მოგესალმებით! ამ თემაში შეგეძლებათ დაუსვათ კითხვა ქრისტიან მართლმადიდებლებს და ვიმედოვნებ, რომ ეს კითხვები იქნება ცინიზმის/ირონიის გარეშე და გულწრფელად გენდომებათ პასუხის მიღება კითხვებზე.
პირველ პოსტში გადავწყვიტე მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილო მართლმადიდებლური სწავლებების მიხდევით!
სამების განმარტებაყოვლადწმიდა სამების დოგმატი თავისთავში აერთიანებს ორ ძირითად ჭეშმარიტებას:
ა. ღმერთი ერთარსია, მაგრამ სამპიროვანი, ანუ ღმერთი არის სამი ჰიპოსტასი, სამება ერთარსი;
ბ. ჰიპოსტასებს პირადი თვისებები აქვთ: მამა არშობილია, ძე - მამისაგან შობილი, სულიწმიდა - მამისაგან გამომავალი.
თუ სად გვხდება ბიბლიაში სამების ერთარსობა, შეგიძლიათ გადახვიდეთ მითითებულ ლინკზე, რადგან ამ თემის პირველ პოსტში ვერ ვისაუბრებ ისეთ თემაზე, რომელიც აუცილებლად საჭიროებს ვრცლად და დაწვრილებით განხილვას, როგორც ყველა თემა, მაგრამ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ეს!
http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski/4.htmსულის შესახებ ბიბლიაში(ციტირება დათიკოს პოსტიდან)
დაბ. 2,7
გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა.
[ადამიანს სული მისცა ღმერთმა, ის არ არის მატერიალური. სხვა არც ერთი ქმნილებისათვის მას სული არ შთაუბერია]
ეკკლესიასტე 12,7
მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო, და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა.
საქმე 20,9-12
ევტიხი, რომელიც პავლეს უსმენდა, ფანჯრის რაფიდან გადმოვარდა და მკვდარი აიყვანეს. „ჩამოვიდა პავლე, დაემხო მას, მოეხვია და თქვა: „ნუ შეშფოთდებით, ვინაიდან სული მისი მასთანავეა“. პავლემ პური გატეხა და ჭამა, განთიადამდე საუბრობდა: „ამასობაში ის ყრმა ცოცხალი მოიყვანეს, რამაც დიდად ანუგეშა ისინი“.
[ვიდრე სული სხეულშია, ადამიანი ცოცხალია, ხოლო როცა მას სული განშორდება, ის კვდება]
მათე 22,32
მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა. ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა.
[ღმერთისთვის ყველა ცოცხალია, რადგანაც კარგა ხნის მკვდარი აბრაამის, ისააკის, იაკობის სულები უკვდავია]
ფილიპ. 1,23-24
იხ. 2 კორ. 5,1-10
მიზიდავს ორივე: მსურს წავიდე და ვიყო ქრისტესთან, რაკი ეს ბევრად უკეთესია, მაგრამ ხორცში დარჩენა უფრო მეტად თქვენთვის არის საჭირო.
[მოციქულებს დიდი სურვილი აქვთ დატოვონ თავიანთი სხეული და სულით მივიდნენ უფალთან]
გამოცხ. 6,9-10
როცა მეხუთე ბეჭედი ახსნა, სამსხვერპლოს ქვეს დავინახე სულები დახოცილთა ღვთის სიტყვისათვის და მოწმობისათვის, რომელიც მათ ჰქონდათ. დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ: „ხელმწიფევ წმიდაო და ჭეშმარიტო, როდემდე არ განიკითხავ და არ იძიებ შურს დედამიწის მცხოვრებლებზე ჩვენი სულებისათვის“.
[მოციქულ იოანეს გამოცხადებაში კარგად ჩანს, რომ კვდება ადამიანის სხეული, ხოლო სული განაგრძობს არსებობას]
1 პეტრე 3,18-19
რადგან ქრისტე მოკვდა ერთხელ ჩვენი ცოდვების გამო, მართალი - უსამართლოთა გამო, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოკლულ იქნა ხორცით და გაცოცხლდა სულით, რომლითაც წავიდა და უქადაგა საპყრობილეში სულებსაც.
[იესო ქრისტე ჯვარცმის შემდეგ ჩავიდა ჯოჯოხეთში და უქადაგა იქ მყოფ სულებს]
ეხლა სამების ერთაერსებაზე:
მათე 28,19
ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით
1 იოანე 5,7
რადგან სამნი მოწმობენ ცაზე: მამა, სიტყვა და სულიწმიდა და ეს სამი ერთია
2 კორ. 13,13
მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი და სიყუარული ღმრთისა და მამისაჲ და ზიარებაჲ სულისა წმიდისაჲ იყავნ თქუენ ყოველთა თანა. ამინ.
