დათიკო
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Moderators
წერილები: 32826
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05
|
#48768760 · 9 Sep 2016, 22:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დაისი
QUOTE | ახალი აღთქმის არცერთი მონაკვეთი არ ამბობს მოციქულები ტაძარში სალოცავად დადიოდნენო!! |
რამდენჯერმე რომ დაგიწერე იმ მუხლში წერია ეგ!
მემგონი შენ დაგავიწყდა საერთოდ რატომ დავიწყეთ ეს უაზრო კამათი! ის ფაქტი, რომ მოციქულებიც და პირველქრისტიანებიც ერთად იკრიბებოდნენ და ლოცულობდნენ ხოლმე, ამაზეა აქ საუბარი. გაგახსენდა?! საერთოდ ლოგიკის უნარი უნდა ჰქონდეს დაკარგული ადამიანს, რომ თქვას თითქოს მოციქულები მიდიოდნენ ტაძარში (რომელიც ლუკას 24 თავში წერია) და მხოლოდ ქადაგებდნენ და ღვისადმი ლოცვას არ აღავლენდნენ, როგორც ეს ქრისტემ დაუწესათ.
QUOTE | ახალ აღთღქმაში მსგავსს არაფერს ბრძანებს უფალი!!! პირიქით, აი რას ამბობს ახალი აღთქმა: "თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმიდაა ღვთის ტაძარი, და ეს თქვენ ხართ".-http://holybible.ge/bible/georgian/book-1-53-3-17-m-geo-m-geo--0 ძველ აღთქმაში არ ჩარჩენილან ქრისტიანები დათიკო. |
ის რომ ადამიანი სულიწმინდის ტაძარია, ჩვეულებრივ ტაძარში თავშეყრას და ლოცვას არ გამორიცხავს!
QUOTE | ეკლესია სხვა რაღაცაა და ტაძარი სხვა რაღაცა დათიკო! ეკლესია არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც მორწმუნე ადამიანებისგან შედგება. ეს ერთი. მეორე: ტაძარი ქრისტეს მოციქულებს არ აუშენებიათ და არც იმ ხალხთან ულოციათ სინაგოგაში ვინც ქრისტეს არ აღიარებდა. მოციქულები ანტიქრისტედ თვლიდნენ ყველას ვინც ხორციელათ მოსულ ქრისტეს არ აღიარებდა! "ვინ არის ცრუ, თუ არა ის, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ის არის ანტიქრისტე, უარმყოფელი მამისა და ძისა."-http://holybible.ge/bible/georgian/book-1-48-2-22-m-geo-m-geo--0 იუდეველები ქრისტეს უარყოფდნენ და არ აღიარებდნენ რო ღმერთის ძე იყო ქრისტე. მოციქული რომელმაც დაწერა ქრისტეს უარმყოფელი ანტიქრისტეაო გგონია რო იმ იუდეველებთან შევიდოდა სინაგოგაში სალოცავად რომელსაც ანტიქრისტედ მიიჩნევდა? ქრისტიანები ტაძარში არ დადიოდნენ სალოცავად!!! |
ქრისტიანები არ დადიოდნენ სალოცავად ტაძრებში, რადგან ძალიან მარტივად ჯერ არ არსებობდა ქრისტიანული ტაძრები. ისინი კატაკომბებში იკრიბებოდნენ და ეს ადგილები იყო სწორედ მათი პირველი ეკლესიები. დევნის შემდეგ კი, რა წამსაც ოფიციალურად ნებადართულ რელიგიად გამოცხადდა, გამოვიდნენ კატაკომბებიდან და ააშენეს ეკლესიები. ეს არის ქრისტიანული რელიგიის ანი და ბანი. სად დავწერე რომ ქრისტიანები სინაგოგაში დადიოდნენ სალოცავად?! მე დავწერე მხოლოდ ის, რომ ლუკას 24 თავში მოციქულებმა ლოცვა აღავლინეს უფლის მიმართ, როგორც წერია ეს შავით თეთრზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ სისტემატიურად დადიოდნენ სალოცავად. მოციქულებს სდევნიდნენ თუ გახსოვს და მოსაკლავად დასდევდნენ! annihilationQUOTE | მესმის შენ რასაც ამობობ.უბრალოდ მე ვიძახი,რო ეკლესია ეს არის უბრალოდ შესაკრბელი,მორწმუნე ადამიანებისთვის. მაგრამ შენ რაღაც სხვა დატვირთვასაც აძლევ თითქოს.აი იძახი რო ეკლესიაში მორწმუნე ადამიანი,ღვთის სიახლოვეს განიცდისო.აი მაგალითად შენ თუ მორწმუნე ხარ,მაშინ შენ ხარ ღვთის ტაძარი და შენში სუფევს ღვთის სული და ეკლესიაში რანაირად განიცდი ღვთის სიახლოვეს,თუ თვითონ შენში სუფევს ღმერთი? |
დიახ ასეა, ეკლესია მორწმუნეთა შესაკრებელია, სადაც მორწმუნეები მიდიან სალოცავად, საიდუმლოებებთან საზიარებლად. არ მეგონა ამაზე თუ დამჭირდებოდა ამხელა კამათი. ლოცვისას მორწმუნე ღვთს სიახლოვეს განიცდის, რადგან ლოცვა უფალთან აახლოებს ადამიანს. ლოცვა კი ეკლესიაში აღესრულება. იქ იღებს ზიარებას, რომელიც ქრისტეს მიღებაა. ამაზე მეტი სიახლოვე რაღა უნდა იყოს უფალთან?!
