Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(3)
1
[2]
3
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
სხვაობა მორალსა და სინდისს შორის
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
blue_velvet
come true
ჯგუფი: Members
blue_velvet
come true
ჯგუფი: Members
წერილები: 6630
წევრი No.: 153653
რეგისტრ.: 3-September 12
#44444124
· 28 Apr 2015, 20:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Florbelle
გეთანხმები, უფრო კონკრეტულად როგორი ადამიანია უსინდისო? სახლიდან ჩუმათ რომ გააქვს ოქრო და თამაშობს უსინდისოა? რა თვისებებია კავშირი სინდისთან?
QUOTE
მაგალითად მორალით შთაგონებულის საწინააღმდეგოდ წასვლის შემდეგ შეიძლება სინანული არ გამიჩნდეს აი სინდისის ქენჯნა კი სულ სხვაა ჩემთვის
გეთანხმები.
იქნებ სინდისი ის არის რაც ჩვენში ჩადო იმ რაღაცამ რამაც შეგვქმნა?
--------------------
— «Tu diventi asociale, Guido», disse il conte.
— «Sì, ma è perché non mi piace parlare con i morti»
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Annabell
Crazy Member
ჯგუფი: Members
Annabell
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2387
წევრი No.: 194121
რეგისტრ.: 20-November 14
#44444364
· 28 Apr 2015, 20:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მორალი და სინდისი ერთმანეთის ქვეშ უფრო დგას ვიდრე ერთმანეთის საპირისპიროდ
მორალი უფრო ჯგუფისათვისაა დამახასიათებელი, ანუ წესები რომელსაც ყველა ექვემდებარება
და სინდისი უფრო ის რომ, თუ მიდიხარ ამ ჯგუფში და იცი რომ უნდა დაექვემდებარო ამ წესებს და არ ექვემდებარები - ეს ზოგადად.
This post has been edited by
Annabell
on 28 Apr 2015, 20:56
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#44444368
· 28 Apr 2015, 20:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩემი აზრით მორალი უფრო ფართო მცნებაა და მრავალმხრივია, აგრეთვე განვითარებადია.. შინაგანი მორალურობა თუ ამორალურობა
მიგვანიშნებს ადამიანის ზნეობაზე თუ რამდენად მაღალ დონეზეა ან რამდენად მდაბალია მის ზნეობა და განვითარების დონე..
სინდისი კი უფრო ქეჯნასთან არის დაკავშირებული ანუ მონანიების სურვილთან ადამიანში, სინდისით მიხარიას ან სინდისით ნეტარებას
ვერ იტყვის ადამიანი, მხოლოდ ქეჯნაა სინსის საქმე, რომელიც აგრეთვე შემადგენელი ნაწილია მორალის, ანუ მორალის ერთ ერთი
მაკონტროლებელი რამ..
მორალი მოიცავს: სიყვარულს, სინდისს, თანაგრძნობას, ესთეთიკას, რწმენას, ტრადიციას თუ სხვა ბევრ ასეთ განცდებს ადამიანში.
This post has been edited by
Artist
on 28 Apr 2015, 20:49
--------------------
ლოცვა:
…იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, მოგვიტევე ცოდვები ჩვენნი და გააბრწყინე დღეს საქართველო...
იყოს ნება შენი ქვეყანასა ზედა, სიყვარული საქართველოსა ზედა იმედად მსოფლიოსა ზედა.
yovel otxshabats sagamos 7 saatze caikitxavt 3-jer, mteli msoplios qartvelobas gaaertianebt.
© Artist
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Annabell
Crazy Member
ჯგუფი: Members
Annabell
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2387
წევრი No.: 194121
რეგისტრ.: 20-November 14
#44444666
· 28 Apr 2015, 21:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
blue_velvet
QUOTE
სხვა რამე იდო მანდ, თუნდაც გურჯიევსა და საშუალოსტატისტიკურ ქართველს შორის ჩემი აზრით ძალიან დიდი სხვაობაა, ამიტომ ვერ დაგეთანხმები თქო. რითი შეიძლება ერთი იყო მეორეზე დიდი?? ანუ გურჯიევი საშUალოსტატისტიკურ ქართველზე?
ასაკის და სიმაღლის მატება არ ნიშნავს გაზრდას
უნდა გაიზარდო შინაგანად
საშუალო სტატისტიკურ ქართველს რომელ კატეგორიას უწოდებ შენ მე არ ვიცი
მაგალითად საშუალოდ 40 წლის ასაკის ადამიანს რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და ყავს ოჯახი?
QUOTE
რისი გჯერა? ცხოვრების? სამყაროსი? მე არც ქრისტიანი ვარ და არც რომელიმე რელიგიის მიმდევარი მარა ღმერთი(უმაღლესი გონი) რომ არსებობს ამაში დარწმუნებული ვარ. მაგრამ ეს აღარ განვავრცოთ. თემაზე რას მეტყვი?
არაა ასე რომ დაჯდე დახუჭო თვალები და ასე წინ წახვიდე
ვიღაც ან რარაც უნდა დაგეხმაროს ამაში
ან რაიმე ლიტერატურა ან ადამიანი რომელმაც აქვს საამისო ცოდნა.
QUOTE
სინდისს როგორ დაახასიათებ ანაბელ? რა არის და როდის აწუხებს ადამიანს? გარემო თუ აყალიბებს სინდისს და რა შეხებით?
ზოგს საერთოდ არ აწუხებს და ვერ ვხედავ მე ამაში პრობლემას
სინდისს კი აყალიბებს გარემო
აბა სხვა ვინ ან რა აყალიბებს?
ინფანტალური ადამიანები ანუ უსინდისოები
წლების და სიმაღლის მატება არაა გაზრდა
ბავშვი თამაშობს თოჯინებიტ და შემდეგ თუ არ გაიზარდა შინაგანად, ფიზიკურ ზრდასრულობაში უკვე ადამიანებით იწყებს თამაშს.
და ხშირ შემთხვევაში ვერც ხვდებიან რომ ეს ასეა.
გადის წლები და იცვლება სათამაშოების სახე, მეტი არაფერი, მათ ცნობიერებაში არაფერი არ იცვლება, არ ხდება გადაფასებები და ა.შ.
თუ რამე მოიტყუეს, ვინმეს რამე დაუშავეს გაუფუჭეს ან ხელი შეუშალეს და ა.შ. ამას არ თვლიან ეს ადამიანები რომ რაიმე ცუდს სჩადიან.
მოსწონთ მატერიები, ანუ რასაც ხედავენ და ბრჭყვიალებს ამას იხვეჭენ და ა.შ.
ანუ მათ არ გააჩნიათ ნამდვილი გრძნობები ანუ წყინთ ის რომ მაგალითად დაკარგეს ლამაზი მანქანა, მაგრამ სამაგიეროდ შეიძლება არც იდარდონ ახლობელი ადამიანის დაკარგვა და ა.შ. და შესაბამისად გონიათ რომ ყველაა ასეა.
