პირველი პოსტის რაღაც ნაწილიდან თუ ამოვალთ ძაან ლოგიკურად გამოდის რომ ბოროტება სიკეთეა

კიდევ სათაური სიტყვა-სიტყვით გაგებული თუ იქნება, სულელურია. აუცებელი რომც არ იყოს ბოროტება რა მერე, გავაქრობთ? ან თუ არის რა, ოუქეი, დავტოვოთ?

უბრალოდ თუ ნამდვილად რაიმეს გაგებ-შეგრძნება გვინდა, ეს არასწორი გზაა და ფორმულირებაა.
ჩემთვის ბოროტებაა ის, რაც ანტიკურ ხანაშიც და დღესაც თანაბარ დისბალანსად აღიქმება.
არა მედროვე რამე-რუმეები ანუ
ეს ლოკალურ-დედამიწისეულად.
ისე კიდევ ის რაც ბოროტებაა მოკლედ რომ ვთქვა ისეთ არაკაცთმოყვარულად ჟღერს, არადა განვრცობისას ყველაფერი ოკია

მაგრამ ახლა მეც რაღაც სულელურად დავწერე, აი ისე რომ გგონია გესმის, არადა არ გესმის. დავარცხნი, დაკეცავ და ტვინის უჯრაში ჩაალაგებ სიცრუეს. იმიტომ რომ სიმართლეს ვერც დაკეცავ და ვერც ჩაალაგებ, მითუმეტეს ანბანის მიხედვით.
This post has been edited by ESTRELLA on 17 Sep 2015, 08:34