Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(3)
1
[2]
3
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
წინასწარმეტყველება
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Asmodeus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Asmodeus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1277
წევრი No.: 151117
რეგისტრ.: 18-June 12
#44959036
· 22 Jun 2015, 18:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დაისი
შენთან აზრი მხოლოდ მანდარინზე საუბარს აქვს, შენ ვერ გესაუბრები ტერტულიანეს ცნობილ მიმართვაზე რომის იმპერატორისადმი სადაც ის სწორედ ორთოდოქსებისათვის დამახასიათებელი ჯვრის სიმბოლოთი წარსდგა და სიტყვით იცავდა მისადმი მოწიწებას ( მე-2 საუკუნე), შენ ვერ გესაუბრები ასევე მე-2 საუკუნით დათარიღებულ ფრესკებზე სადაც ანალოგიური ფორმის ჯვრებია გამოსახული და არქეოლოგების მიერ რომის კატაკომბებშია აღმოჩენილი,ასე რომ აკეთე ის საქმე რაც გეხერხება მანდარინის პლანტაციაში ხტუნვა ხიდან ხეზე, თეოლოგიას და მითუმეტეს თეოლოგიურ დისკუსიებს შეეშვი, ეს ისე უფასო რჩევაა ჩემგან.
--------------------
Deus caeli, Deus terrae, Deus Angelorum, Deus Archangelorum, Deus Prophetarum, Deus Apostolorum, Deus Martyrum, Deus Virginum, Deus, qui potestatem habes donare vitam post mortem Asmodeus.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nodarie
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
nodarie
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16329
წევრი No.: 165059
რეგისტრ.: 7-April 13
#44959062
· 22 Jun 2015, 18:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლოგიკⒶ
lasha kakauridze
რა ვიდეოც დადეს მგონი საკმარისი იყო, სხვა დროს ვუყურებ მაგენსაც
Asmodeus
QUOTE
ეხლა შენ ამიუზრდელდი ცოტა არ იყოს და უზრდელებთან
აა, კაი, ხუმრობას თუ ვერ გებულობ კაი მაშინ აღარ გაგეხურები
QUOTE
რომ ალია ბალია არ მიყვარს და როგორც ასრულებენ ხოლმე ჩემთან დათიკოს შეეკითხე და მოგიყვება.
კაი რა გეხვეწები, არ გინდა ეს მუქარები მაინც ვერ შემაშინებ და დათიკოც ვიცი რასაც მომიყვება, ვიცი რას ფიქრობს ის შენზე, მე სხვანაირად ვფიქრობ ჯერჯერობით და იმედია არ შემაცვლევინებ აზრს
QUOTE
ვეჭვობ, რომ ეს შენთვის არ არის გასაგები
თუ არ არის გასაგები, დამეხმარე და გამაგებინე, ეს ფორუმიც ხომ მაგისთვისაა, ტყუილად კიარ შემოვდივარ აქ, ვცდილობ რაღაც გავიგო.....
QUOTE
ორჯერ ორი ოთხი
კი ეგრეა, მაგრამ ეგ ორჯერ ორი ამოუხსნელი განტოლების სახით წარმოადგინა მაქსიმალურად რთულად, უბრალოდ შეეძლო ეთქვა ორჯერ ორი ორიაო, აი ეგ არ მომეწონა მე, ნუ რასაც მოვუსმინე, დანარჩენი ეხლა საათობით მაგის ვიდეოების ყურების თავი არ მაქვს
QUOTE
ასე რომ იუდამ იმიტომ კი არ გასცა იესო რადგან ასე იყო ნაწინასწარმეტყველები, პირიქითაა: ასე იმიტომ იყო ნაწინასწარმეტყველები რადგან იუდამ გასცა იესო. (მაგრამ ვეჭვობ შენთვის ჯერ ადრეა ამ ყოველივეს გათავისება).
არასწორად ეჭვობ, კაი ხანია ეგ გათვისებული მაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქრისტიანი არ ვიქნებოდი, უბრალოდ არ მომეწონა ახსნილი და ამხელა აჟიოტაჟს თუ გამოიწვევდა ჩემი პოსტი არ ვიცოდი თორე არც დავწერდი
QUOTE
ეს კინოს გავს, რომელიც შენ არა გაქვს ნანახი და მე ნანახი მაქვს, მე შემიძლია მოგიყვე რა ხდება და შენ ნახო შემდეგ ეს ფილმი, მაგრამ მე რომ მოგიყევი შინაარსი ამიტომ კი არ გავითარდა ფილმში ანალოგიურად მოქმედებები, არამედ პირიქით იმიტომ მოგიყევი წინასწარ რომ მე უკვე ვნახე ეს ფილმი.
