იოანეს წინასწარმეტყველების მიხედვით,
8 აგვისტო ანტიქრისტე სსრკ-ს დაშლის ერთერთი ეტაპია.
წინ რუსეთის დაშლაა.
---------------------------------------------------------------
http://gmas.ge/category/%E1%83%92%E1%83%9B...A1-%E1%83%90-e/რუსეთ საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის გმირები
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A0%E1%...E1%83%98_(2008)7-8 აგვისტო: ქართული იერიში
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ცხინვალის ბრძოლა.
ქართული არმიის სუ-25.
რუსული არმიის კუთვნილი სუ-27, რომლის მსგავსი გამანადგურებლები რუსებმა ცხინვალის რეგიონის საჰაერო სივრცეზე კონტროლის აღსადგენად გამოიყენეს.
ცეცხლის ორმხრივ შეწყვეტაზე სააკაშვილის წინადადების შემდეგ თავდასხმებმა ქართულ სოფლებზე უფრო მწვავე ხასიათი მიიღო.[53][54] სოფელი ავნევი თითქმის სრულიად განადგურდა, თამარაშენი და ფრისი დაიბომბა, ხოლო სანაკოევის ადმინისტრაციის შენობა - ქურთას პოლიციის სადგური, არტილერიის ინტენსიური ცეცხლის ქვეშ მოექცა. მშვიდობიანი მოსახლეობა სოფლებიდან გაიხიზნა.[საჭიროებს წყაროს მითითებას] 7 აგვისტოს საღამოს 22:00 ოსები სოფელ ავნევის აღებას ზეიმობდნენ.
7 აგვისტოს საღამოს 11:30 საათზე ქართულმა მხარემ საპასუხო სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანი სამშვიდობო ჯარების სარდალ ყურაშვილის განცხადებით, რეგიონში „კონსტიტუციური წესრიგის“ დამყარება იყო.[55] 11:45 საათზე OSCE-ს მონიტორების განცხადებით ჭურვები ცხინვალზე ყოველი 15-20 წამის ინტერვალით ეცემოდა.[55] ქართველები 27 ნაღმსატყორცნსა და 152 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევებს იყენებდნენ.[საჭიროებს წყაროს მითითებას] ედუარდ კოკოითის განცხადებით, მისი ძალები ქართველებს ცხინვალის მისადგომებთან ებრძოდნენ. ქართული დაზვერვის ცნობით[56] და რამდენიმე რუსლ წყაროზე დაყრდნობით, 58-ე რუსული არმია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემოვიდა როკის გვირაბით, სანამ ქართული მხარე იერიშს დაიწყებდა.[57][58][59][60][61][62] თუმცა, მიუხედავად ამისა, ქართულმა მხარემ უტყუარი მტკიცებულება იმაზე, რომ რუსეთი ქვეყანაში შემოიჭრა მანამ, სანამ ქართველები ოპერაციას დაიწყებდნენ, ან ის, რომ სიტუაცია ქართველებისთვის ოსურ ზონაში იმდენად მძიმე იყო, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია გარდაუვალი იყო, ვერ შეძლო.
დღის განმავლობაში, რუსულ მედიაზე დაყრდნობით, ქალაქში სულ მცირე 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 4:45 საათზე საქართველოს რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა გამოაცხადა, რომ ცხინვალი თითქმის აღებული იყო და რომ ქართული ძალები რეგიონის ორ-მესამედს აკონტროლებდნენ. ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი თაიმურაზ მამსუროვის განცხადებით, საქართველოს შეიარაღების რამდენიმე სუხოი სუ-25 თვითმფრინავი დაესხა თავს, როგორც თავად იძახის, ვლადიკავკაზიდან წამოსულ ჰუმანიტარულ ტვირთს. თვით მამსუროვი, რომელიც ამ კონვოის მოყვებოდა, უვნებელი გადარჩა. მისივე განცხადებით, ასობით შეიარაღებული მოხალისე დაიძრა ჩრდილოეთ ოსეთიდან ცხინვალის რეგიონში. აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაგაფშის განცხადებით, მოხალისეები აფხაზეთიდანაც გაემართნენ სამხრეთ ოსეთის დასახმარებლად.
გაეროს უსაფრთხოების საბჭომ სასწრაფო შეხვედრა გამართა ნიუ-იორკში, გამოხატა რა „სერიოზული შეშფოთება კონფლიქტის ესკალაციის გამო“. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის განცხადებით ჩრდილოეთ ოსეთში 1100 ლტოლვილი გადავიდა კონფლიქტის ზონიდან.
8 აგვისტო: რუსეთის ჩართვა
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : გორის ოკუპაცია.
რუსული სამხედრო კოლონა სოფ. ჯავასთან.