პ.ს. სიმართლე რომ ვთქვა ამ განყოფილებაშიც დიდად არ ვუღრმავდები ხოლმე თემებს და არც ვწერ რადგან ვიცი რომ აზრი არ აქვს, საერთოდ მედიას აქვს თავისი კანონები უნდა იცოდე რას წერ, რატომ და ვისთვის.
This post has been edited by
Annabell
on 28 Apr 2015, 21:43
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
blue_velvet
come true
ჯგუფი: Members
blue_velvet
come true
ჯგუფი: Members
წერილები: 6630
წევრი No.: 153653
რეგისტრ.: 3-September 12
#44444763
· 28 Apr 2015, 21:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Annabell
მორალი უფრო მგონია მთლიანად გარშემო მოხვეული. ძველ რომში როდესაც ოჯახებით დადიოდნენ გლადიატორების ხოცვის სანახავად, ეს სანახაობა იყო მორალური იმ ხალხისთვის, რეალურად მე და შენ ვხვდებით რომ სანახაბის გამო ადამიანების ერთმანეთში ბრძოლა უბრალოდ ამორალურია, ხოდა მორალი ემორჩილება გარემოს და რაც შეეხება სინდისს, ხომ შეიძლება დააყენო შენი თავი იმ გლადიატორის ადგილზე და გაიფიქრო, აი რა ცოდოა ჩვენს გამო ყველაზე ძვირფას რამეს კარგავსო, ხოდა ეს მეორე მგონია სინდისი, ანუ შენს თავს აყენებ იმის ადგილას და მაქედან გამომდინარე განიხილავ. ანუ რაღაც მხრივ სინდისი ფასეულია და მორალი სისულელე.
ეს საიტზე ვნახე>სინდისი არის ადამიანის სულიერი გრძნობა – კეთილისა და ბოროტის გარჩევის შემძლე. ეს გრძნობა გონებაზე უკეთ განასხვავებს სიკეთესა და ბოროტებას. სინდისის მოტყუება უფრო ძნელია, ვიდრე გონების. სიკეთე და ბოროტებას ამოვიღებდი და ცნობიერება, ძილს დავამატებდდი.
* * *
Annabell
QUOTE
ასაკის და სიმაღლის მატება არ ნიშნავს გაზრდას
უნდა გაიზარდო შინაგანად
ასაკზე საერთოდ არ იყო იქ საუბარი, მაგას რა თქმა უნდა ანაბელ ))
QUOTE
საშუალო სტატისტიკურ ქართველს რომელ კატეგორიას უწოდებ შენ მე არ ვიცი
შედარებისთვის დავწერე, არ დავკონკრეტდები.
QUOTE
არაა ასე რომ დაჯდე დახუჭო თვალები და ასე წინ წახვიდე
ვიღაც ან რარაც უნდა დაგეხმაროს ამაში
ან რაიმე ლიტერატურა ან ადამიანი რომელმაც აქვს საამისო ცოდნა.
მე ვფიქრობ ადამიანს ყველაზე მეტად საკუთარი თავი ეხმარება პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით და თ ვინმეს შეუძლია დაღუპოს ან ააყვავოს საკუთარი თავია და ამაში დიდ აზრს და სიბრძნეს ვხედავ. შეიცან თავი შენი რას ნიშნავს? უბრალო გამოთქმაა თუ სიბრძნე შენთვის?
QUOTE
თუ რამე მოიტყუეს, ვინმეს რამე დაუშავეს გაუფუჭეს ან ხელი შეუშალეს და ა.შ. ამას არ თვლიან ეს ადამიანები რომ რაიმე ცუდს სჩადიან.
ესეიგი გამოდის რომ თვითონ არ ყოფილან მსგავს მდგომარეობაში? წინააღმდეგ შემთხვევაში თვითონ ხომ განიცადეს ტკივილი როცა სხვამ დაუშავა და გული ატკინა? ანუ როცა ვინმე უსინდისოდ მექცევა და მამწარებს და ამას ვგრძნობ, მაშნ რატომ ვექცევი ასე სხვას? მე იმის თქმა მინდა რომ ხვდებიან რასაც აკეთებენ მეტ-ნაკლებად და სინდისი შინაგანად მოდის, ეს არის უნარი დადგე სხვის ადგილზე და გაატარო შენ თავზე რაიმე ქმედება. მეზობლის სახლში მოიპარავ? იმიტომ რომ შენ სახლში რომ მოიპარონ გული გეტკინება, ანუ ასე ვთქვათ შინაგანი მანიშნებელია.
QUOTE
სიმართლე რომ ვთქვა ამ განყოფილებაშიც დიდად არ ვუღრმავდები ხოლმე თემებს და არც ვწერ რადგან ვიცი რომ აზრი არ აქვს
ფორუმზე შეიძლება ძალიან საინტერესო აზრები წაიკითხო და გაიღრმავო ცნობიერება, აზრი შეიძლება მებუფეტე ჟორასთან ლაპარაკსაც ქონდეს
QUOTE
ზოგს საერთოდ არ აწუხებს და ვერ ვხედავ მე ამაში პრობლემას
მე ვხედავ, როცა სინდისი იკარგება და ნდობა აღარ არსებობს იქ არსებობა აუტანელი და უაზროა, მანდ სიყვარულზე საუბარი ზედმეტია, არ აქვს მნიშვნელობა გწამს თუ არა რამის.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Annabell
Crazy Member
ჯგუფი: Members
Annabell
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2387
წევრი No.: 194121
რეგისტრ.: 20-November 14
#44445668
· 28 Apr 2015, 22:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
blue_velvet
QUOTE
მორალი უფრო მგონია მთლიანად გარშემო მოხვეული. ძველ რომში როდესაც ოჯახებით დადიოდნენ გლადიატორების ხოცვის სანახავად, ეს სანახაობა იყო მორალური იმ ხალხისთვის, რეალურად მე და შენ ვხვდებით რომ სანახაბის გამო ადამიანების ერთმანეთში ბრძოლა უბრალოდ ამორალურია, ხოდა მორალი ემორჩილება გარემოს
არა
ადამიანები თავად წერენ საკუთარი თავისათვის მორალს.
შენთვის ამორალურია ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვისთვისაც ასეა.
სხვადასხვა განვითარების საზოგადოების ფენებისათვის სხვადასხვა ''რაღაცეებია'' მისაღები.
მაგალითად ერთი ჩემი ნაცნობი ბიჭი ასე 30 წლის ატყუებს გოგოებს და 2-2 წელი ცხოვრობს მათთან და არჩენენს ისინი
მან თავის მორალში ჩაწერა რომ ეს დასაშვებია, და ცხოვრობს ასე.
QUOTE
მე ვფიქრობ ადამიანს ყველაზე მეტად საკუთარი თავი ეხმარება პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით და თ ვინმეს შეუძლია დაღუპოს ან ააყვავოს საკუთარი თავია და ამაში დიდ აზრს და სიბრძნეს ვხედავ. შეიცან თავი შენი რას ნიშნავს? უბრალო გამოთქმაა თუ სიბრძნე შენთვის?