ტყუილად მიხსნი და ზუსტად ისე ხსნი ეხლა რაც არ მომეწონა იმ კაცის ახსნილში, ძალიან კარგად გასაგებია ჩემთვის რა როგორ იყო, გაურკვეველ სიტუაციაში კიდევ ერთხელ გიმეორებ ქრისტიანი არ ვიქნებოდი და ჯერ კიდევ ძიებაში ვიქნებოდი
--------------------
continuum.ge
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
წერილები: 6512
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15
#44959091
· 22 Jun 2015, 18:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Asmodeus @ 22 Jun 2015, 18:12 )
დაისი
შენთან აზრი მხოლოდ მანდარინზე საუბარს აქვს, შენ ვერ გესაუბრები ტერტულიანეს ცნობილ მიმართვაზე რომის იმპერატორისადმი
შენ ვერ გესაუბრები ასევე მე-2 საუკუნით დათარიღებულ ფრესკებზე.
მაშინ დაჯექი, სამიანი!
--------------------
"ეს ანგელოზი თავად ლოგოსია (განკაცებამდე ძე ღვთისა)”(adelasa)
"ევოლუციის თეორია არანაირად არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ თეოლოგიას".(დათიკო)
'მართლმადიდებლობა გთავაზობს გახდე ღმერთი' (giorgi89)
'სულიც მატერიალურია ღმერთთან შედარებით'. (K. Logos)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Asmodeus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Asmodeus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1277
წევრი No.: 151117
რეგისტრ.: 18-June 12
#44959140
· 22 Jun 2015, 18:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
nodarie
სხვანაირად ვერ ახსნი დროის მიღმა არსებული ღვთის ყოვლისმცოდნეობას, საბედნიეროდ ტექნოლოგიური მიღწევები იძლევა იმის საშუალებას ფანტაზიის დონეზე წარმოვიდგინოთ მომხდარი, ანუ ის რომ აპოკალიფსი იქ დასრულდა რა დროსაც ღმერთი შაბათის სიმშვიდეში შევიდა. ანუ ქმნა ადამით არ დასრულებულა არამედ დასრულდა განღმრთოვებული ადამით, განღმრთოვებული კაცობრიობით.
დაისი
ხუთიანი რომ დაგეწერა მეწყინებოდა, რატომ? თავად მიხვდი.
This post has been edited by
Asmodeus
on 22 Jun 2015, 18:21
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10400
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10
#44959166
· 22 Jun 2015, 18:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
nodarie
QUOTE
რა ვიდეოც დადეს მგონი საკმარისი იყო, სხვა დროს ვუყურებ მაგენსაც
უყურე
....ჩემი აზრით წესით უნდა შეიცვალო აზრი მაგ კაცზე .........
--------------------
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება
***
სადაც სიტყვა 'ყველას' წააწყდები პირდაპირი გაგებით კი ნუ იგეფ რო ყველა იგულისხმება. (c) დაისი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nodarie
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
nodarie
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16329
წევრი No.: 165059
რეგისტრ.: 7-April 13
#44959171
· 22 Jun 2015, 18:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Asmodeus
ანუ მეშვიდე დღე შენი აზრით აპოკალიპსია და მეექვსე დღე ადიამიანის შექმნა დღესაც გრძელდება?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Asmodeus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Asmodeus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1277
წევრი No.: 151117
რეგისტრ.: 18-June 12
#44959225
· 22 Jun 2015, 18:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
nodarie
QUOTE
ანუ მეშვიდე დღე შენი აზრით აპოკალიპსია და მეექვსე დღე ადიამიანის შექმნა დღესაც გრძელდება?
