axalirevoluciaსამყარო მატერიალური ქმნილებაა და იგი არც ბოროტია და არც კეთილი --- არამედ სამართლიანი კანონიზმიერებებითაა აგებული და კოსმიურ უსასრულო არაარსებობაში არსებობს განზომილებათა სახით და ფორმებით.
ჩვენთვის ,,ხილული'' სამყარო --- ფერების და ბგერების მოძრაობით ქმნილი მატერიის კომბინაციაა, რადგანაც
თვით ჩვენთვის ცნობილი ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაც ერთ საბაზისო საშენ მასალაზეა აგებული და ერთგვარად ა-ნიდან ჰ-ჰოემდე ბრუნავს ,,ერთ ბორბალში'', რაც იმასაც ნიშნავს, რომ ა ჰოემდე ყველა ასოს გაივლის და კვლავ ა-დ მოგვევლინება მიკრო-მაკრო სამყაროში ყოველგვარი შემთხვევითობების გარეშე.
ამ ,,ყველაფერს'' უზრუნველყოფს მოძრაობის ენერგია, როგორც საწვავი ძრავს და ამას სწავლობს დღემდე კაცობრიობა, თუ ვინ და რა უზრუნველყოფს ამ ყველა - ფერს უზადო სინქრონში.
ატომური, თუ სხვა ჯერ აღმოუჩენელი მოძრაობის ენერგიები უჩვენოდაც არსებობდა-არსებობს-იარსებებს ჩვენს აღმოჩენებამდე ბევრად სრულყოფილი სახეებით და ფორმებით...
ჩვენ მოვიხმართ უკვე ქმნილ-არსებულს და ვეძიებთ მათი შესაძლებლობების სახეებს და ფორმებს, რაც მათ არსში ძევს და
სწორედ ამ უდიადესი გონის ქმნილი კანონიზმიერებების დარღვევა და უმართებულო გამოყენება გვეკრძალება, რადგან მას ვერ დავარღვევთ კატასტროფების გარეშე... და ამას სამყაროს შემომქმედი წერასატანილ არსებათა თვითმკვლელობად სახელდებულს უწოდებს --- უბრალოდ.
თუ ჩაწვდები ამას, რასაც აქ ვწერ --- იმასაც მიხვდები, თუ რა შედეგების მომტანია ადამიანისათვის ამ ყოველივეს
მიმართ უმართებულო მიდგომანი და მცდელობანი --- იმის მაგივრად, რომ იცხოვროს-იარსებოს ამ უდავო კანონიზმიერებებთან თანხმობით და მხოლო სასიკეთო შენების უფლებით და არა მნგრეველისა, რომელსაც უდავოდ შეეწირება და ძვრასაც კი ვერ უზამს ჭეშმარიტების ერთადერთობას.
ამდენად --- მამა არს შემომქმედი, ძე აღმსრულებელი და სულიწმინდაა ის საწვავი-ენერგია, რომელიც უზრუნველყოფს ,,სამუშაოთა'' კვლავწარმოების უზადო სამყაროულ სისტემას უსასრულო კოსმიურ ,,მკვდარ''სივრცეში.
ის, რომ ხელოვნურადაა უამრავი რელიგიები დაშორებულ-გაუუკუღმართებულნი თავიანთსავე საბაზისი მოძღვრებას --- არ ახალია და ძველია და გაცხადებულად ჰქვია მათ ქრისტესვე სიტყვებით კაცისმკვლელი მამინაცვლის მონანი, რომელთა ,,ჭურჭელში'' ჭეშმარიტება ვერ დგება მათივე უკუღმართობათა გამო:
მწიგნობარ-ფარისეველნი, რომელნიც დგანან სასუფეველის კართან და არც თავად შედიან, და არც შემავალთ უშვებენ --- ბოროტეულად კეტავენ გზას ხსნისაკენ... იგივ კეთილშობილი განათლებისაკენ, რომელიც გამორიცხავს
არსებული სამყაროს შესაძლებლობების ბოროტ-უკუღმართულად გამოყენებას სიცოცხლის მოძრაობის ,,მოსაკლავად'', რაც აღადგენს კოსმიური სივრცის თავდაპირველ უსამყაროულ სიკვდილის სამეფოს.
***
ეს როგორაა?
,, ,,,,, დიდ ქუაბში არ ეტეოდა --- პატარაში ლაღად იყო!''
This post has been edited by triumpi on 6 Sep 2015, 16:44
მიმაგრებული სურათი