Pioneerინტელექტუალური შემოქმედის იდეა არის მორწმუნეების ახალი თავშესაფარი
რელიგია უკვე იმდენად წინააღმდეგობაში იყო ფაქტებთან მოხდა მორწმუნეთა ტრანსფორმაცია
ასეთი მორწმუნეები მთავარი მიზანია რელიგიური ღმერთის ჩანაცვლება ამ ინტელექტუალური შემოქმედით
რელიგია ცდილობს ამ იდეის გამოყენებას უფრო დახვეწილი მართვის და მანიპულაციისთვის
ძალიან მარტივია, მაგალითად მეცნიერებამ გაანადგურა იაჰვე, რელიგია არ დანებდა და ცდილობს მეცნიერებიდან გამოძერწოს ღმერთი
მისგან მოაქ ინტელექტუალური შემოქმედი, მაგრამ არა უბრალოდ ინტელექტუალური შემოქმედის იდეია, არამედ მას სურს ამ ინტელექტუალური შემოქმედიდან შექმნას ისევ იაჰვე ანუ ინტელექტუალური შემოქმედის იდეას მისცეს დოგმატური ბუნება.
ეს არის მორწმუნეების მთავარი მიზანი, მათ შორის მეც გამოვცადე ეს პირადი გამოცდილებიდან ასეთი ტიპის მორწმუნეებთან დებატებისას
ერთი საინტერესო მომენტია, სადაც ყველა კარგად აშკარავდებიან ასეთი ხალხი
დებატებისას ყოველთვის ცდილობენ გამოიყენონ სპეციფიკური პროფესიული ცოდნა, რაშიც ფიქრობენ ვერ ერკვევი
ასეთი მცდელობები ჰქონდათ ჩემთან ევლოცუიის მოძღვრებაზე და კვანტურ მექანიკაზე
ევოლუციის თეორიას იყენებდნენ ნუ სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებით, კვანტურ მექანიკაზე სამყაროს წარმოშობაზე
ნუ ჯერ რეაქციის ნახვა რად ღირს პასუხს რო სცემ, აქვე უკვე იასნი ხდება რაშიცაა საქმე
არც ერთია ჩემი პროფესია და არც მეორე, უბრალოდ უნდა იცოდე როგორ ელაპარაკო ეგეთ დემაგოგებს
მთავარია ძირითადი საკითხების ცოდნა და იცოდე სად ცდილობენ შენ გაჭედვას, ამას აკეთებენ როდესაც ჩვეულებრივად ლაპარაკობთ და უცბათ იწყებენ რთული წინადადებების და უცხო ტერმინოლოგიით საუბარს რომელზეც ფიქრობენ ვერ გაიგებ, მერე რაღაც ფაქტებს დაამახინჯებენ, იდემაგოგებენ და ბოლოს მიდიან ინტელექტუალურ შემოქმედამდე, ლოგიკურად კი არ გადადიან, ნახტომს აკეთებენ ანუ აი ეს ვერ გაიგე და ზუსტად ესაა ღმერთი როცა არაფერ კავშირში, ნუ მერე კიდე თუ უპასუხებ იმაზე რაზეც გონიათ ვერ გაიგე საერთოდ იცელებიან.

ხო მთავარი რაც უნდა მეთქვა, უმეტესობა ასეთი საუბრის დროს ინტელექტუალ შემოქმედს იცი რას ეძახი?
უფალს
აქედან მარტივად შეიძლება ითქვას რომ ესეთი ადამიანები ვერ თავისუფლებიან დოგმისგან, ევოლუციას, კვანტურ მექანიკას და სხვას იყენებენ მხოლოდ ფაქტების დამახინჯების და დემაგოგიისთვის, წინასწარ ჩამოყალიბებული მსოფხედველობის და დოგმების გასამყარებლად, ამაში კი დამნაშავე არის რელიგია, ღმერთი და უკვდავება, თუ გაგიგია ხშირად ათეიზმი ჰქონიათ სიცარიელე, როგორ უნდა იცხოვრო უკვდავების იდეის გარეშე, მორალი გაქრება რელიგიასთან ერთად და ა.შ.
მორწმუნე ადამიანები დგომასთან აიგივებენ მათი ცხოვრების აზრს და ამიტომაც იბრძვიან გამწარებული ამ დგომისთვის, ეშინიათ მისი დაკარგვის
ნუ რა თქმა უნდა ამას პირად საუბარში ვერ აღიარებინებ, ახალგაზრდობაში დებატების დროს მაქსიმალურად ვაწვებოდი სანამ ყველა დემაგოგიას არ გადმოვალაგებინებდი, ეხლა უკვე აღარ შევდივარ ღრმა დებატებში, ჯერ ერთი ამით უძლიერებ წინააღმდეგობას, მეორეც აზრი არ აქვს, ღმერთი რო ჩამოვიდეს და უთხრას მე არაფერ შუაში ვარ ევოლუციასთანო მაინც არ დაიჯებენ

ამიტომ არის რელიგია ყველაზე დიდი ბოროტება, ადამიანს დაუკარგა თავისი თავის შეგრძნება და დამოკიდებული გახადა სხვაზე, ღმერთზე და უკვდავებაზე, რომლის უკან რეალურად დგას ადამიანი ვინც მანიპულირებს მორწმუნეებით.
პ.ს. რამდენი მიწერია
უბრალოდ ამ თუ რომელიღაც თემაში წავიკითხე ათეიზმი სიცარიელეოა და არ შემეძლო რელიგიის ბოროტებისთვის ფარდა არ ამეხადა
This post has been edited by Warner Bros. on 24 Jul 2015, 16:40