საკუთარი თავის შეცნობა არ ნიშნავს რომ იჯდე ერთ ადგილას და ასე ფიქრობდე
მუდმივად უნდა მოძრაობდე
ტვინი ორგანოა რომელიც მუდმივად ახლდება.
არც არავისაგა არაფერი ისწავლო და არც დაგაინტერესოს და იყო ასე
ქართველებს ეს ჭირთ.
QUOTE
ესეიგი გამოდის რომ თვითონ არ ყოფილან მსგავს მდგომარეობაში? წინააღმდეგ შემთხვევაში თვითონ ხომ განიცადეს ტკივილი როცა სხვამ დაუშავა და გული ატკინა? ანუ როცა ვინმე უსინდისოდ მექცევა და მამწარებს და ამას ვგრძნობ, მაშნ რატომ ვექცევი ასე სხვას? მე იმის თქმა მინდა რომ ხვდებიან რასაც აკეთებენ მეტ-ნაკლებად და სინდისი შინაგანად მოდის, ეს არის უნარი დადგე სხვის ადგილზე და გაატარო შენ თავზე რაიმე ქმედება. მეზობლის სახლში მოიპარავ? იმიტომ რომ შენ სახლში რომ მოიპარონ გული გეტკინება, ანუ ასე ვთქვათ შინაგანი მანიშნებელია.
კი როგორ არ ყოფილან
ბავშვები რომ თამაშობენ ერთმანეთს არ წაართმევენ ხოლმე სათამაშოებს?
და მერე რა ხდება
იწყება ჩხუბი
ჯღავილი
ცემა წეწვა გლეჯა
ასე ხდება ფიზიკურად ზრდასრული ადამიანების შემთხვევაშიც.
უსინდისოდ გექცევა და გამწარებს? და შემდეგ შენი საქციელი უკვე ის რომ გააგებინო რა იგრძენი შენ? ანუ შური იძიე.
აგრესია გამოუშვი გარეთ
ეს ორნაირად ხდება
ერთი აგრესია როდესაც გარეთ უშვებ და მეორე რომელსაც შიგნით იბრუნებ.
ორივე დამღუპველია
პირველი ის რომ ზღვარს არ უნდა გადაცდე
და მეორე ის რომ როგორც საწამლავს სვამდე გწამლავს.
მე გამოცდილი მაქვს პირადად ეს მდგომარეობა.
არსებობენ ადამიანები რომლებიც სხვაზე გაბრაზებულები საკუთარ თავს სჯიან.
არსებობენ ადამიანები რომლებიც იმისთვის რომ თავდაჯერება მოიპოვონ სხვებს უშავებენ უმიზეზოდ, ეს მათ სიამოვნებთ და აძლევს თავდაჯერებას.
გავკურცხლე ისევ და მოვალ
* * *
blue_velvet
QUOTE
ფორუმზე შეიძლება ძალიან საინტერესო აზრები წაიკითხო და გაიღრმავო ცნობიერება, აზრი შეიძლება მებუფეტე ჟორასთან ლაპარაკსაც ქონდეს
გეთანხმები
მაგრამ არსებობენ ადამიანები რომლებმაც დააკოპირეს საიდანღაც რაღაც და იმას არც სიტყვას აკლებენ არც ამატებენ
და არც სურვილი აქვთ.
და შემდეგ ხვდები რომ წყალს ნაყავ და ეს მიზერის მომცემია
იგივე დრო და ენერგია შეიძლება დახარჯო სხვა უფრო შეიძლება გამოუცდელ მაგრამ გონებაგახსნილ ადამიანთან.
ინფანტალური ადამიანი საშინელებაა
უცხო ენასავითაა შენი ლაპარაკი რომელიც არ ესმით.
QUOTE
მე ვხედავ, როცა სინდისი იკარგება და ნდობა აღარ არსებობს იქ არსებობა აუტანელი და უაზროა, მანდ სიყვარულზე საუბარი ზედმეტია, არ აქვს მნიშვნელობა გწამს თუ არა რამის.
ამაში გეთანხმები
მაგრამ უნდა გაიაზრო რომ შენ ვერ შეცვლი იმ ადამიანებს რომლებმაც ასე არჩიეს ცხოვრება
შენ რაც შეგიძლია ეს არის შეცვალო შენს გარშემო ადამიანები, ანუ ერთი გაუშვა და მეორენი შემოუშვა, მაგრამ არა მსგავსები
ეს ხშირად ემართებათ კომპლექსების მატარებელ ადამიანებს და ამ დროს ზოგი ბედს წყევლის ზოგი იღბალს და ა.შ.
პ.ს. ძირითადად საკუთარი გამოცდილებებიდან ვწერ ხოლმე, კარგად და ბევრჯერ მაქვს წანაყილი ცხვირ-პირი
This post has been edited by
Annabell
on 28 Apr 2015, 23:01
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
blue_velvet
come true
ჯგუფი: Members
blue_velvet
come true
ჯგუფი: Members
წერილები: 6630
წევრი No.: 153653
რეგისტრ.: 3-September 12
#44445989
· 28 Apr 2015, 23:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Annabell
QUOTE
ადამიანები თავად წერენ საკუთარი თავისათვის მორალს.
ანუ იმ ძველ რომში რაც ხდებოდა, როცა უამრავი ოჯახი მიდიოდა გლადიატორების ხოცვაზე, ეს თვითონ იდო ამ ადამიანებში? რატომ დღეს არ ხდება ეს აქტი? იქნებ გადაფასდა და ახლა ამორალური უწოდა საზოგადოებამ? რატომ არ ხდება სახალხო მკვლელობები, რატომ აკრძალა ეს კანონმა ახლა და მაშინ რატომ უშვებდა?
ეგაა მორალი რომელიც ბრმაა და ცნობიერებას მოკლებული? მაშინ რათ გვინდა მორალი? არ ჯობია შინაგან ხმას ვენდოთ და არა საზოგადოებას რომელიც მუდმივად ცვლის მორალურობის შკალას?
QUOTE
შენთვის ამორალურია ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვისთვისაც ასეა.
სხვადასხვა განვითარების საზოგადოების ფენებისათვის სხვადასხვა ''რაღაცეებია'' მისაღები.
მაგალითად ერთი ჩემი ნაცნობი ბიჭი ასე 30 წლის ატყუებს გოგოებს და 2-2 წელი ცხოვრობს მათთან და არჩენენს ისინი
მან თავის მორალში ჩაწერა რომ ეს დასაშვებია, და ცხოვრობს ასე.
ამაში გეთანხმები და დავწერე კიდეც წინა გვერძე, საუკუნეები, ფენები, ქვეყნები ანსხვავებენ ხშირად მორალ-ამორალურობას, მაგრამ ზუსტადაც რომ საზოგადოება ქმნის ადამინში მორალს, მაგრამ არა სინდისს. სინდისი ჩემში იქმნება, რომელსაც ვუსმენ ან ვაიგნორებ.
QUOTE
საკუთარი თავის შეცნობა არ ნიშნავს რომ იჯდე ერთ ადგილას და ასე ფიქრობდე
მუდმივად უნდა მოძრაობდე
ტვინი ორგანოა რომელიც მუდმივად ახლდება.
