#44952073 · 22 Jun 2015, 04:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
lasha kakauridze
QUOTE | ნუთუ დავიჯერო რომ არავისი არ გჯერავს? .....უშვებ თუ არა 1%-ით ალბათობას რომ სასწაულები და ზებუნებრივი მინიშნებები არსებობს? |
ალბათობით რათქმაუნდა ვუშვებ შანს რომ შეიძლება სასწაული ხდებოდეს და შეიძლება ღმერთიც არსებობდეს (რელიგიების ღმერთებზე არვიცი პრაქტიკულად ნოლს უტოლდება ეგ შანსები) ხოლო სასწაულებზე 1%-ეს ვერ ვიტყოდი გაცილებით მცირე ალბათობაა მაგის
გიასის კოდექსი არის დაწერილი ბიბლია სადაც კალიგრაფია არაა შეცვლილი და რაც უცნაურია თუმცა ეს ჯდება რაღაც კანონებში აი მირონმდინარე ხატი კი სიმართლე რომ აღმოჩნდეს ეს მთლიანად შეცვლის ფიზიკის კანონებს და საერთოდ ბევრ არსებულ კანონს შეეწინააღმდეგება ამიტომ ასეთი სასწაულის ალბათობა ძალიან ძალიან დაბალია
QUOTE | მოდი აი ამ ვიდეოს მოუსმინე ....პაატა ბურჭულაძე და გიორგი გვასალია ყვებიან ივერიის ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატზე .....იყო ვინმე იოსებ (ხოსე) მუნიოსი რომელიც 15 წელი მირონმდინარე ხატი მთელ მსოფლიო შემოატარა |
ვეძებე კაი ხანი მაგრამ მეცნიერება სადაცაა ნახსენები მხოლოდ იმას წერენ რომ მონრეალელი მეცნიერი გაოცებული იყო როდესაც ნახა რომ ხატის უკანა მხარე მშრალი იყოო ამაზე მეტი ვერაფერი მოვიძიე
მაგრამ გინდაც რომ არსებობდეს მეცნიერი რომელიც ადასტურებს რომ მირონი მართლაც სასწაულებრივად მოდის და სასწაული ხდება ეგ მაინც არაა მტკიცებულება იმიტომ რომ ერთი ინდივიდის დასკვნა არ ნიშნავს არაფერს ეგ უნდა შეამოწმოს ასევე სხვა სკეპტიკურად განწყობილმა და დამოუკიდებელმა მეცნიერებმა და სხვებთანაც იგივე შედეგი უნდა დაფიქსირდეს... ასევე ხატზე დაკვირვება ბევრად უფრო ეფექტურია ლაბორატორიაში ვიდრე სხვაგან რომ მიდიხარ და უყურებ იმ გარემოში რომელსაც მეცნიერი ვერ აკონტროლებს... აქვე ავღნიშნავ რომ ინდივიდუალური მეცნიერის აზრი ბევრს არ ნიშნავს მთავარია რამოდენიმე დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა როგორია მაგალითად დღეს არიან მეცნიერები რომლებიც ამბობენ რომ გლობალური დათბობა არ ხდებაო ამ დროს ეს უბრალოდ ტყუილია გლობალური დათბობა მიმდინარეობს მაგრამ ბევრ კომპანიას არ აწყობს ეკოლოგიური ნორმების დაცვა და მოსყიდული ყავთ რამოდენიმე ვაი მეცნიერი... ზოგი ამბობს ფარდობითობის თეორია არარსებობსო და რავიცი ნებისმიერ სფეროში იპოვი მატყუარებს და დემაგოგებს ამიტომაა მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი მრავალჯერადი დასკვნები და ამიტომ არ ხდება მეცნიერებაში მხოლოდ ერთი პიროვნების ან ერთი ექსპერიმენტის საფუძველზე რაღაც დასკვნების გამოტანა
--------------------
People live their lives bound by what they accept as "correct" and "true". That's what they call "reality" However correct and true are nothing but vague terms. Their reality could turn out to be an illusion.
ლოგიკა ცოდნის შედეგად მოდის, შენი ლოგიკის არეალი იმდენად პატარაა, რამდენადაც შენი ცოდნა
|