აგრესიულ ტონში, გადახრის განმარტებას გულისხმობთ?
არადა სინამდვილეში, მხოლოდ იმას შევეცადე მარტივად გასაგებ ენაზე ამეხსნა გადახრის არის.
პრინციპში შემიძლია, მეორე კითხვასაც ვუპასუხო თუ რის საფუძველზე ხდება ასეთი სახის გადახრა და ამისთვის ვიკის მოვიშველიებ.
There is no consensus among scientists about why a person develops a particular sexual orientation. Many scientists think that nature and nurture – a combination of genetic, hormonal, and environmental influences – factor into the cause of sexual orientation. They favor biologically-based theories, which point to genetic factors, the early uterine environment, both, or the inclusion of genetic and social factors...
While some people hold the view that homosexual activity is unnatural, scientific research has shown that homosexuality is an example of a normal and natural variation in human sexuality and is not in and of itself a source of negative psychological effects. Most people experience little or no sense of choice about their sexual orientation, and there is insufficient evidence to support the use of psychological interventions to change sexual orientation.
რომლის მოკლე შინაარსი არის შემდეგი, რომ მიუხედავად კონსენსუსის არარსებობისა, მრავალი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ადამიანის სექსუალურ ორიენტაციას განსაზღვრავს გენეტიკა და სოციალური ფაქტორები, რაშიც არჩევანი ან არავითარ როლს არ თამაშობს ან თამაშობს მიზერულს. და ამავედროულად ჰომოსექსუალიზმი არის ადამიანის სექსუალობის ნორმალური ვარიაცია.
ამ მრავალ მეცნიერში ცხადია "თანამედროვე მეცნიერები" უნდა ვიგულისხმოთ, რომლებიც გვიმტკიცებენ ამ აბსურდს, რაც თვალნათელია ორი მიზეზის გამო.
1. ფაქტორები
ა) ნებისმიერი ადამიანის, ხასიათის ნებისმიერ შტრიხზე თუ მიდრეკილებაზე ახდენს გავლენას გენეტიკა
ბ) ნებისმიერი ადამიანის, ხასიათის ნებისმიერ შტრიხზე თუ მიდრეკილებაზე ახდენს გავლენას სოციალუორი გარემო
გ) იდენტური გენეტიკის მქონე და იდენტურ სოციალურ გარემოში გაზრდა (მაგალითად ერთი კვერცხუჯრედის განაყოფიერებით დაბადებული ტყუპები) არ ნიშნავს იდენტურ კარიერას, იდენტურად მოწყობილ პირად ცხოვრებას, იდენტურ გართობას და ა.შ. და ამას გააჩნია მარტივი მიზეზი, ის რომ ადამიანს გააჩნია არჩევანი.
უფრო მეტიც, სინამდვილეში არჩევანი არის ყველაზე ძლიერი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას.
2. ბუნებრივი ვარიაცია.
როდესაც "თანამედროვე მეცნიერები" ლაპარაკობენ, რომ ჰომოსექსუალიზმი არის ბუნებრივი ვარიაცია, ისევე როგორც ჰეტეროსექსუალიზმი, ამის უკან იგულისხმება გენეტიკა.
თანამედროვე სინთეზის თეორია ანუ ნეოდარვინიზმი კი გვასწავლის შემდეგს - ორგანიზმში ხდება მუტაციები და თუკი ისინი განხორციელდა გამეტურ უჯრედებში, მოხდება მათი მემკვიდრეობით გადაცემა, თუმცა მხოლოდ სასარგებლო მუტაციები განმტკიცდება თაობების გადავლის შემდეგ.
თუკი ჰომოსექსუალიზმს განსაზღვრავს გენეტიკა, მაშინ უნდა არსებობდეს შესაბამისი ალელი და აღნიშნული მარკერი დნმ-ის ანალიზისით მოგვცემდა საშუალებას, რომ დაგვედგინა ადამიანის სექსუალური ორიენტაცია.
სინამდვილეში კი მსგავსი ალელი არ არსებობს, რაზეც "თანამედროვე მეცნიერები" ამბობენ რომ ჯერ არ აღმოუჩენიათ. და თუ ჯერ არ აღმოუჩენიათ, მაშინ რის საფუძველზე გვიმტკიცებენ გენეტეკის როლს ჰომოსექსუალურ ორიენტაციაში, დაესიზმრათ თუ გამოცხადება ნახეს?
კარგი, მაინც დავუშვათ რომ როდესღაც ესეთი გენეტიკური ვარიაცია წარმოიშვა და ის მომავალში იქნება აღმოჩენილი. ჰომოსექსუალიზმი არ არის ახალი რამ და ამას ადამიანი დიდი ხანია უკვე მისდევს, თუმცა რომელი კონკრეტულ უპირატესობას ანიჭებს ის ამა თუ იმ ინდივიდს, რომ აღნიშნული მუტაცია კი არ დაიკარგა, არამედ დღემდე მოაღწია?
დავუშვათ ისიც, რომ აღნიშნული უპირატესობა ჯერ არაა აღმოჩენილი და მომავალში აუცლილებლად გახდება ცნობილი. როგორ გადაეცათ აღნიშნული ვარიაცია დღევანდელ თაობას, თუკი მათი წინაპრები ჰომოსექსულისტები იყვნენ და სექსით დაკავებული იყვნენ თავისივე სქესის წარმომადგენლებთან?
ამაზე შეიძლება იყოს არგუმენტი, რომ ჰომოსექსუალისტთა წინაპრები სექსით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთანაც იყვნენ დაკავებული. კი ბატონო, მაგრამ ამას უკვე ბისექსუალიზმი ქვია და არა ჰომოსექსუალიზმი. ციტატა ვიკის იმავე გვერდიდან, სადაც ბისექსუალიზმი ცალკე კატეგორიადაა გამოყოფილი.
Along with bisexuality and heterosexuality, homosexuality is one of the three main categories of sexual orientation
ცხადია ამასაც შეიძლება ახსნა მოეძებნოს და მივყვეთ ლოგიკურ მსჯელობას, თუმცა საბოლოო ჯამშ,ი უკეთეს შემთხვევაში იქამდე მივალთ, რომ წესით ჰომოსექსუალისტები უნდა გადაშენდენ და მარტო ჰეტეროები უნდა დავრჩეთ და ასევე ბისექსუალები. ამიტომ საჭირო იქნება მათი წითელ წიგნში შეტანა