არც არავისაგა არაფერი ისწავლო და არც დაგაინტერესოს და იყო ასე
ქართველებს ეს ჭირთ.
რა თქმა უნდა არ ნიშნავს ფიზიკურ მდგომარეობას, თუმცა ვის მოუსმინო და ვის არა ეს საკმაოდ რთული ასარჩევია, ხშირად საკუთარ თავებს ვატყუებთ და სხვა გურუს რომ ენდო საკმაოდ სარისკოა, ამიტომ მოუსმინე ყველას მაგრამ გაატარე შენს ცნობიერებაში.
QUOTE
არსებობენ ადამიანები რომლებიც სხვაზე გაბრაზებულები საკუთარ თავს სჯიან.
არსებობენ ადამიანები რომლებიც იმისთვის რომ თავდაჯერება მოიპოვონ სხვებს უშავებენ უმიზეზოდ, ეს მათ სიამოვნებთ და აძლევს თავდაჯერებას.
მემგონი ორივე შემთხვევაში პრობლემები აქვთ, ეს თავდაჯერებულობა შეიძლება ერთ დღეს კრახით დასრულდეს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Florbelle
Crazy Member
ჯგუფი: Members
Florbelle
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2434
წევრი No.: 196644
რეგისტრ.: 16-January 15
#44446207
· 28 Apr 2015, 23:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(blue_velvet @ 28 Apr 2015, 20:20 )
გეთანხმები, უფრო კონკრეტულად როგორი ადამიანია უსინდისო? სახლიდან ჩუმათ რომ გააქვს ოქრო და თამაშობს უსინდისოა?
სახლიდან ჩუმად ოქრო რო გააქვს და თამაშობს ეგეთი ადამიანი არის ეგოისტი+უპასუხისმგებლო,მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობს და ფეხებზე კიდია ოჯახის წევრები,მაგრამ ვერ იტყვი ესეთ ადამიანზე რო უსინდისოა,უბრალოდ მისი სინდისი შენს მიერ მოყვანილ მაგალითზე არ რეაგირებს
მაგალითად ეგ ტიპი შეიძლება ცუდ საქციელად თვლიდეს კაცის მოკვლას,და არც მოკლას არასდროს
ზოგადად სინდისს თვისებებიდან ყველაზე დიდი კორელაცია პასუხისმგებლობის გრძნობასთან აქვს,ანუ უპასუხისმგებლო შეგპირდება და არ გააკეთებს,ჩუმად აიღებს შენს 1 თვის ხელფასს და რაღაც ***ობას იყიდის იმით,უბრალოდ ფეხებზე კიდია საკუთარი თავის გარდა ყველაფერი და იმიტომ,სუპერეგო აქვს ძალიან სუსტი მოკლედ
მგონი გასაგებად დავწერე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Annabell
Crazy Member
ჯგუფი: Members
Annabell
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2387
წევრი No.: 194121
რეგისტრ.: 20-November 14
#44446957
· 29 Apr 2015, 00:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
blue_velvet
QUOTE
ანუ იმ ძველ რომში რაც ხდებოდა, როცა უამრავი ოჯახი მიდიოდა გლადიატორების ხოცვაზე, ეს თვითონ იდო ამ ადამიანებში? რატომ დღეს არ ხდება ეს აქტი? იქნებ გადაფასდა და ახლა ამორალური უწოდა საზოგადოებამ? რატომ არ ხდება სახალხო მკვლელობები, რატომ აკრძალა ეს კანონმა ახლა და მაშინ რატომ უშვებდა?
ეგაა მორალი რომელიც ბრმაა და ცნობიერებას მოკლებული? მაშინ რათ გვინდა მორალი? არ ჯობია შინაგან ხმას ვენდოთ და არა საზოგადოებას რომელიც მუდმივად ცვლის მორალურობის შკალას?
ნუ იყო სანახაობა
კიდევ ბევრი ძალადობა იყო, არის და იქნება
არ ყოფილა ეს არც პირველი და არც უკანასკნელი.
შენ თუ გაქვს პროტესტის გრძნობა
რომ ეს იყო უსამართლობა და საზოგადოებრივ მორალს მოკლებული,
ანუ წესებს რომლითაც ზოგადად საზოგადოებამ უნდა იცხოვროს ამაში გეთანხმები თუ არა ეს გაინტერესებს?
მე ძალადობის მოწინააღმდეგე ვარ ნებისმიერი
მაგრამ კარგად მესმის რომ მე ვერც რომის ისტორიას შევცვლი და ვერც ახლანდელ კაცობრიობას ავუხელ თვალებს.
კაი ვიძახო რომ აი სიყვარული არ შეუძლიათ
რომ დაკარგული აქვთ ნამუსი
და ა.შ.
და ამით რა შეიცვლება?
მე დროს დავკარგავ ამის ხავილში და ზოგადად ხალხი იგივე დარჩება
ხავილის აზრს ვერ ვხედავ.
სვანებზე სისხლის აღებით დაიწყე და გლადიატორებზე გადახვედი
არ ვიცი მე არ მინახავს გლადიატორები
მაგრამ სვანებზე შემიძლია გიპასუხო
რომ ყოველთვის მართლები არ არიან
უბრალოდ შეუგნებელი ხალხია
ახლა სისხლის ასაღებად რომ მოკლავ ბავშვს ან რომ დაელოდები წლები რომ 16 წლის რომ გახდეს და 60 წლის კაცმა დააჭედო ტყვია მაგას არ ქვია ადამიანობა ნამდვილად. სისხლი კი არა რისი და ვისი აღებაც არ უნდა იყოს.
უბრალოდ შეუვალი და მოუვალი იყო მთა და ხალხი განუვითარებელია და პრინციპებს რომ უღალატონ ეს გონიათ ხოლმე საკუთარი თავის ღალატი. ანუ თავად არ აძლევენ საკუთარ თავს განვითარების საშუალებას.
ისინი თვლიან რომ იბადებიან ამ პრინციპებთან ერთად.
ძალიან მოკლე დიაპაზონი აქვთ.
გლადიატორების შემთხვევაშიც ასე იყო
მაგათ ხომ ყავდატ მეპატრონეები
და რატომ ფიქრობ რომ ყველა მეპატრონეს დიდი დიაპაზონი ქონდა? ანდა თუ უნდოდათ იმ ვიღაცებს ვისაც ეკუთვნოდათ რაღაც სტატუსები მატ სტატუსს ახლდა თან ისიც რომ უნდა გყოლოდა გლადოატორები.
ძალიან ცოტაა ასეთი ვისაც შეუძლია ძალაუფლებაზე თქვას უარი.
მესმის შენ რაზეც გაქვს პროტესტის გრძნობა
მაგრამ უშუალოდ ის ადამიანები ყველა ერთმანეთს გავდა
რა მნიშვნელობა აქვს შენ გყავს გლადიატორი იმის გამო რომ შეინარჩუნო სტატუსი საზოგასოებაში (თუნცა შენ პირადად არ გხიბლავს კაცის კვლა) თუ ის რომ შენ გაძლევს სტატუსი უფლებას მოკლა ადამიანები.