ბევრი ადგილია სადაც ღმერთი მარვლობით რიცხვი საუბრობს თავის თავზე:
დაბ. 1,26
თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად
დაბ. 3,22
თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, გახდა ადამი, როგორც ერთი ჩვენთაგანი
მათე 3,16-17
აქ კი ხილულად გაცხადდა სამება:
ნათელღებული იესო მაშინვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი, და მან იხილა ღვთის სული, მტრედივით გარდამომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. აჰა, ხმა ციდან მეტყველი: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე"
ჯვრის შესახებბევრი რომ არ ვაკოპირო, გიდებთ პირდაპირ წყაროს:
http://www.orthodoxy.ge/apologetika/raselistebi/jvari.htmხატები და სანთლებიაღთქმის კიდობნისა და მასზე გამოსახულ ანგელოზთა წინაშე ლოცულობდნენ.
„შემოიხია იესომ (ნავეს ძემ) სამოსელი, პირქვე დაემხო მიწაზე უფლის კიდობნის წინ და ასე იყვნენ საღამომდე ის და ისრაელის უხუცესობა; თავზე მტვერი დაიყარეს“ (იესო 7, 6);
„დაემხო ტაძრის წინ ისრაელის ყოველი კაცი, ქალი და ბავშვი - იერუსალიმის მკვიდრნი, ნაცარი დაიყარეს თავზე და გააფინეს თავიანთი ძაძები უფლის წინაშე“ (ივდ. 4, 11).
კიდობნის წინაშე მსხვერპლს სწირავენ ღმერთს.
სოლომონი „მივიდა იერუსალიმში და წარდგა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე. აღავლინა აღსავლენი და შესწირა სამადლობელი მსხვერპლი“ (3 მეფ. 3, 15);
„დააყენა ლევიანები უფლის კიდობნის წინაშე სამსახურის გასაწევად, რათა მოეხსენებინათ, ედიდებინათ და ექოტ უდალი, ღმერთი ისრაელისა“ (1 ნეშტ. 16, 4).
კიდობნის წინაშე ანთებენ კანდელებს და აკმევენ საკმეველს.
„გააკეთე სამსხვერპლო საკმევად... დადგი იგი კრეტსაბმელის წინ, მოწმობის კიდობნის პირდაპირ რომ არის; სახურავის წინ, მოწმობის კიდობანს რომ ახურავს, სადაც მე გამოგეცხადებით. აკმიოს მასზე აარონმა სურნელოვანი საკმეველი; აკმიოს იგი დილაობით, როცა ლამპრებს გაამზადებს. როცა აანთებს აარონი ლამპრებს საღამოხანს, აკმიოს საკმეველი. ეს იყო მუდმივსაკმევად უფლის წინაშე თაობიდან თაობაში“ (გამ. 30, 1, 6-8).
ასევე სოლომონა დაბირში „გააკეთა ორი ქერუბიმი ზეთისხილის ხისგან“ (3 მეფ. 6, 23) და ღმერთმა მოიწონა ისინი.
სოლომონმა მოგვიანებით, დიდი ტაძრის აშენების შემდეგ, შიდა ნაწილში განათავსა ორი ქერუბიმის გამოსახულება.
„წმიდათაწმიდის სახლში გააკეთა ორი ქერუბიმის ქანდაკება და ოქროთი დაფერა ისინი... ამ ქერუბიმების ფრთები ოც წყრთაზე იყო გაშლილი. ისინი თავიანთ ფეხებზე იდგნენ და პირისახე სახლისაკენ ჰქონდათ მიქცეული“ (2 ნეშტ. 3, 10, 13).
სოლომონმა მთელი ტაძარი ქერუბიმებით მოხატა.
„კედლებზე ქერუბიმები ამოკვეთა“ (2 ნეშტ. 3, 7);
„გააკეთა კრეტსაბმელი ლურჯი, ძოწეული, მეწამული ნართისაგან და სელისაგან და მასზე ქერუბიმენი გამოხატა“ (2 ნეშტ. 3, 14).
უფალმა მოიწონა ეს სახლი და მისმა დიდებამ აავსო იგი.
„როცა სოლომონმა ლოცვა დაასრულა, ცეცხლი გადმოუშვა ზეციდან და შთანთქა აღსავლენი და მსხვერპლნი. უფლის დიდებამ აავსო სახლი. ვეღარ შედიოდნენ მღვდლები უფლის სახლში, რადგან უფლის დიდებით იყო ავსებული უფლის სახლი. როცა დაინახეს ისრაელიანებმა სახლზე გადმომავალი ცეცხლი და უფლის დიდება, პირქვე დაემხნენ ქვაფენილზე და თაყვანისცეს“ (2 ნეშტ. 7, 1-3).
დაწვრილებით:
http://www.orthodoxy.ge/apologetika/raselistebi/khatebi.htmსამოთხის შესახებეს არის საღვთო სამოთხე, ღვთის ხელებით დანერგილი ედემში, ყოველგვარი სიხარულისა და სიამის საუნჯე, რადგან ედემი „შვებად“ ითარგმნება. - ვრცლად:
http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/25.htmნუ გააფუჭებთ თემას და დასვით მხოლოდ ისეთი კითხვები, რომელიც მართლა გაინტერესებთ.
This post has been edited by nodarie on 22 Sep 2015, 01:13