#46831167 · 26 Jan 2016, 14:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Universe
| QUOTE | | ეგ გააზრებულად, მე კი მაინტერესებს გაუაზრებლად როგორ მიიწევს ადამიანი თავისი ფიქრის განხორციელებისკენ. |
როგორც თანამედროვე ფსიქოლოგია ამტკიცებს, ქვეცნობიერის ხარჯზე ალბათ.
| QUOTE | | რამდენად დამაჯერებელია ის რომ ფიქრი ცოცხალია? |
არ მჯერა, ფიქრი შეიძლება შეესაბამებოდეს რეალობას ან არ შეესაბამებოდეს, ანუ იყოს სწორი/მცდარი; შეიძლება იყოს პროგრესული/რეგრესული. ცოცხალი/მკვდარი ეს ცოცხალი ორგანიზმების ატრიბუტებია.
| QUOTE | | ზოგი სულ ცუდზე ფიქრობს, საქმეც ცუდად აქვს და ეუბნებიან კარგზე იფიქრე, კარგად იქნებიო |
ალბათ ისევ ქვეცნობიერად. საკუთარ თავს თვითონ ეხმარება შეუმჩნევლად, როცა კარგზე ფიქრობს.
| QUOTE | | მოვლენას მოყვება ფიქრი თუ ფიქრს მოვლენა? |
ასე მარტივად არ მგონია საქმე. მოვლენას მოყვება ფიქრი, ფიქრს _ საქმე, საქმეს _ ახალი მოვლენა და მერე თავიდან მიდის სამკუთხედზე იგივე ციკლი. საქმის, ანუ ადამიანის აქტიურობის გარეშე, ფიქრი იქვე რჩება, სადაც არის და ბევრს არაფერს არ იწვევს.
--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
|