ანუ მე ვერ ვხედავ სხვაობას
შენ ხარ მონა სტატუსის
თუ ხარ მონა სანახაობის.
ორივე შემთხვევაში შედეგი ერთია ადამიანის სიკვდილი.
და რას განიცდიან და განიცდიდნენ ამ დროს ისინი?
წარმოედგინათ თუ არ წარმოედგინათ თავი მათ ადგილას?
და კონკრეტულად რა განცდაა ეს?
ეს ცოტა ადამიანს შეუძლია და ამას ქვია თანაგრძნობა, ანუ როდესაც გრძნობ იგივეს რასაც გრძნობს ის ვიღაც .
თანაგრძნობა არაა რომ ჩამოჯდე და გვერდით ექვითინო.
მაგას სხვა რარაც ქვია ვერ ვიხსენებ.
თანაგრძნობაა როდესაც განიცდი იგივეს რასაც ის სხვა, მაგრამ არა ფიზიკურად გამოხატული.
მაგრამ ეს ყველას არ შეუძლია.
This post has been edited by
Annabell
on 29 Apr 2015, 00:37
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Boudicca
Fools!!!
ჯგუფი: Registered
Boudicca
Fools!!!
ჯგუფი: Registered
წერილები: 1067
წევრი No.: 176933
რეგისტრ.: 21-November 13
#44447967
· 29 Apr 2015, 02:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Florbelle
QUOTE
მორალი ძირითადად მოქმედებს "ხალხი რას იტყვის" ფორმით,სინდისს ეგ არ ეხება
მე მგონია, რომ ეხება. მაგალითად, ასასინების კულტურაში რომ გავზრდილიყავი, ჩემი მტრის მოკვლის შემდეგ სინდისი არ შემაწუხებდა, მაგრამ ეხა მაწუხებს, იმიტომ რომ იმ კულტურაში ვარ გაზრდილი, სადაც მკვლელობა მორალურად გაუმართლებელია.
სინდისი არის მორალის ელემენტი, მე ვფიქრობ.
--------------------
cucarachas fumando marijuana
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Florbelle
Crazy Member
ჯგუფი: Members
Florbelle
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2434
წევრი No.: 196644
რეგისტრ.: 16-January 15
#44448028
· 29 Apr 2015, 02:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Boudicca
როგორ არ შეგაწუხებდა,უბრალოდ თქმას ვერ გაბედავდი,ჩემს მიერ დასახელებული მიზეზის გამო
შენ რა გგონია სპარტაში ყველა ხმალზე და მშვილდზე გიჟდებოდა?ან ჩრდილოეთ კორეაში მართლა ყველა ეგეთი გამო****ბულია? არა
აი კაკრაზ ეგაა მორალი,რასაც თავს გახვევს ის კულტურა რომელშიც გაიზარდე და ხალხი
სინდისი მარტო შენია,მხოლოდ საკუთარი თავიდან გამომდინარეობს
ერთ უხეშ მაგალითს მოგიყვან,საშინლად ვერ ვიტან ბავშვებს,განსაკუთრებით თე*ლ ბავშვებს
მაგრამ ზოგადად საზოგადოებაში მიღებულია რომ "ბავშვი საყვარელი არსებაა" და "ბავშვზე ძალადობა მორალურად გაუმართლებელია"
ხედავ?ჩემს სინდისს ***ზე კიდია ეს ბავშვი,და შესაბამის სიტუაციაში უპრობლემოდ მივაღებინებ,ყველანაირი სინანულის გარეშე,მაგრამ მორალურად ეს საქციელი გაუმართლებელია,ამიტომ აფიშირებას მოვერიდები რა თქმა უნდა
მოკლედ მაგარი დედამ****ლი რამეა ეს მორალი ადათ-წესები და მსგავსი რაღაცეები
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
blue_velvet
come true
ჯგუფი: Members
blue_velvet
come true
ჯგუფი: Members
წერილები: 6630
წევრი No.: 153653
რეგისტრ.: 3-September 12
#44448694
· 29 Apr 2015, 09:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
კაი ვიძახო რომ აი სიყვარული არ შეუძლიათ
სიყვარული ბევრს არ შეგვიძლია, ეგ ცნობიერების დონეა და ჩემი აზრით ბევრ რამეს გააგებინებს ადამიანს. "გიყვარდეს და გააკეთებ რასაც მოისურვებ"-ნეტარი ავგუსტინე.
QUOTE
შენ თუ გაქვს პროტესტის გრძნობა
რომ ეს იყო უსამართლობა და საზოგადოებრივ მორალს მოკლებული,
ყველაფერი ხდება შესაბამისობაში ადამიანის ცნობიერებასთან, როგორი ხალხიც იყო ისეთი მდგომარეობა შექმნეს, ქმნიან და შექმნიან. ყველაფერი დაკავშIრებულია და არ არსებობს წყვეტა. მორალი კი იტყუება ხშირად და ყველაზე კარგი ცნობიერების ზრდასთან ერთად სინდისი და სხვის ადგილას საკუთარი თავის დაყენებაა, ვფიქრობ უნივერსალური.
QUOTE
მესმის შენ რაზეც გაქვს პროტესტის გრძნობა
პროტესტი არა, უბრალოდ მიკვირს გარემო რას უშვება ადამიანს, მე და შენ შეიძლება გვეყურებინა დიდი სიამოვნებით იმათი ხოცვა მაგ დროს რომ დავბადებულიყავით, ესაა გარემოს დამანგრეველი მოქმედება.
QUOTE
წარმოედგინათ თუ არ წარმოედგინათ თავი მათ ადგილას?
ჩემი აზრით არათუ წარმოედგინათ, არც უცდიათ ეს.
QUOTE
თანაგრძნობაა როდესაც განიცდი იგივეს რასაც ის სხვა
არ მქონია ეს. შეცოდება რა არის? ხო არ ჯობია შეცოდებას დაეხმარო ადამიანს და არ დაამცირო შენი შეცოდებით, იმიტომ რომ ვინ რა მდგომარეობაში აღმოჩნდება არ ვიცით.
Boudicca
QUOTE
მე მგონია, რომ ეხება. მაგალითად, ასასინების კულტურაში რომ გავზრდილიყავი, ჩემი მტრის მოკვლის შემდეგ სინდისი არ შემაწუხებდა
მტერი რა არის საერთოდ? არსებობს კი მტერი თუ ჩვენ მოვიხვიეთ თავს? და ეს მტრობა სადამდე დაიყვანება? როგორც წესი ერთი მეორეს სიტყვას აუგდებს ან "ცუდად " შეხედავს ცოლს ან ღორობით განიძრახავს მიწის დაპყრობას, არის თU არა თავშივე ადამიანის სიბრიყვე ეს მტრობა და ომები?
