რამდემჯერ აგიხსნა ერთიდაიგივე, წარმართობასთან შედარებით აღმაშენებელი იყო , მაგრამ ქრისტეს რჯული უფრო მეტი არის ვიდრე მოსესი.
დასაწყისში ადამიანები გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ, შემდეგ სახლების მშენებლობა დაიწყეს,დღეს კი ას სართულიან სახლებს აშენებენ.
ხვდები პროგრესს.
წაიკითე სახარებიდან და დააკვირდი,,თქვენ გსმენიათ'' ,,მე კი გეუბნებით''
მრისხანებაზე და მკვლელობაზე
21. თქვენ გსმენიათ, უთქვამთ ძველებისთვის: „არა კლა! ვინც მოკლავს სასჯელის თანამდები იქნება“.
22. მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება. ვინც თავის ძმას ეტყვის რაკა, სინედრიონის თანამდები იქნება. ხოლო რომელიც ეტყვის სულელო, ცეცხლის გეენის თანამდები იქნება.
23. ამიტომ, თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენ დება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს მიმართ,
24. მიატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი, მერე მოდი და შესწირე შენი ძღვენი.
25. შეურიგდი შენს მეტოქეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად გზას ადგახარ, რომ მეტოქემ არ გადაგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში.
26. ჭეშმარიტად გეუბნები შენ: იქიდან ვერ გამოხვალ, ვიდრე უკანასკნელ კოდრანტს არ გადაიხდი.
გულისთქმით შეხედვა
27. გსმენიათ, რომ თქმულა: „არ იმრუშო“.
28. მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში.
29. თუ გაცდუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს.
30. თუ შენი მარჯვენა ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი და გადააგდე, ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარეს.
გაყრისათვის
31. ასევე ნათქვამია: „ვინც თავის ცოლს გაუშვებს, მისცეს მას გაყრილობის მოწმობა“.
32. მე კი გეუბნებით თქვენ: ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, იგი მას მრუშად აქცევს. ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.
33. კიდევ გსმენიათ, რომ უთქვამთ ძველების თვის: „არ დაიფიცო ტყუილად, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე“.
34. მე კი გეუბნებით თქვენ: სულ არ დაიფიცოთ არც ცა, რადგან ღვთის ტახტია იგი.
35. არც ქვეყანა, რადგან მის ფერხთა კვარცხლბეკია იგი. არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია იგი.
36. არც საკუთარი თავი დაიფიცო, რადგან ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავება არ შეგიძლია.
37. არამედ იყოს თქვენი სიტყვა: „ჰო“ ჰო! „არა“ არა! რაც ამაზე მეტია, ის ბოროტისგანაა.
თვალი თვალისა წილ. მეორე ლოყაც
38. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ“.
39. მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს, არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე.
40. ვინც მოისურვებს შენს განკითხვას და შენი მოსასხამის წაღებას, სამოსელიც თან გაატანე მას.
41. ვინც ერთ ათას ნაბიჯზე წაყოლა გაიძულოს, ორზე გაჰყევი.
42. ვინც გთხოვოს, მიეცი. ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს.
შეიყვარეთ თქვენი მტრები
43. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი“.
44. მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით.
45. რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს.
46. ვინაიდან, თუ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან?
47. თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას გააკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან?
48. მაშ, იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი.
- See more at:
http://www.orthodoxy.ge/tserili/kiknadze/m...h.KtzCYsZd.dpuf