#44662945 · 21 May 2015, 18:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Nimrodel
QUOTE | ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ღმერთი ცაშია - ღრუბლებს ზემოთ |
უკვე ცრუობ, შესაბამისად ინტერესი იკარგება შენი პოსტის კითხვის გაგრძელებისა, მაგრამ ინტერესის გამო, მხოლოდ იმიტომ რომ შენს მსოფლმხედველობას დავაკვირდე განვაგრძობ.
QUOTE | დავიწყოთ იმით, რომ ღმერთი თავის სახლში, სამოთხეში, არ დაუშვებს ერთ პატარა ცოდვასაც კი. |
კიდევ ცრუობ. 1. ღვთის სახლი არ არის სამოთხეში და ასეთი რამ საერთოდ არ არსებობს სახლს რაც შეეხება და 2. ყველამ შესცოდა, შესაბამისად სამოთხის მკვიდრნიც ყოფილი ცოდვილები არიან.
QUOTE | შესაბამისად, თუ სამოთხეში მხოლოდ სიკეთის კეთებაა შესაძლებელი, ჩვენ არ გვაქვს თავისუბალი ნება. |
მესამედ ცრუობ, რადგან სამოთხეში მოხდა ადამიანის მიერ ღვთის მცნების დარღვევა, რამაც ბოროტება შვა.
QUOTE | გამომდინარე იქიდან, რომ სამოთხეში ჩვენ მხოლოდ კარგის გაკეთება მოგვიწევს |
კი არ მოგიწევს, სიკეთე ბუნებრივი მდგომარეობაა სრულყოფილისა. კეთილ თესლს არ ძალუძს შეცოდება არა იმიტომ, რომ ცოდვის რეალიზების საშუალება ჩამორთმეული აქვს, არამედ თვითშეგნებით უარს აცხადებს ბოროტებაზე. მე არ ვჭამ ალუჩას, იმიტომ კი არა რომ ალუჩის ჭამა არ შემიძლია, არამედ იმიტომ რომ არ მინდა.
QUOTE | თუ საუბარია ადამიანსა და მის აგებულებაზე, ეს უკანასკნელი სიამოვნებას იღებს არა სულიერად, არამედ ფსიქოლოგიურად, რაც თავისთავად ფიზიოლოგიურს უშუალოდ უკავშირდება. ეს სიამოვნება კი ბევრჯერ "აკრძალული ხილის" ჭამაა. |
ხორციელი ვნებებით მიღებულ სიამოვნებაზე დიდი ტანჯვა წუთისოფელში არ არსებობს, ამას მხოლოდ მაშინ მიხვდები როდესაც აივსები ხორციელი სიამოვნებებით, სანამ გშია ვნება სიამოვნება გგონია, მაძღარს რომ კიდევ 4 კილოგრამი საკვები ძალად ჩაგტენონ გული აგერევა, დარწყულებულისათვის ზედმეტი 3 ლიტრი წყალი ტანჯვად გადაიქცევა და გამთბარს სიცხე შეგაწუხებს, სიამოვნება მაშინ ქვია ხორციელი ვნებებით გამოწვეული საჭიროებებით აღვსებას, როდესაც ნაკლოვანებები გაქვს, როდესაც კმაყოფილი ხარ უკვე ტანჯვაა, ნებისმიერი ის რასაც სიამოვნებას უწოდებ.
QUOTE | თუ ჩვენ სამოთხეში არაადამიანურ, საღვთო საქციელს დაგვიწესებს უფალი, მაშინ ჩვენ არასდროს მივაღწევთ იმ ნეტარებას |
სწორედ ამიტომ ვერ შევა ღვთის სასუფეველში წუთისოფლის კაცი, იქ არსებული ნეტარება, მისთვის ტანჯვად გადაიქცევა, აი სწორედ ისევე როგორც აქვეა მომაბეზრებელი და აუტანელი სიკეთის მოქმედ საზოგადოებაში ყოფნა როდესაც ბოროტებით ხარ სავსე. გაუწმინდურებულსა და არასრულყოფილს არავინ დაუმკვიდრებს თავის სატანჯველად წმინდა სავანეს, სამოთხეში არსებობის გაგრძელება, მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, როდესაც სათანადო სულიერ სიწმინდეს მიგაღწევინებს წმინდა ღმერთი და თუ ამაზედ უარს ამბობ და ხორციელი ვნებებით მიღებული სიამოვნებანი გირჩევნია, ეს შენი არჩევანია, იძულებით სამოთხეში არავის არ ითრევენ.
QUOTE | მაშინ ჩვენ არასდროს მივაღწევთ იმ ნეტარებას, რასაც ჩვეულებრივ ნებისმიერი ქრისტიანი ხშირად კარგ ჭამას, სმასა და გართობას ეძახის (ან წარმოუდგენია სამოთხე). |
ისევ ცრუობ რა, ტყუილზე აგებული დაბალი დონის კონცეფცია წამოაყენე, ასე მე-8 მე-9 კლასში იქცევიან ხოლმე გარდატეხის ასაკში მყოფი ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ებრძვიან, არ ეძახის ქრისტიანი ღვთიურ ნეტარებას ჭამა სმასა და ტაშ-ფანდურს.
QUOTE | თუ ჩვენ თავისუფალი ნება არ გვექნება, მაშინ ნეტარნი კი არა, სამუდამოდ უსასრულობაში დაკარგული ლობოტომირებული რობოტები ვიქნებით. |
თავისუფალი ნება ნებისმიერ ქმნილებას ყოველთვის ქონდა და ექნება, შენ რომ საკუთარ თავს შეუზღუდე ეს ნება და თან ღმერთს გინდა გადააბრალო ეს, თითქოს სიკეთით იძულებული გაგხადა ბოროტებაზე უარი გეთქვა, არ არის ასე, შორეულ პერსპექტივაში გაქცევას, ჯობს ეხლავე დააკვირდე საკუთარ თავს, გაქვს თუ არა ბოროტების ქმნის შესაძლებლობა.
QUOTE | და თუ თქვენ აპირებთ განმსაჯოთ იმის გამო, რომ სამუდამო ლოცვის იდეას ვერ ვიწონებ, დაე იყოს ასე! არ მეწყინება. |
არ განგსჯით უბრალოდ მე-8 კლასის დონის ტყუილებმა გადაღალა აქაურობა, რაიმე ღირებული შექმენი და შეკითხვებიც მინიმუმ ლოგიკაზე დაყრდნობით შეადგინე. ცანცარულ თამაშსა და ორღობის ჭორაობას რომ არ დაემსგავსოს თემაში დისკუსია.
|