როგორ შეიძLება ადამიანი მოკლა და არაფერი განიცადო? დატოვო ცოლ-შვილი ულუკმაპუროდ და არ განიცადო? მაშინ ეგეთი "ადამიანი" მექანიკური რობოტია და ისე დააპროგრამებ როგორც გაგიხარდება, ტრადიცია და ადათ-წესი რომ გაქვს არ ნიშნავს ბრმა მსახური იყო მათი. მე მაგალითად ბევრ რამეს არ ვემხრობი რასაც ჩემი ახლობლები აკეთებენ და არ ვიღებ მონაწილეობას, ხოდა დადგეს სამურაი გვერძე რა უშლის ხელს? ზუსტადაც სინდისმა და ცნობიერებამ უნდა შეუშალოს ჩემი აზრით. თუმცა თU უკვე ასასინი გახდი, ისევე როგორც დღეს დღეისობით კილერი, ილუზიაში ხარ და ან გამოხვალ მაქედან ან დარჩები მონა თავისუფლების გარეშე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Annabell
Crazy Member
ჯგუფი: Members
Annabell
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2387
წევრი No.: 194121
რეგისტრ.: 20-November 14
#44450734
· 29 Apr 2015, 13:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
blue_velvet
QUOTE
სიყვარული ბევრს არ შეგვიძლია, ეგ ცნობიერების დონეა და ჩემი აზრით ბევრ რამეს გააგებინებს ადამიანს. "გიყვარდეს და გააკეთებ რასაც მოისურვებ"-ნეტარი ავგუსტინე.
სიყვარული მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ
თავისუფალი არ ნიშნავს რომ არ აქვს ოჯახი ან ფეხით არ არის მობმული ატაპლენიაზე
თავისუფალი ანუ შინაგანად თავისუფალი
თუ რელიგიურად განვიხილავთ ცოდვებით არ დამძიმებულს
და თუ სამედიცინო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მაშინ კომპლექსები ქვია და მათგან გამოწვეული აგრესია.
დანარჩენი დაკომპლექსებული ადამინები ყველა სხვადასხვა რამეს ვეძახით სიყვარულს
სულიერი (ეკლესიურად) და სამშვინველური (სამედიცინოდ) ავადმყოფი ადამიანების გარემოში ყველა მსხვერპლს უყვარს თავისი თავდამსხმელი და პირიქით.
ასეთ შემთხვევაში სიყვარულზე ძნელია ლაპარაკი.
* * *
blue_velvet
QUOTE
ყველაფერი ხდება შესაბამისობაში ადამიანის ცნობიერებასთან, როგორი ხალხიც იყო ისეთი მდგომარეობა შექმნეს, ქმნიან და შექმნიან. ყველაფერი დაკავშIრებულია და არ არსებობს წყვეტა. მორალი კი იტყუება ხშირად და ყველაზე კარგი ცნობიერების ზრდასთან ერთად სინდისი და სხვის ადგილას საკუთარი თავის დაყენებაა, ვფიქრობ უნივერსალური.
კი რა თქმა უნდა
მეც ვთვლი რომ გარემოს ხალხი ქმნის და შემდეგ ეს გარემო ხალხს
მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან
ადამიანები არ გამსხვავდებიან არამედ მათი ცნობიერება განსხვავდება
და შემგდეგ ეს ერთნაირი ცნობიერების ადამიანები ერთიანდებიან და ქმნიან გარემოს ახალი ინდივიდებისთვის
მე მაგალითად ამისი საკუთარი გამოცდილება მაქვს, მე რომ ვიგრძენი რომ ჩემს ირგვლივ რაღაც ვერ იყო წესრიგში, გავერიდე ამ გარემოს და წავედი სხვაგან, იქაც ვერ მოვერგე და კიდევ გავერიდე და ასე გაგრძელდა 4-5 ჯერ ბევრი ვიწვალე მაგრამ შემდეგ მივხვდი რომ ნელ ნელა გაჩნდნენ ჩემს ირგვლივ ადამიანები რომლებიც უფრო ''სხვანაირად'' აღიქვამდნენ ყველაფერს და მე იქ ვიგრძენი კომფორტი, შემდეგ გამიჩნდა სურვილი რომ მეც მათ დავსმგავსებოდი ანუ ვყოფილიყავი შრომისუნარიანი, გამეკეთებინა ბევრი, მცოდნოდა ბევრი გამომეცადა ბევრი და ა.შ. არ ყოფილიყო ჩემთვის გატეხილი ჭიქა და გახეული ფეხსაცმელი ტრაგედია.
და ასე ნელ ნელა ჩამოვყალიბდი ''სხვა'' ადამიანად
მაგრამ ამასთან ერთად გავაცნობიერე ის რომ ის ადამიანები რომლებისთვისაც ბოღცებში გამოკრული ოქროების არ ქონდა იყო და არის ტრაგედია, იმატ თავისი განვითარების და კომფორტის ზონა აქვთ სადაც მე ვერაფერს შევცვლი და ვუყურებ უბრალოდ შორიდან, არ ვერთვები იმათთან ემოციურად.
* * *
blue_velvet
QUOTE
პროტესტი არა, უბრალოდ მიკვირს გარემო რას უშვება ადამიანს, მე და შენ შეიძლება გვეყურებინა დიდი სიამოვნებით იმათი ხოცვა მაგ დროს რომ დავბადებულიყავით, ესაა გარემოს დამანგრეველი მოქმედება.
შენ არ გიწევს ყურება როგორ დაგრიალობენ ახალგაზრდა 2 ხელა და 2 ფეხა ბიჭები მერსედესებით საქართველოში? და ეს მერსედესები აქვთ ნაყიდი დედების და ბებიების ნაშოვნი ფულით რომლებიც საბერძნეთში თუ ამერიკაში მოხუცებს უვლიან.
ეს არ არის სისასტიკე?
ვის ვის და საკუთარ დედას წაართვა ცხოვრება და გახადო ვიღაცის მონა იმიტომ რომ შენ მერსედესით გაგრიალდე?
გლადიატორები და სისხლის აღება ანუ მხოლოდ ფიზიკური სიკვდილი არ ნიშნავს სისასტიკეს ჩემთვის.
* * *
QUOTE
არ მქონია ეს. შეცოდება რა არის? ხო არ ჯობია შეცოდებას დაეხმარო ადამიანს და არ დაამცირო შენი შეცოდებით, იმიტომ რომ ვინ რა მდგომარეობაში აღმოჩნდება არ ვიცით.
შეცოდებაა ის გრძნობა როდესაც ხედავ რომ უძლური ხარ მის წინაშე.
მაგალითად ჩემი ბევრი ნაცნოი რომელსაც ორი ხელი და ორი ფეხი აქვს და უბედურია იმის გამო რომ არ აქვს ბევრი ფული, ისინი მეცოდებიან, არა იმიტომ რომ არ აქვთ ბევრი ფული არამედ იმიტომ რომ არ აქვთ ცნობიერება, გინდა ბევრი ფული წადი და გამოიმუშავე, რა უნდა ფულის შოვნას.
