#45461232 · 20 Aug 2015, 17:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Capodecina
| QUOTE (Capodecina @ 20 Aug 2015, 08:52 ) | | QUOTE (QWertWQ @ 20 Aug 2015, 01:04 ) | ისე საერთოდ არ მგონია, რომ ის ვინც არ იწამებს მოხვდება ისეთ ადგილას სადაც სამუდამოდ აწამებენ |
მეც ეგრე მგონია. თუ ადამიანი კეთილია და თუ იგი სიკეთეს და სათნოებას თესავს არამგონია რომ ჯოჯოხეთში მოხვდეს როგორც გვეუბნებიან. მაგას იმიტომ გვეუბნებიან რომ უფრო მეტი ადამიანი მიეჯაჭვოს რელიგიას და ეს "რელიგიაზე მიჯაჭვება" კიდე სხვა თემა და სხვა მაფიაა, მგონი ხვდებით რასაც ვგულისხმობ.
|
არასწორი წარმოდგენები გქონიათ 10 მცნებიდან პირველი ოთხი ეთმობა ქრიტიანული ღმერთის განდიდებას თაყვანის ცემას და ასე შემდეგ ასევე ბიბლიაშიც რამდენიმე ადგილას წერია რომ ურწმუნოები და ჭეშმარიტი ღმერთის უარმყოფელები ვერ მოხვდებიან სამოთხეში... საერთოდ ცოდვების კლასიფიკაციისას ყველაზე მძიმე და დიდი ცოდვა არის არა ადამიანის მოკვლა ან მისი წამება ან რაღც სხვა არამედ მამა ღმერთის აუდად მოხსეინება (ამაზე მძიმე ცოდვა არარსებობს) მე პირადად არაერთხელ მომიხსენიებია ეგ ღმერთი ამორალურ და ბოროტ არსებად შესაბამისად როგორი ცხოვრებითაც არ უნდა ვიცხოვრო თუ ქრისტიანობა მართალია მაშინ გარანტირებული მაქ სამუდამოდ ჯოჯოხეთში ტანჯვა (სავარაუდოდ ბევრი ათეისტი ანალოგიურადაა ვისაც ძველი აღთქმა განუხილავს)
თემას რაც შეეხება დავუშვათ ადამიანები ბოროტები ვართ და ერთმანეთს რასაც ვუშვებით ამაში ღმერთი თავისუფლებას გვაძლევს მაგრამ რატომ შექმნა ღმერთმა უამრავი დაავადებები რომლებიც უდანაშაულო ადამიანებს ტანჯვით კლავს? განსაკუთრებით აფრიკაში სადაც განვითარების დაბალი დონეა ყოველწლიურად თუ სწორად მახსოვს მილიონამდე ბავშვი იღუპება შიმშილით და სხვადასხვა ავადმყოფობებით აი რა აუცილებლობაა ბავშვი დაიბადოს და 1 წლის რომ გახდება კიბოთი მოკვდეს ან მალარიით? რატომ აკეთებს ამას ღმერთი?
QWertWQ
| QUOTE | წარმოიდგინე ღმერთი რომ ჩაერიოს და რაიმე უტყუარი ფაქტი დადოს თავისი არსებობის, თუნდაც ეგ, რომ უბედურებები არ ხდებოდეს მაშინ გამოვა, რომ იმ თავისუფლებას გვართმევს რაც თვითონ მოგვანიჭა |
მოიცა სინას მთაზე რომ გამოეცხადა ებრაელებს და რამოდენიმე წინადადება უთხრა ეს არიყო მათი თავისუფლების დარღვევა? ებრაელებისთვის 40 წელი ციდან მანანა რომ ცვიოდა ან ასევე ზღვა რომ გაიყო შუაზე, ღრუბელი რომ დაყვებოდათ რომელიც გზას უნათებდა და ასე შემდეგ ეს ყველაფერი რაარის? ან იესო რომ მოვიდა წყალზე დადიოდა მკვდრებს აცოცხლებდა წყალს ღვინოდ აქცევდა და ასე შემდეგ ეს არაა აშკარა მტკიცებულება? ან მოძრავი კალენდრის თანახმად ყოველ აღდგომას ციდან ცეცხლი რომ გადმოდის და მერე 15 წუთი ხალხს არ წვავს ეს რაარის?
ასევე საინტერესოა შენ თუ არანაირი მტკიცებულებები არ გაგაჩნია მაშინ რატომ ფიქრობ რომ მართალი ხარ? მსოფლიოში 300 მილიონზე ნაკლები მართლმადიდებელია და უამრავი რელიგია თუ სექტაა (ამერიკაში ოციათასზე მეტი სექტაა) ყველა რწმენა ფიქრობს რომ მხოლოდ თვითონაა მართალი და ყველა დანარჩენი ცდება ნუთუ არ შეგიძლია წარმოიდგინო აი როგორც შენ ფიქრობ რომ ინდუსები ან მაჰმადიანები ცდებიან და არ აღიარებ მათ ზუსტად ანალოგიურად ისინი ფიქრობენ მართლმადიდებლებზე და ყველა განსხვავებულ რწმენას ერთნაირად მცირე შანსები აქვს რომ ისინი აღმოჩნდნენ მართლები?
--------------------
People live their lives bound by what they accept as "correct" and "true". That's what they call "reality" However correct and true are nothing but vague terms. Their reality could turn out to be an illusion.
ლოგიკა ცოდნის შედეგად მოდის, შენი ლოგიკის არეალი იმდენად პატარაა, რამდენადაც შენი ცოდნა
|