არა, მეშვიდე დღე ეს უსასრულობაა, უსასრულო სიმშვიდისა და დასვენების, ხოლო დღე მეექვსე ეხლა დგას ჩვენთვის ეპოქა, როდესაც იქმნება და ყალიბდება სრულყოფილი ადამი დაიწყო 2015 წლის წინ მაგალითით, მეორე ადამად წოდებული იესოთი, როდესაც განაღმრთო ადამიანური ბუნება ადამის ქმნის დასასრული სახე გვიჩვენა, ხოლო როდესაც კაცობრიობა მიაღწევს დონეს "სრულყოფილი ადამი" იესოს დარად და იესოთი, მაშინ გასრულდება ჩვენთვის დღე მეექვსე და შევალთ ჩვენც შაბათის სიმშვიდეში, ეს კი ინდივიდუალურია და ჩვენზეა დამოკიდებული მეშვიდე დღის შაბათის დადგომა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10400
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10
#44959330
· 22 Jun 2015, 18:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Asmodeus
QUOTE
მეშვიდე დღე ეს უსასრულობაა, უსასრულო სიმშვიდისა და დასვენების,
ეკლესიისგან ხშირად მომისმენია რომ რიცხვი შვიდი სასრულს ნიშნავს .....ანუ ეს ყველაფერი დასრულდა ......
საინტერესოა შენი მოსაზრება თუ როგორ გესმის ბიბლიის ეს მუხლი ...
2. მიეც ნაწილი ქონებისა შვიდს, რვასაც კი, რადგან არ იცი, რა უბედურება მოელის ქვეყანას. (ეკლ. 11.2)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Asmodeus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Asmodeus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1277
წევრი No.: 151117
რეგისტრ.: 18-June 12
#44959452
· 22 Jun 2015, 18:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lasha kakauridze
QUOTE
ეკლესიისგან ხშირად მომისმენია რომ რიცხვი შვიდი სასრულს ნიშნავს .....ანუ ეს ყველაფერი დასრულდა ....
ქმნის სასრულს ნიშნავს, ეს კი თავისთავად უსასრულოდ "დასვენებას".
QUOTE
2. მიეც ნაწილი ქონებისა შვიდს, რვასაც კი, რადგან არ იცი, რა უბედურება მოელის ქვეყანას. (ეკლ. 11.2)
აქ საუბარია სამადლობელო სულიერ სიკეთეებზე შვიდი ელოჰიმის ღვთის შვიდი სულის მიმართ, ხოლო რვა ეს ცხოველია, რომელთაც მიეკუთვნებიან არასრულყოფილი ქმნილებები, მათ შორის ადამიანები.
მარტივად რომ ვთქვათ მოწოდებაა სიკეთის გაცემისა ღვთისა და კაცის წინაშე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10400
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10
#44959653
· 22 Jun 2015, 19:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Asmodeus
QUOTE
მარტივად რომ ვთქვათ მოწოდებაა სიკეთის გაცემისა ღვთისა და კაცის წინაშე.
გაიხარე ....დაახლოებით მეც მასე აღვიქვი ეგ მუხლი
დანარჩენში გეთახმები....დაბადების პირველ თავში ღმერთი იწყებს და ამთავრებს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Asmodeus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Asmodeus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1277
წევრი No.: 151117
რეგისტრ.: 18-June 12
#44959749
· 22 Jun 2015, 19:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lasha kakauridze
ჰო და თან საუკუნეთა შესახებ...............
მან შექმნა საუკუნეები, ვინც საუკუნეთა უწინარეს მყოფობს. მისდამი ამბობს საღვთო დავითი: „საუკუნიდან და საუკუნემდე შენ ხარ“ (ფს. 89,2), და - საღვთო მოციქული: „რომლის მიერ შექმნა საუკუნეებიც“ (ებრ. 1,3).
გვმართებს ვიცოდეთ, რომ საუკუნის სახელი მრავალმნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ბევრს აღნიშნავს იგი.
საუკუნედ ითქმის თითოეული ადამიანის სიცოცხლვ; კიდევ, საუკუნედ ითქმის ათასწლოვანი ჟამი. კიდევ, ითქმის საუკუნედ მთელი ეს არსებული ყოფა. საუკუნეა ის დაუსრულებელი მომავალიც, რაც აღდგომის შემდეგ იქნება. ამასთან, საუკუნედ ითქმის არა ჟამი, არცთუ რამ ნაწილი ჟამისა, რაც მზის მსვლელობითა და სრბოლით განიზომება ანუ რაც დღეებისა და ღამეებისგან შედგება, არამედ ის, რაც მარადიულთან თანაგანგრძობადია, როგორც ჟამისეული რამ მოძრაობა და ხანგრძლივობა, რადგან რაც არის ჟამი ჟამიერთათვის, იგივეა საუკუნე მარადიულთათვის.