მე მჭირდება ფული და ვმუშაობ მაგრამ მე ეს მხოლოდ მჭირდება ყოფისათვის და იმისათვის რომ გავიფართოვო მე ჩემი დიაპაზონი არიალი შეგნება და ა.შ. და არა იმისთვის რომ ვიყიდო მანქანა და კაკუნა ტუფლები.
სხვათაშორის პირადზე გადავედი და რომ ვფიქრობ ხოლმე ძააალიან ბევრი მეგობარი ნაცნობი მთვლის ხოლმე ისე გოიმ გოგოდ ფული აქვს და არ იცის რაში დახარჯოს, 4-5 დღის წინაც ველაპრაკებოდი ერთ ჩემს მეგობარს და მეუბნება, შე საცოდავო როდისღა უნდა გაიხარო, როდისღა უნდა ნახო ცხოვრება, იყიდე სახლი, იყიდე მანქანა, იყიდე კაბა თავს მიხედე, ნახე ჩვენ ქორწილში როგორი გამოპრანჭულები ვიყავით და შენ საერთოდ არც წამოხვედი.
მე რა თქმა უნდა იმათთვის გასაგებ ენაზე ავუხსენი რომ არ მქონდა კაბა და კაკუნა ტუფლები რომ ჩამეცვა.
რეალურად კი მე ეს ყველაფერი არ მაინტერესებს.
მე წავედი და იმ დღეს ისრები გავლესე, მშვილდი გავასწორებინე, სახელოსნოში ხელოსანს ველაპარაკე ცხენების უნაგირებს მშვილდებს და ა.შ. არემონტებს ხოლმე, საინტერესო კაცია...
ახლა ის რომ ვუთხრა თქვენ ცნობიერების სხვა დონე გაქვთ და მე სხვა ეწყინებათ, რეალურად თვლიან რომ მე მათზე გოიმი ვარ და ჩათვალონ კაცო რა პრობლემაა თუ კი ეს მათ თვითდაჯერებას მისცემს და უფრო კარგად აგრძნობინებს თავს რა პრობლემაა.
უბრალოდ კულტურულად ვეუბნები რომ ადამიანებს სხვადასხვა ინტერესები აქვთ, მე ვერაფერს ვხედავ ცუდს თუ ვინმეს აინტერესებს კუნტრუში და ჭიხვინი, ჩაიცვას ის კაბა თუ რაცაა და აიპარჭყოს თუ რა ვი რასა შვრებიან.
ვეუბნები რომ მე თოხების სიყვარული კოლექტიურ არაცნობიერში მაქვს და ჩემი კანეცი თოხია
ნუ მერე იწყება სიცილი რომ კოლექტიური არანობიერი და ახალგაზრდა კომუნისტი და კოლმეურნეობა და თოხი, მოწინავე მწველავი ა.შ.
მე იმატზე ვკაიფობ ისინი ჩემზე
This post has been edited by
Annabell
on 29 Apr 2015, 14:12
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
blue_velvet
come true
ჯგუფი: Members
blue_velvet
come true
ჯგუფი: Members
წერილები: 6630
წევრი No.: 153653
რეგისტრ.: 3-September 12
#44451303
· 29 Apr 2015, 14:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
სიყვარული მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ
თავისუფალი არ ნიშნავს რომ არ აქვს ოჯახი ან ფეხით არ არის მობმული ატაპლენიაზე
თავისუფალი ანუ შინაგანად თავისუფალი
თუ რელიგიურად განვიხილავთ ცოდვებით არ დამძიმებულს
და თუ სამედიცინო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მაშინ კომპლექსები ქვია და მათგან გამოწვეული აგრესია.
დანარჩენი დაკომპლექსებული ადამინები ყველა სხვადასხვა რამეს ვეძახით სიყვარულს
სულიერი (ეკლესიურად) და სამშვინველური (სამედიცინოდ) ავადმყოფი ადამიანების გარემოში ყველა მსხვერპლს უყვარს თავისი თავდამსხმელი და პირიქით.
ასეთ შემთხვევაში სიყვარულზე ძნელია ლაპარაკი.
იგივეს ვფიქრობ.
QUOTE
მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან
ადამიანები არ გამსხვავდებიან არამედ მათი ცნობიერება განსხვავდება
თუ გინდა ასე თქვი, უბრალოდ მე სხვადასხვა ცნობიერების მატარებელ ადამიანს სხვადასხვას ვეძახი იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცნობიერებაა, რადგან ყველაფრის წყაროა, იმის რისკენაც ვიბრძვით, თავისუფლების, სიყვარულის, სტატუსების და პატივმოყვარეობის ფეხზე დაკიდების! ამიტომ დაბალი ცნობიერების მანქანას და მაღალი ცნობიერების ადამიანს ერთმანეთს ვერ ვუტოლებ ვერანაირად, ალბათ სუბიექტური ვარ მაგრამ ასე ვფიქრობ.
QUOTE
შენ არ გიწევს ყურება როგორ დაგრიალობენ ახალგაზრდა 2 ხელა და 2 ფეხა ბიჭები მერსედესებით საქართველოში? და ეს მერსედესები აქვთ ნაყიდი დედების და ბებიების ნაშოვნი ფულით რომლებიც საბერძნეთში თუ ამერიკაში მოხუცებს უვლიან.
ეს არ არის სისასტიკე?
კი არის, მაგრამ ეს ბიჭები მატერიის მონები არიან და ბრმები, რა მნიშვნელობა აქვს მაგათ ცხოვრებას თუ აზრზე არ მოვიდნენ? იგულავებენ მერე მომავალში გამოელევათ ფული და დიდი ალბათობით დანებდებიან ცხოვრებას. ადამიანმა დასთესა და მოიმკო არაფერი. რაც შეეხება დედებს და ბებიებს, უნდა იცოდე რისთვის აგზავნი ფულს, თუ არ არის კარგი გაზრდილი შეიძება პოკერებში ამოჭამოს ფული ან ნებისმიერი რამ, ამიტომ თუ ვერ გაზარდა ის ბავშვი, იქნებ გააკონტროლო ფულის-ხარჯვა? ჩემთვის მარტივია. ბანკში გახსენი ანგარიში ან ვინმე ახლობელს რომელსაც ენდობი იმას გაუგზავნე და მისცეს ცხოვრებისთვის აუცილებელი ფული, მითუმეტეს თუ ჯამრთელია შვილი, იმუშაოს პერიოდულად მაინც, პრობლემას ვერ ვხედავ.
QUOTE
გლადიატორები და სისხლის აღება ანუ მხოლოდ ფიზიკური სიკვდილი არ ნიშნავს სისასტიკეს ჩემთვის.
შენ შვილს რომ ყელი გამოჭრას ბაბუა კაცმა ეს არ არის სისასტიკე?
