sanfolღმერთის ყოვლისმცოდნეობაში კი არა სავარაუდოდ ღმერთის არსებობაში ეპარება ეჭვი
თუ თქვენ იცით წინასწარ, მე რას მოვიმოქმედებ, რატომ მომცემთ მოქმედების საშუალებას?
სად არის ლოგიკა?
აზრი?
ეს უფრო თამაშს ჰგავს და ღმერთიც კარგად გაართო საბოლოო შედეგმა, ახლაც მშვენივრად ერთობა იმ სასაცილო არსებებით, რომლებიც შექმნა...
ამბობთ,- ღმერთს ადამი შეეცოდაო, რადგან მარტო იყო იგი

ჯოჯოხეთისთვის არ შეეცოდა?
არა მარტო ადამი, არამედ მთელი კაცობრიობა?
თუ იცოდა, რომ ცდუნდებოდნენ, რას დაუდგა ვაშლის ხე?
ყოვლისმცოდნეს არც არავის ცდუნება ჭირდება და არც გამოცდა...
ან ძე თავისი რად გამოგზავნა, იესო ქრისტე?
თუ იცოდა, რომ ჯვარზე ვაცვამდით და მოვკლავდით, რატომ გამოგზავნა?