ითქმის შვიდი საუკუნე ამ ქვეყნიერებისა, ანუ ცისა და მიწის შექმნიდან - ადამიანთა საერთო აღსასრულამდე და აღდგომამდე, რადგან ნაწილობრივი აღსასრულია თითოეულის სიკვდილი, მაგრამ არსებობს, აგრეთვე, საერთო და სრული აღსასრული, როცა უნდა მოხდეს ადამიანთა საერთო აღდგომა. მერვე საუკუნე კი ის არის, რაც სამომავლოა.
ქვეყნიერების შემყარებამდე, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო მზე დღე-ღამის გამყოფად, არც განზომადი საუკუნე არსებობდა, არამედ - ის, რაც მარადიულთან თანაგანგრძობადია, როგორც ჟამისეული რამ მოძრაობა და ხანგრძლივობა. ამ აზრით, ერთი საუკუნე ჰგიეს, რის მიხედვითაც ითქმის, აგრეთვე ღმერთიც, როგორც საუკუნო, თუმცა იგი ითქმის, აგრეთვე, - როგორც წინასაუკუნო, რადგან თვით ეს საუკუნეც მან შექმნა. დაუსაბამოა რა მხოლოდ ღმერთი, თვით არის შემქმნელი ყველა საუკუნისა და ყველა არსისა, ხოლო როდესაც ვამბობ ღმერთს, ცხადია, რომ ვამბობ მამას, მის მხოლოდშობილ ძეს, ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, და მის ყოვლადწმინდა სულს, - ჩვენს ერთ ღმერთს.
ითქმის, აგრეთვე, საუკუნეთა საუკუნეები, როგორც, მაგალითად, არსებული ქვეყნიერების შვიდი საუკუნე, გარემომცველი მრავალი საუკუნისა ან მრავალი ადამიანის სიცოცხლისა; კიდევ, - ამგვარად ითქმის ის ერთი საუკუნე, რომელიც ყველა საუკუნის შემცველია. კიდევ, საუკუნის საუკუნედ იწოდება აწყმო და მომავალი. საუკუნო სიცოცხლე და საუკუნო ტანჯვა სამომავლო საუკუნის დაუსრულებლობას ცხადყოფს, რადგან აღდგომის შემდეგ დღეებითა და ღამეებით აღარ აღირიცხება ჟამი, არამედ უმალ ერთი დაუღამებელი დღე იქნება, რაჟამს სიმართლის მზე ელვარედ მიეშუქება მართალთ, ხოლო ცოდვილთ დაუდგებათ დაუბოლოებელი ღრმა ღამე. ამიტომ, როგორღა აღირიცხება მაშინ ორიგენესეული კვლავაღდგინების ათასწლოეანი ჟამი?
ამრიგად, ყველა საუკუნის შემოქმედი ერთია, - ღმერთი, ვინც შექმნა, აგრეთვე, ყოვლიერება და ვინც მყოფობს საუკუნეთა უწინარეს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nodarie
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
nodarie
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16329
წევრი No.: 165059
რეგისტრ.: 7-April 13
#44959835
· 22 Jun 2015, 19:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Asmodeus @ 22 Jun 2015, 18:27 )
nodarie
QUOTE
ანუ მეშვიდე დღე შენი აზრით აპოკალიპსია და მეექვსე დღე ადიამიანის შექმნა დღესაც გრძელდება?
არა, მეშვიდე დღე ეს უსასრულობაა, უსასრულო სიმშვიდისა და დასვენების, ხოლო დღე მეექვსე ეხლა დგას ჩვენთვის ეპოქა, როდესაც იქმნება და ყალიბდება სრულყოფილი ადამი დაიწყო 2015 წლის წინ მაგალითით, მეორე ადამად წოდებული იესოთი, როდესაც განაღმრთო ადამიანური ბუნება ადამის ქმნის დასასრული სახე გვიჩვენა, ხოლო როდესაც კაცობრიობა მიაღწევს დონეს "სრულყოფილი ადამი" იესოს დარად და იესოთი, მაშინ გასრულდება ჩვენთვის დღე მეექვსე და შევალთ ჩვენც შაბათის სიმშვიდეში, ეს კი ინდივიდუალურია და ჩვენზეა დამოკიდებული მეშვიდე დღის შაბათის დადგომა.