QUOTE | წესით ეს უბრალოდ ფსიქოლოგიური მომენტია და ამ შემთხვევაში,შენ ისევ იმ სამარიელი დედაკაცივით საუბრობ,ქრისტეს რო ეკითხებოდა,სად უნდა ვცეთ ღმერთს თაყვანიო.მაგრამ ქრისტემ გააუქმა,ეს კონკრეტული თაყვანსაცემი ადგილები და მსგავსი იდეოლოგიები.რადგან ღმერთი,ეკლესიის კედლებში,რომელიმე მთაზე და ნიშზე კი არ სუფევს,ღმერთი ჩვენში სუფევს და ჩვენშია ღვთის სასუფეველი.უკეთესად რო განვმარტო,ადამიანი ეკლესიის კედლებში ან კონკრეტულ ადგილებში კი არ უნდა გრძნობდეს ღვთის სიახლოვეს,არამედ ყველგან,სადაც არ უნდა იყოს. |
შენ საუბრობ იუდეველთა მიერ ღვთის თაყვანისცემაზე. ქრისტემ აქ გაავლო ზღვარი. მან აუხსნა ებრაელებს, რომ უფალი კედლებში არ არის მოქცეული და სწორედ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ იგი, რაშიც გეთანხმები. მაგრამ ქრისტეს არ უთქვამს, რომ ტაძარი, რომელიც "უფლის დიდებით იყო ავსებული" (ეზეკ. 43,5-7) ასეთად აღარ ითვლებოდა! უკიდურესობაა ფიქრი ისე, თითქოს ღმერთი ყველგანაა და თავად ჩვენშია და ქრისტიანთა შესაკრებელი აღარ არის საჭირო. ქრისტეს ასეთი რამე არასოდეს უთქვამს! პირიქით, ის იცავდა ტაძარს: (მათე 26, 55) მაშინ უთხრა იესომ ხალხს: „თითქოს ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებითა და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად. ყოველდღე ტაძარში ვიჯექი და ვასწავლიდი, და არ შეგიპყრივართ მე“. ამ ტაძარს ის "მამაჩემის სახლს უწოდებდა"! მტრედების გამყიდველებს უთხრა: გაიყვანეთ ესენი აქედან და მამაჩემის სახლს ნუ გახდით სავაჭრო სახლად. (იოანე 2,16) როგორ ფიქრობ, რატომღაც გადაიფიქრა მამამ და აღარ იყო იმ ტაძარში, სადაც ქრისტე ასწავლიდა ან მისი "მოციქულები გამუდმებით ტაძარში იყვნენ ღმერთს აქებდნენ და ადიდებდნენ?!" (ლუკა 24:53) განა ქრისტემ არ თქვა? დაწერილია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება. თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად გიქცევიათ იგი. (მათე 21,13) ან აქ რომელ ტაძარზეა საუბარი? დღენიადაგ ერთსულოვნად ტაძარში იყვნენ (საქმე 2:46) განა არ იცოდნენ მოციცუქლებმა, რომ ტყეში ან მინდორში რომ წასულიყვნენ უფალი მაინც მათთან იქნებოდა, მაგრამ მაინც დადიოდნენ ტაძარში. საქმე 3,1 პეტრე და იოანე ერთად ადიოდნენ ტაძარში ლოცვის მეცხრე საათს. ან აქ რომელ ეკლესიებზეა საუბარი? 1 კორ. 11,18-22 ვინაიდან, ჯერ ერთი, მესმის, რომ როცა ეკლესიად იკრიბებით, დაყოფანია თქვენს შორის, რასაც ნაწილობრივ ვუჯერებ... ნუთუ სახლები არა გაქვთ, რომ იქ ჭამოთ და სვათ? თუ უგულებელყოფთ ღვთის ეკლესიას და არცხვენთ უქონელთ? რა გითხრათ? შეგაქოთ? ამისათვის არ გაქებთ.
არ არის სწორი უარი ვთქვათ იმაზე, თითქოს ქრისტემ ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭა ეკლესიაში ლოცვას.
--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
|