ან ვიღაც მუტრუკთან რომ შეაგდონ და მთელ დარბაზს აყურებინონ მაგის სიკვდილი?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Annabell
Crazy Member
ჯგუფი: Members
Annabell
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2387
წევრი No.: 194121
რეგისტრ.: 20-November 14
#44451623
· 29 Apr 2015, 14:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
blue_velvet
QUOTE
თუ გინდა ასე თქვი, უბრალოდ მე სხვადასხვა ცნობიერების მატარებელ ადამიანს სხვადასხვას ვეძახი იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცნობიერებაა, რადგან ყველაფრის წყაროა, იმის რისკენაც ვიბრძვით, თავისუფლების, სიყვარულის, სტატუსების და პატივმოყვარეობის ფეხზე დაკიდების! ამიტომ დაბალი ცნობიერების მანქანას და მაღალი ცნობიერების ადამიანს ერთმანეთს ვერ ვუტოლებ ვერანაირად, ალბათ სუბიექტური ვარ მაგრამ ასე ვფიქრობ.
სუბიექტურია ყველაა დამიანი
მაგრამ უნდა გაანალიზო რომ ადამიანები იბადებია +\- ცნობიერებით (მაგალითისთვის ვამბობ) ანუ ადამიანი არ იბადება მხოლოდ ერთი რომელიმე ცნობიერებით ან კარგი ან ცუდი ან საშუალო, ორივე დევს მასში კარგიც და ცუდიც(პირობიდათ დავარქვათ), გააჩნია რომელს განავითარებ. კაი დავუშვათ რომ დავიბადე ცუდი ცნობიერების გარემოში და გამინვითარდა ცუდი ცნობიერება, ვთვლი რომ ვაზები უფრო კაია ვიდრე გრძნობები. მაგრამ ცხოვრებაში აუცილებლად ხდება კრიზისები, ანუცილებლად ეძლევათ ადამიანებს შანსი გადავიდნენ ერთი ცნობიერებიდან მეორეში, ეს მატ თავად არ უნდათ.
ეძლევათ შანსი და არა ვალდებულება ან იძულება.
და მერე ამას სურვილის მიხედვით აკეთებენ.
ვისაც არ უნდა კომფორტის ზონიდან გამოსვლა და უნდა რომ იყოს საცოდავი მოუსაფარი ან პირიქით ვინმეს თავი მოაჭამოს, ესენი რჩებიან ისევ იქ.
ხდება რომ მაგალითად ვინმე იჯდა ცოხეში და იქედან სულ სხვა ადამიანი გამოვიდა
იყო ომში და იქედან სულ სხვა დაბრუნდა.
''საიდუმლო'' - ხომ არის ასეთი ფილმი
ასე იწყება რომ მაშინ როდესაც ჩემს ცხოვრებაში იყო მძიმე პერიოდი მაშინ გავიგე მე ''საიდუმლოს'' შესახებო და სულ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერიო.
ეს ხო მხატვრულად არის რაღაც ნაწილი აღწერილი - ნუ ფილმია
მაგრამ ეს არის ერთი ცნობიერებიდან მეორეში გადასვლა.
მე ფსიქოლოგიური ტერმინები აღარ მახსოვს, გავიხსენებ აუცილებლად და რელიგიაში რა ქვია არ ვიცი
არ მაქვს წაკითხული ბიბლია და არ მაქვს განათლება რელიგიური
იგივე მაქვს მეც გამოცდილი -მაგრამ ეს მე ავირჩიე, არიან ჩემი ბევრი ნაცნობი რომელსაც არ უნდა ეს, და ამბობს რომ მოიცა რა, რა ცნობიერება, რა არაცნობიერი რეებს მიედ-მოედები წავიდეთ ვიტოსუვკოთ ყველას ჯინაზე მტერს თვალები დავთხაროთ.
* * *
blue_velvet
QUOTE
კი არის, მაგრამ ეს ბიჭები მატერიის მონები არიან და ბრმები, რა მნიშვნელობა აქვს მაგათ ცხოვრებას თუ აზრზე არ მოვიდნენ? იგულავებენ მერე მომავალში გამოელევათ ფული და დიდი ალბათობით დანებდებიან ცხოვრებას. ადამიანმა დასთესა და მოიმკო არაფერი. რაც შეეხება დედებს და ბებიებს, უნდა იცოდე რისთვის აგზავნი ფულს, თუ არ არის კარგი გაზრდილი შეიძება პოკერებში ამოჭამოს ფული ან ნებისმიერი რამ, ამიტომ თუ ვერ გაზარდა ის ბავშვი, იქნებ გააკონტროლო ფულის-ხარჯვა? ჩემთვის მარტივია. ბანკში გახსენი ანგარიში ან ვინმე ახლობელს რომელსაც ენდობი იმას გაუგზავნე და მისცეს ცხოვრებისთვის აუცილებელი ფული, მითუმეტეს თუ ჯამრთელია შვილი, იმუშაოს პერიოდულად მაინც, პრობლემას ვერ ვხედავ.
ხო და ამას ვეძახი მე ძალადობას
ის დედა ბებია საწყალია და თანახმაა რომ მოუაროს იმ მოხუცს იმის გამო რომ ეშინია სიმარტოვის და შვილმა არ აქციოს ზურგი
ანუ ეს არიან დამოკიდებული ადამიანები და არა თავისუფალი და დამოუკიდებელი
შიშის ფაქტორი თამაშობს აქ დიდ როლს.
და რადგან ასეთი საწყალი ბეჩავი შეგხვდება და შეგრჩება ხელში უნდა გამოიყენო?
მე ამასაც სისასტიკეს ვეძახი და ძალადობას.
QUOTE
შენ შვილს რომ ყელი გამოჭრას ბაბუა კაცმა ეს არ არის სისასტიკე?
ან ვიღაც მუტრუკთან რომ შეაგდონ და მთელ დარბაზს აყურებინონ მაგის სიკვდილი?
QUOTE
გლადიატორები და სისხლის აღება ანუ მხოლოდ ფიზიკური სიკვდილი არ ნიშნავს სისასტიკეს ჩემთვის.
QUOTE
მხოლოდ
თუ დააკვირდები და გაიაზრებ მიხვდები რომ შემთხვევით არ დამიწერია სიტყვა ''მხოლოდ''
ანუ ჩემთვის ფიზიკური ძალადობაც (სისასტიკე) და მორალურიც ძალადობაც (სისასტიკე) (ანუ დამოკიდებულებების წესები რომლითაც უნდა იცხოვროს ადამიანმა საზოგადოებაში ) ორივე ძალადობაა და სისასტიკე.
ამ შემთხვევაში მორალი, ანუ ნორმალური ადამიანის საქციელი არ არის ის რომ დედამ იმუშავოს და მუტრუკმა იგორავოს, და ამ მუტრუკმა თავის შეცოდებით ან ტერორით დედას გამოსჭალოს ფული და ა.შ. ეს არის ადამიანური მორალის 'დარღვევა'' რომელსაც აკეთებენ უსინდისო ადამიანები.
ეს ერთი და იგივე 'მექანიზმია' და 'სხეული''
არაა ეს რომ მხოლოდ გლადიატორები და სისხლის აღება იყო ამორალური რადგან იქ იყო სიკვდილი.
და ამორალურია არაა ის საქციელი სადაც ძალადობა არ იწყვევს სიკვდილს.
This post has been edited by
Annabell
on 29 Apr 2015, 15:25
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(3)
1
[2]
3
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0411 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.