საინტერესო თეორიაა, მაგრამ მე თუ ისე მოვკვდი, რომ ვერ მივაღწიე გაღმრთობილ ადამიანის დონემდე, მაგ შემთხვევაში რა ხდება?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Asmodeus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Asmodeus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1277
წევრი No.: 151117
რეგისტრ.: 18-June 12
#44959913
· 22 Jun 2015, 19:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
nodarie
QUOTE
საინტერესო თეორიაა, მაგრამ მე თუ ისე მოვკვდი, რომ ვერ მივაღწიე გაღმრთობილ ადამიანის დონემდე, მაგ შემთხვევაში რა ხდება?
მაგ შემთხვევაშიც და ზოგადადაც აი ეს ხდება:
რომაელთა15-15 მაგრამ მადლი ისე როდია, როგორც ცოდვა, ვინაიდან თუ ერთის შეცოდებით მრავალი მოკვდა, მით უმეტეს, მადლი და ნიჭი ღვთისა, ერთი კაცის - იესო ქრისტეს მადლით, მრავალსაც მოსჭარბდა სიუხვით.
17 რადგან თუ ერთის შეცოდებით სიკვდილი სუფევდა ერთის მიერ, მით უმეტეს, მადლისა და სიმართლის ნიჭის უხვად მიმღებნი იმეფებენ სიცოცხლეში ერთის - იესო ქრისტეს მიერ.
საერთო საკაცობრიო ხსნა ღვთიური მადლითა და წყალობით.
ისე კი განღმრთოვებას შენ ვერც მიაღწევ, რადგან განღმრთოვება ადამიანის მეცადინეობაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ ღვთის წყალობაზედ.
This post has been edited by
Asmodeus
on 22 Jun 2015, 19:36
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nodarie
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
nodarie
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16329
წევრი No.: 165059
რეგისტრ.: 7-April 13
#44959966
· 22 Jun 2015, 19:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Asmodeus
ხო ეგ გასაგებია რომ ღვთის წყალობაზეა! ანუ შენი აზრით ადამიანი განიღმრთობა თუ არა მისი სიკვდილის შემდეგ გადაწყდება თუ აპოკალიფსის დროს?
და კიდევ, შენი აზრით რა ხდება გარდაცვლაბის შემდეგ? შეუძლია ჯოჯოხეთიდან გადასვლა სამოთხეში ადამიანს თუ არა და ასე შემდეგ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Asmodeus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Asmodeus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1277
წევრი No.: 151117
რეგისტრ.: 18-June 12
#44960136
· 22 Jun 2015, 19:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
nodarie
QUOTE
ხო ეგ გასაგებია რომ ღვთის წყალობაზეა! ანუ შენი აზრით ადამიანი განიღმრთობა თუ არა მისი სიკვდილის შემდეგ გადაწყდება თუ აპოკალიფსის დროს?
ღვთის ყველა ქმნილება, რომელშიც სუფევს ღვთის სული განიღმრთობა, უკლებლივ ყველა და ყველაფერი.
ეს ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული როდის მიიღებს ღვთის წყალობას ბიოლოგიური სიცოცხლის ჟამს, თუ ახალ სულიერ სხეულში გარდაცვალების შემდგომ.
QUOTE
და კიდევ, შენი აზრით რა ხდება გარდაცვლაბის შემდეგ?
ადამიანის მოქმედებებს გააჩნია, მისი ბიოლოგიური სიცოცხლის დროს, ზოგს სულიერ სამყაროებში არსებულ სავანეებში მიეჩინება ადგილი, ზოგს კი ისევ მატერიალურ სამყაროში.
QUOTE
შეუძლია ჯოჯოხეთიდან გადასვლა სამოთხეში ადამიანს თუ არა და ასე შემდეგ?
ადამიანსა და ანგელოზს, ასევე ნებისმიერ ქმნილებას ეს არ შეუძლია, ეს შეუძლია მხოლოდ ღმერთს დაიხსნას ქმნილებები ჯოჯოხეთის ტყვეობისაგან.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(3)
1
[2]
3
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0393 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.