთარგმნელს ობიექტური იყოს.
ამის მაგალითია ისიც, რომ ერთ-ერთ ქართულ თარგმანში სიტყვა "სამარე" არის თარგმნილი, როგორც "ჯოჯოხეთი". არადა ბიბლიაში ერთხელაც კი არ არის ეს სიტყვა ნახსენები.
პ.ს იესოსაც ეწოდება ბიბლიაში ღმერთი(მსგავსი ტიტული მოსესაც ჰქონდა და სხვებსაც):
ღმერთი არავის არასოდეს უხილავს. მამის მკერდთან მყოფმა
მხოლოდშობილმა ღმერთმა მოგვითხრო მასზე. (იოანე 1:18)
არ ამოუღიათ იეჰოვას მოწმეებს ბიბლიიდან ის ადგილები, სადაც იესო ღმერთად არის მოხსენიებული და როცა ეს ტიტული კონტექსტში იესოზე გამოიყენება.
თუმცა როგორც მოსე იყო ღმერთი რაღაც გაგებით, ასევე იყოს იესოც ღმერთი რაღაც გაგებით. ნუ, ამოგლეჯთ და ნუ დაფლითავთ ბიბლიას. კონტექსტი გაითვალისწინე.
ბიბლიაში ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ იესო მამა არ არის. იესო და იეჰოვა ერთი პიროვნება არ არის. ძე ღმერთი და მამა ღმერთი თანასწორნი არ არიან.
This post has been edited by Black-White777 on 25 Jan 2018, 10:26