მოყოლებული ძველი ცივილიზაციებიდან, უამრავი წყარო მიუთითებს ადამიანის უმთავრეს მიზანზე დედამიწაზე-შეიცან თავი შენი. როგორც ამბობენ საკუთარი თავის შეცნობით შესაძლებელია მთელი სამყაროს შეცნობა რადგან სამყარო ჩვენშია. ასევე გათავისუფლების ერთადერთი პირობა არის შეცნობა, მთავარი სირთულე რასაც მე ვხედავ ამ ყველაფერში რომ უკვე განთავისუფლებული, მაშასადამე ადამიანი ვინც საკუთარ უკვე ჩაწვდა, ვერ აუხსნის სხვას ამ ეტაპებს, რადგან ეს გზა ყველას გასავლელია თავისი ტანჯვებით თუ კითხვებით, ბოლო კი რასაც არამხოლოდ ცივილიზაციები არამედ რელიგიები გვპირდებიან არის ტკბილი და გამოუთქმელი.
მეორეს მხრივ ჩვენ ვართ მექანიკურები(მძნარენი) ერთ დღეს ერთს ვფიქრობთ და ერთი გვინდა და მეორე დღეს სულ სხვას, ანუ არ არსებობს ერთიანი ნება. მე მინდა დავსვა კითხვა, რა არის საშუალება რომლითაც შევძლებთ თვითშემეცნებას? აქ ნირვანას მიღწეულები არ პოსტავენ მაგრამ მე თქვენი გამოცდილება მაინტერესებს. გასაგებია რომ ეს მატერია არ არის. რა გვიშლის ხელს ესეც დავწეროთ.