8 აგვისტოს დილას, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა, რომელიც პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე იმყოფებოდა, დაგმო საქართველოს „აგრესიული ქმედებები“ და თქვა, რომ რუსეთი ამ ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებდა. 09:30 საათზე პრეზიდენტმა მედვედევმა სასწრაფო შეხვედრა გამართა მთავრობის წევრებთან, კონფლიქტის შესახებ რუსეთის შესაძლო მოქმედების გეგმის შესამუშავებლად.
ნახევარ საათში, საქართველოს წყაროების ცნობით, სამი რუსული სუ-24 საქართველოს საჰაერო სივრცეში იჭრება და ორ ბომბს აგდებს ქარელის პოლიციის სადგურთან. ამავე წყაროს ცნობით რამდენიმე ბომბი გორის სიახლოვესაც ჩამოვარდა, თუმცა მათ მსხვერპლი არ მოჰყოლია. რუსეთის წარმომადგენლებმა ეს ცნობები უარყვეს, თუმცა ფაქტები დაადასტურა ბრიტანულმა გაზეთმა „დეილი ტელეგრაფი“.
11:40 საათზე სააკაშვილის ბრძანებით მობილიზირებულ იქნა ქართული სარეზერვო ჯარები რუსეთის მიერ „ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიისგან“ თავდაცვისთვის და მოუწოდა რუსეთს შეეწყვიტა „ქართული ქალაქების დაბომბვა“. სამხრეთ ოსეთში რუსეთის გარნიზონის მეთაურის განცხადებით ქართული ნაღმები ცხინვალში პირდაპირ მათ ყაზარმებს მოხვდა, რის შედეგადაც 12 რუსი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 30 დაიჭრა.
ქართული მხარის ცნობით, 15:00 საათზე მათ სამსაათიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადეს ცხინვალიდან მშვიდობიანი მოქალაქეების უვნებლად გასასვლელად, თუმცა ეს განცხადება უარყო რუსეთის ჯარების წარმომადგენელმა ცხინვალში, მარატ კულახმეტოვმა.
რუსეთის 58-ე არმიის ტანკების კოლონამ დაიწყო ცხინვალისკენ მოძრაობა, რეგიონში რუსული ძალების მისაშველებლად. ქართული მედიის ცნობით, რუსული კოლონა 150 ტანკისგან, ჯავშანტრანსპორტიორისგან და სხვა დანადგარებისგან შედგებოდა. 8 აგვისტოს პრესის მიერ გავრცელებული ვიდეო ჩანაწერებიდან ჩანს კონფლიქტის ზონისკენ მომავალი Т-72 ტანკები, БМП-2 საქვეითო საბრძოლო მანქანები და 152 მმ 2C3 Akatsia თვითმავალი ჰაუბიცები, ასევე რეაქტიურლი არტილერიის დანაყოფები.
რუსული მედიის განცხადებით ქართული ჯარები ცხინვალიდან უკან იხევენ და რუსული სუ-24 და სუ-27 თვითმფრინავები სრულიად აკონტროლებდნენ ცხინვალის საჰაერო სივრცეს.
კულახმეტოვის განცხადებით მძიმე არტილერიის გამო ცხინვალი თითქმის სრულიად დანგრეული იყო. ფრანს პრესის ცნობით, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებით, თუ ცნობები რუსული ტანკების შესახებ ცხინვალის რეგიონში დადასტურდებოდა, საქართველო რუსეთს ომს გამოუცხადებდა. რუსეთის ტანკების ცხინვალში შესვლა მცირე ხანში დაადასტურა CNN-მა. იმავე ღამეს რუსული და ოსური ძალები ქალაქის დიდ ნაწილს აკონტროლებდნენ. რუსეთის ავიამოიერიშეებმა გორის დაბომბვა დაიწყეს.[63]
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით რუსულმა ბომბდამშენებმა ორი ბომბი ჩამოაგდეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. რუსულმა თვითმფრინავებმა ასევე დაბომბეს სამხედრო აეროდრომი მარნეულში, რამაც ოთხი ადამიანი იმსხვერპლა, რომელთაგან სამი ქართველი ჯარისკაცი იყო.
დაახლოებით 23:45 წუთზე, რუსულმა ბომბდამშენებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ფოთზე, კერძოდ კი — პორტზე. ასევე 58-ე არმიის კუთვნილი ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს ე.წ. ტოჩკა-უ-თი (რომლებიც ოჩამჩირეში იყო განთავსებული) გაშვებულ იქნა ორი რაკეტა, რომელიც ფოთის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
რუსული ბომბი ფოთში
სააკაშვილის განცხადებით საქართველო უკან იწვევდა ერაყში მყოფ I ბრიგადის 2000 ჯარისკაცს.
This post has been edited by temart on 8 Aug 2016, 10:36