#45908627 · 10 Oct 2015, 10:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Oldboy
| QUOTE | | სულიერი და გონისმიერი მსგავსებები რითი განსხვავდება? |
გონისმიერი მსგავსება აზროვნების უნარს ნიშნავს. სულისმიერი მსგავსება კი ერთიდაიმავე სულის ყოლას. (ქონას)
ყოველი მოაზროვნე არსება ღვთის ხატია, მაგრამ ღვთის მსგავსი ვერ არის. ორივე რომ იყო საჭიროა აზროვნებდე და გყავდეს (გქონდეს) იგივე სული.
უფრო რომ გავშალო ეს თემა ღვთის ხატი ადამიანი სხეულის გარეგნობით ვერ იქნება, ვინაიდან ღმერთი უსხეულოა, მაგრამ უგონო არ არის, შესაბამისად ხატება გონიერებაში მდგომარეობს, აზროვნების უნარში. მსგავსება კი იგივე თვისებების ქონაში რაც ღმერთს აქვს, იგივე თვისებების ქონა კი ადამიანს არ ძალუძს თუ იგივე სული არ ექნება, ამის შესაბამისად კი მსგავსება ერთსულოვნებას ნიშნავს.
ღვთის ხატები არიან ანგელოზნი, მათ შორის დაცემულნიც, იმ ასპექტში რომ ღმერთი ყოვლადგონიერია და ქმნილებათაც უბოძა გონიერება ანუ აზროვნების უნარი, ქმნილებები ამ უნარით ღვთის ხატებად იქცნენ, მაგრამ მსგავსება იდენტობას უახლოვდება და ეს მადლი არ მიცემია ანგელოზს, მიეცა მხოლოდ ადამიანს. * * * net
| QUOTE | | ბიბლიის მიხედვით ღმერთმა ადამი და ევა შექმნა თავის მსგავსად და ხატად, რაც ცხადია მათში გენეტიკური დეფექტების არსებობას გამორიცხავს |
წერ იმას რაც არ იცი, ზემოთ ახედე და ნახავ რაში მდგომარეობს ადამიანის ხატება და მსგავსება ღმერთთან. ეს სხეულებრივ მსგავსებაში არ მდგომარეობს, უსხეულოს ვერანაირად ვერ დაემსგავსები სხეულით და გინდაც სულიერი სხეულების მქონე ანგელოზებს, იმათ ვისაც ადამიანები უსხეულოს უწოდებენ, მაგრამ მაინც განხშოებულნი არიან ღმერთთან მიმართებაში, აი მათაც კი არ ჰგევხარ შენ და სხვა დანარჩენი ადამიანები ხორციელი სხეულით. გენეტიკური დეფექტების არსებობას კი ხატება ან მსგავსება კი არ გამორიცხავს, არამედ ღვთის მოწყალე ბუნება, რის გამოც მან ადამიანი "შემოსა" უხრწნელი, სიკვდილს არ დაქვემდებარებული სხეულით. სხვა ცხოველებისათვის ეს მადლისმიერი წყალობა არ მიუნიჭებია.
This post has been edited by Msajuli777 on 10 Oct 2015, 11:10
|